ფერწერის შედევრები


 

კვლავ ორიანი...

ეს ნახატი ფიოდორ რეშეტნიკოვმა დახატა. ნახატს ასე ჰქვია: „კვლავ ორიანი“.

 

მოსწავლე სკოლიდან ორიანით ბრუნდება. ბიჭს სახლში დედა, და, ძმა და ძაღლი ხვდება. ოჯახის წევრები და ბიჭი მოწყენილები არიან. ძაღლი კარგ ხასიათზეა. ძაღლს ბიჭი უყვარს და მისი დანახვა გაუხარდა.

ნახატი ზეთის საღებავებით არის ტილოზე დახატული. ის მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება.

 

გოგონა მარგალიტის საყურით

 

ეს იან ვერმეერის ნახატია. იან ვერმეერი ნიდერლანდელი მხატვარი იყო. ის მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. „გოგონა მარგალიტის საყურით“ - ასე ჰქვია ნახატს. არავინ იცის, ვინ არის გამოსახული ნახატზე. შეიძლება ნახატზე გამოსახულია იან ვერმეერის ქალიშვილი მარია.

ამ ნახატმა ბევრი ადამიანი დააინტერესა.

მწერალმა თრეისი შევალიემ დაწერა რომანი „გოგონა მარგალიტის საყურით“. რეჟისორმა პიტერ ვებერმა კი გადაიღო ფილმი. ფილმში მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი თამაშობს.

ნახატი მაურიციოს მუზეუმში ინახება.

 

ალისა

ალისა პატარა გოგონაა. მას ცისფერი კაბა აცვია და ოქროს ჯვარი აქვს გულზე დამაგრებული. ალისას გრძელი წაბლისფერი თმები აქვს. თმაზე ბაფთა უკეთია. ალისა ამადეო მოდილიანმა დახატა.

ამადეო მოდილიანი იტალიელი მხატვარი იყო.

მოდილიანი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ტუბერკულოზი ფილტვების დაავადებაა. ამადეო მოდილიანის ცხოვრების შესახებ გადაღებულია ფილმი „მოდილიანი“. ფილმში მოდილიანის როლს ენდი გარსია ასრულებს.

მოდილიანის ნახატი „ალისა“ დანიის სამხატვრო მუზეუმში ინახება.

 

გოგონა ბურთზე

ამ ნახატს ჰქვია „გოგონა ბურთზე“. ნახატი პაბლო პიკასოს ეკუთვნის. პაბლო პიკასომ ნახატზე ორი აკრობატი დახატა. აკრობატებს ცირკში აქვთ წარმოდგენები. ეს ორი აკრობატი საცირკო წარმოდგენისთვის ემზადება.

 

გოგონა ბურთზე დგას და ცდილობს, არ გადმოვარდეს. ახალგაზრდა კაცი გოგონას უყურებს. ახალგაზრდა კაცს დაკუნთული სხეული აქვს.

„გოგონა ბურთზე“ ივანე მოროზოვმა იყიდა პარიზში. ივანე მოროზოვს ხელოვნება უყვარდა. ის რუსი იყო და ნახატი რუსეთში ჩაიტანა. დღეს „გოგონა ბურთზე“ ალექსანდრე პუშკინის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

 

მონა ლიზა - ჯოკონდა

მონა ლიზა, ანუ ჯოკონდა ლეონარდო და ვინჩის ნახატია. ლეონარდო და ვინჩი იტალიელი იყო. ის მხოლოდ მხატვარი არ ყოფილა. ლეონარდო და ვინჩი ასევე იყო არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი და მოქანდაკე.

 

„მონა ლიზა“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია მსოფლიოში. ვინ არის გამოსახული ნახატზე - ზუსტად არავინ იცის. არსებობს ბევრი მოსაზრება. ერთ-ერთი მოსაზრებით, ნახატზე გამოსახულია თავად ლეონარდო და ვინჩი ქალის სხეულით.

„მონა ლიზა“ გამოფენილია ლუვრში, პარიზში.

 

ვენერას დაბადება“

ეს ნახატი იტალიელმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ დახატა. ძველ რომაელებს ბევრი ღმერთი ჰყავდათ. ერთ-ერთი ღმერთი იყო ვენერა.

 

ვენერა სიყვარულის და სილამაზის ღმერთი იყო. ვენერა ზღვის ქაფისგან დაიბადა.

ნახატზე ვენერა ზღვის ნიჟარაში დგას. მარცხნივ ზეფიოზი თავის მეღლესთან ერთად სულს უბერავს ვენერას.

ვენერა გამორჩეული იყო თავისი სილამაზით. სანდრო ბოტიჩელის ეს ნახატი ფლორენციის მუზეუმში ინახება.

 

„აქტრისა მარგარიტა

მარგარიტა ნიკო ფიროსმანის ნახატია. ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარი იყო. ნიკომ ხატვა თვითონ ისწავლა. ამიტომ მას თვითნასწავლ მხატვარს უწოდებენ.

ნიკო ფიროსმანი დუქანში ვაჭრობდა. ძველად თბილისში დუქანს სასადილოს უწოდებდნენ.

ნიკო ფიროსმანს ფრანგი მოცეკვავე შეუყვარდა. მისი სახელი იყო მარგარიტა. მარგარიტა თბილისის კაფეში ჩამოვიდა საცეკვაოდ. მარგარიტას ნიკო არ უყვარდა. ის საფრანგეთში დაბრუნდა. ნიკო მარტო დარჩა.

