კოლუმბი


შესავალი

 

იტალიაში, ქალაქ გენუაში, ღარიბი კაცი ცხოვრობდა. მას ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსის შესახებ არავინ არაფერი იცის. უფროს ვაჟს კი ქრისტეფორე ერქვა. იგი ცნობილი მეზღვაური გახდა. ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა. მაშინ კოლუმბმა ეს არ იცოდა...

 

 

კოლუმბი ინდოეთისკენ

კოლუმბს უნდოდა, რომ ინდოეთში ჩასულიყო. ევროპაში ფიქრობდნენ, რომ ინდოეთში ბევრი ოქრო იშოვებოდა. ოქროსგან ევროპაში მონეტებს აკეთებდნენ. ოქროს მონეტით ევროპაში ძალიან ბევრი რამის ყიდვა შეიძლებოდა.

 

ესპანეთის დედოფალმა იზაბელამ ქრისტეფორეს მოგზაურობისათვის სამი ხომალდი მისცა: “სანტამარია”, “პინტა” და “ნინია”.

 

1492 წლის 3 აგვისტოს ქრისტეფორე კოლუმბმა დატოვა ესპანეთი და ატლანტის ოკეანეში გაცურა.

იგი ინდოეთისაკენ მიმავალ საზღვაო გზას ეძებდა.

 

მოგზაურობა

მოგზაურობა ძალიან რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. დრო გადიოდა. ინდოეთის სანაპირო არ ჩანდა. ბევრი მეზღვაური ავად გახდა. ბოლოს ერთ ხომალდზე გაისმა შეძახილი: “მიწა!” ორ თვეზე მეტი ხნის მოგზაურობის შემდეგ კოლუმბი მიადგა ამერიკას.

 

 

ახალი კონტინენტი

ახალი კონტინენტიდან კოლუმბმა გემებით ევროპაში შეიტანა კარტოფილი, სიმინდი, პამიდორი, კაკაო, თამბაქო.

6

6

ამ პროდუქტებს ევროპაში არ იცნობდნენ. ეს პროდუქტები ევროპაში არ იშოვებოდა. ევროპაში კარტოფილი, სიმინდი, პამიდორი, კაკაო და თამბაქო ძალიან ძვირი ღირდა. ეს პროდუქტები ოქროსავით მნიშვნელოვანი იყო.

 

ბოლოსიტყვაობა

კოლუმბი ისტორიული პირია. მან არ იცოდა, რომ ახალი კონტინენტი აღმოაჩინა...

შენ იცი, რა კონტინენტი აღმოაჩინა კოლუმბმა? იცი, რომ კოლუმბის აღმოჩენილი პროდუქტებს ჩვენ დღესაც ვიყენებთ?