ნოდარ დუმბაძე
საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც ნოდარ დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. ეს მწერალი გამორჩეულია. მის იუმორზე მკითხველი ცრემლებამდე იცინის. მისი იუმორისგან მკითხველს მწუხარების ცრემლი მოსდის...
ბავშვობიდან მწერლობამდე
ნოდარ დუმბაძეს ლაღი, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ის თბილისში დაიბადა 1924 წელს. ამ დროს საქართველოში კომუნისტური წყობა იყო. ბევრ ადამიანს იჭერდნენ, ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. 10 წლის ასაკში დუმბაძემ მშობლები დაკარგა. მამამისი კომუნისტებმა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ბიჭუნა ჯერ აფხაზეთში, ბიძასთან გადაიყვანეს. იქ ნოდარმა 3 წელი იცხოვრდა. მოგვიანებით პატარა ნოდარი გურიაში გადაიყვანეს საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან. მწერალმა სკოლის წლები გურიაში, სოფელ ხიდისთავში გაატარა.
„მთელი ქვეყნიერების ვალი მაქვს, მამა, კეთილი ადამიანები რომ არა, ღმერთმა უწყის, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. თითო სიკეთე ყველასგან მახსოვს და უფლება არ გვაქვს არც მე და არც
ნოდარდუმბაძისსახლმუზეუმი,ჩოხატაური
ჩემს ნაგრამს სიკეთე არ ვთესოთო“ - ეუბნებოდა ნოდარ დუმბაძე მოგვიანებით თავის ქალიშვილს.
გურიაში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მწერალმა თავის მოთხრობებში და რომანებში ძალიან ცოცხლად, იუმორით და ხალისით აღწერა.
1945 წელს ნოდარმა სკოლა დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. თავიდან მწერალმა სულ სხვა სპეციალობა აირჩია. ის ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ კი უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა.
ნოდარ დუმბაძემ თავიდან სამი იუმორისტული მოთხრობების კრებული გამოსცა. კრებულები მაშინვე გახდა პოპულარული. მწერალმა სამსახურს დატოვა და მთლიანად მწერლობაზე გადაერთო.
დუმბაძე ჟურნალი „ნიანგის“ მთავარი რედაქტორიც იყო დიდხანს. „ნიანგი“ სატირისტული ჟურნალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალი ძალიან სასაცილო და ხალისიანი უნდა ყოფილიყო. ჟურნალს დიდი სიამოვნებით კითხულობდა ყველა.
ყოველთვის მხიარულ და ხალისიან მწერალს ცხოვრებაში ბევრი უბედურების გადატანა მოუწია. ჯერ მშობლები დაკარგა, შემდეგ კი 5 წლის ვაჟი დაეღუპა. მოგვიანებით ახალგაზრდა სიძეც გარდაეცვალა. ნოდარ დუმბაძეს ნერვიულობისგან გული გაუსკდა. ის რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. თუმცა, ამდენმა უბედურებამ ნოდარ დუმბაძე ვერ შეცვალა. ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ხუმრობდა.
ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. მზიანი გულის კაცს ბოლო გზაზე მზე და უამრავი თვალცრემლიანი ადამიანი აცილებდა.
ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან
კომუნისტურ წყობამდე დუმბაძეებს ჭავჭავაძეზე დიდი ბინა ჰქონდათ. მამის დახვრეტის შემდეგ კი იმავე სახლში ოჯახს ერთი ოთახი დაუტოვეს. ამ ბინაში ცხოვრობდა ნოდარ დუმბაძის დიდი ოჯახი; თვითონ, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო და ორი შვილი. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი - მანანა იხსენებს: „ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი ყოველ ღამე წერდა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“. ერთხელ უთქვამს ნოდარ დუმბაძეს: ეს რომანი მშიერ კუჭზე მაქვს დაწერილი და მაინც ყველას აჯობაო“.