ამ ნახატზე სწორედ მარგარიტაა გამოსახული.

 

შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა

მხატვრობაში ბევრი ჟანრი არსებობს. ერთ-ერთ ჟანრს იმპრესიონიზმი ეწოდება. იმპრესიონიზმი შთაბეჭდილების მოხდენას ნიშნავს.

ეს ნახატი კლოდ მონემ დახატა. ნახატზე მზის ამოსვლაა გამოსახული. ნახატს „შთაბეჭდილება“ ეწოდება. სწორედ ამ ნახატით იწყება იმპრესიონიზმის ისტორიაც. ამ მიმდინარეობამ სახელი კლოდ მონეს ამ ნახატის გამო მიიღო.

1985 წელს ეს ნახატი მოიპარეს. 1990 წელს იპოვეს და დღეს პარიზში, მარმოტანის მუზეუმში ინახება.

 

ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი

პორტრეტი ისეთ ნახატს ჰქვია, სადაც ადამიანის სახეა გამოსახული. ეს პორტრეტი ავსტრიელმა მხატვარმა გუსტავ კლიმტმა დახატა.

 

ეს ქალი ადელ ბლოხ-ბაუერია. ამ ნახატს ოქროს ადელსაც უწოდებენ. ნახატი ოქროსფერი საღებავებით არის დახატული.

ადელის პორტრეტი 2006 წელს გაიყიდა. ის ამერიკელმა მილიონერმა რონალდ ლაუდერმა იყიდა. რონალდ ლაუდერმა ნახატში 135 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მზესუმზირები

 

 

ეს მზესუმზირებია. ისინი ვინსენტ ვან გოგმა დახატა. ვან გოგს მზესუმზირები განსაკუთრებით უყვარდა. ეს ოთხი ნახატი ვან გოგმა საფრანგეთის დედაქალაქში - პარიზში დახატა. ყველაზე ცნობილი არის მესამე და მეოთხე ნახატი. მეორე ნახატი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. ეს ნახატები 1888 წლის აგვისტოში დაიხატა.

ვისენტ ვან გოგმა 1889 წლის იანვარში კვლავ დახატა მზესუმზირები. აი ისინიც.

 

რბილი საათები

 

ასეთ ნახატს სიურეალისტური ჰქვია. სიურეალისტებს რაც ესიზმრებოდათ, იმას ხატავდნენ. მათ დიდი ფანტაზია ჰქონდათ.

ამ ნახატს „რბილი საათები“ ჰქვია. ნახატზე სამი საათია დახატული. საათები თითქოს დნება. ეს რბილი საათები სალვადორ დალიმ დახატა. სალვადორ დალი ესპანელი მხატვარი იყო.

სალვადორ დალი ამ ნახატზე დროს ხატავს. დრო დამდნარია. ის თითქოს არ არსებობს.

 

დაჭრილი ანგელოზი

„დაჭრილი ანგელოზი“ ჰუგო სიმბერგამ დახატა. ჰუგო სიმბერგა ფინელი იყო.

 

ორ ბიჭუნას საკაცით მიჰყავს დაჭრილი ანგელოზი. ანგელოზი თეთრია. ანგელოზს ფრთები აქვს. მას თვალები ნაჭრით აქვს ახვეული.ანგელოზს ხელში თაიგული აქვს. ბიჭებს შავი ტანსაცმელი აცვიათ.

„დაჭრილი ანგელოზი“ ფინელებისთვის დიდი მნიშვნელობისაა.

 

1968 წლის მაისი

ეს ნახატი ჟოან მიროს დახატულია. ჟოან მირო ესპანელი იყო.

ნახატზე გარკვევით არაფერი ჩანს.

შავი, ყვითელი, წითელი, თეთრი და ლურჯი ფერები ერთმანეთშია არეული. ნახატს „1968 წლის მაისი“ ჰქვია. ამ დროს საფრანგეთში რთული მდგომარეობა იყო. ხალხი გაიფიცა. ქვეყანაში არეულობა იყო. 1968 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი იყო. არეულობის გამო შარლ დე გოლმა პრეზიდენტობაზე უარი თქვა.

მხატვარი ჟოან მირო ფრანგი ხალხისკენ იყო. სწორედ 1968 წლის ეს მოვლენები ასახა მან ამ ნახატზე.

 

იკაროსის დატირება

იკაროსის მამას დედალოსი ერქვა. დედალოსმა უზარმაზარი ფრთები გააკეთა. ფრთები სანთლით იყო დამაგრებული. იკაროსმა ფრთები გაიკეთა და გაფრინდა. დედალოსმა იკაროსი გააფრთხილა, მზესთან ახლოს არ ეფრინა. იკაროსმა მამას არ დაუჯერა. ის ძალიან მიუახლოვდა მზეს. სანთელი დადნა. ფრთები დაიშალა და იკაროსი ზღვაში ჩავარდა. იკაროსი დაიღუპა.

 

ეს ნახატი ჯეიმს დრეიპერმა დახატა. მასზე იკაროსის სიკვდილია გამოსახული. ნახატზე სამი ნიმფა ტირის. ნიმფები ზღვასთან ცხოვრობდნენ და ძალიან ლამაზები იყვნენ. ისინი იკაროსის გამო ტირიან.