ნოდარ დუმბაძეს ავადმყოფობის დროსაც არ ტოვებდა იუმორის გრძნობა. მისი ქალიშვილი ერთ ასეთ ამბავს იხსენებს: „41 წლის იყო მამაჩემი, როდესაც პირველი ინფარქტი მოუვიდა. ძალიან ცუდად იყო. ექიმებსაც კი არ ჰქონდათ იმედი, რომ გადარჩებოდა. ამ დროს მამაჩემის მეგობარი და დიდი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი უცხოეთში უნდა წასულიყო. მამაჩემის ამბავი რომ გაიგო, თბილისში დარჩა. ჯანსუღ ჩარკვიანი საავადმყოფოდან არ გამოდიოდა. რამდენიმე დღეში მამამ თვალი გაახილა. თავთან ჯანსუღი დაინახა და უთხრა: „მე შენ წასული მეგონეო“. ჯანსუღმა ცოტა ხანი ხმა არ გასცა. ცოტა ხანში მიხვდა, რომ ნოდარის ხმა გაიგონა... გახარებული ჯანსუღი იუმორის ხასიათზე დადგა. მან მკვახედ უპასუხა მამაჩემს: „მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. საავადმყოფოში სიცილი ატყდა.“
საავადმყოფოს ხუმრობები ამით არ დ ასრულებულა: მეორე დღეს ნოდარ დუმბაძე უკეთ გახდა. მან საწოლიდან ფანჯარაში გაიხედა. გარეთ მსხვილად თოვდა. მაშინ ის დრო იდგა, როდესაც რუსეთი ქართველებს გადასახლებით ემუქრება). „მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო“, – თავისთვის ჩაილაპარაკა ნოდარმა. პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. ამ ამბის შემდეგ ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფების და მათი ახლობლებისგან: „ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან აფერისტები... არ იციან, კაცი გადარჩება თუ არა, ესენი კი სულ სიცილში არიანო!“
პირველი ინფარქტის შემდეგ ნოდარ დუმბაძემ თავისი საუკეთესო რომანები „ნუ გეშინია, დედა“ და „თეთრი ბაირაღები“ დაწერა.
ნოდარ დუმბაძე ყველას უყვარდა. მისი შემოქმედება კი ყველასთვის საყვარელი გახდა. თუმცა, წარმატებას და ხალხის სიყვარულს არ შეუცვლია ნოდარი.
მისი მეუღლე იხსენებდა: „როგორი ნოდარიც გავიცანი, ისეთი ნოდარი გარდაიცვალა. ბუნებით იყო ასეთი, თორემ არ ვიცი, მეტი რა დაფასება უნდა მიეღო. ნობელის პრემიას თუ მიიღებდა. ნოდარი ხალხს ძალიან უყვარდა და დღესაც უყვართ. ნოდარი გარდაცვლილი არაა, ის დღემდე ცოცხალია. მწერალი რომელიც აღარ იბეჭდება და აღარ იკითხება, ისაა მკვდარი. ნოდარს დღესაც სიამოვნებით კითხულობს ყველა. მისი ნაწარმოებები თეატრებში იდგმება. მისი გმირები კინოში ცოცხლდება. რადიოს ჩართავ თუ ტელევიზორს, ნოდარის სიტყვები ყოველთვის ისმის... ბავშვები იწყებენ კითხვას ნოდარის მოთხრობებით... ნოდარი არ მომკვდარა“ პირველი ინფარქტის შემდეგ 8 წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა. მერე მისი მეუღლეს რაღაც ავადმყოფობა დაემართა. ქალს ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო ნოდარ დუმბაძემ სიგარეტის მოწევაც და სმაც. ერთხელ უთქვამს შვილებისთვის „დედათქვენი თუ მოკვდა, მეც სჯობს მოვკვდეო.“ მისი მეუღლე გადარჩა. მას ოპერაცია ცნობილმა პროფესორმა გაუკეთა. მერე ნოდარი ეხუმრებოდა ხოლმე მეუღლეს, „ეტყობა, თავში არაფერი დაგიტოვეს, ყველაფერი ამოიღესო“.
ნოდარ დუმბაძის ახლობლები კიდევ ერთ სასაცილო ისტორიას იხსენებენ. თურმე მისი ქალიშვილი ჩუმად გათხოვდა, გაიპარა.
აი, რას ჰყვებოდა მერე იგი: „მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს. თვითონაც ძალიან უყვარს ჭამა. თანაც, ომის დროს, ბავშვობ აში, სულ შიოდა. ჰოდა, ახლაც ეშინია, რომ მოშივდება და სულ საჭმელს აკეთებს... მამაჩემმა მამიდაჩემს უთხრა, „რამე მომიტანე, მშიაო!“. მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი. მამამ ის ერთი დედალი სულ გაათავა. შემდეგ კი, მეორეზე გადავიდა.… მამიდამ დედაჩემთან დარეკა. გამაგებინეთ, რა სჭირს ნოდარს, მეორე დედალზე გადავიდაო. თურმე, უაზროდ ჭამდა. მხოლოდ მერე უთხრა დას, მანანა გაიპარა და გათხოვდაო. მოგვიანებით ნოდარს სიძე ძალიან შეუყვარდა.
სიძე სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნოდარ დუმბაძე ამ დროს ამერიკაში იყო წასული. სიძის დაღუპვის შემდეგ მალე დაემართა მეორეჯერ ინფარქტი.
მეორეჯერ ინფარქტი რომ დაემართა, მარტო იყო აგარაკზე აფხაზეთში. შემდეგ მწერალი ხუმრობდა თურმე: „იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო...“
საოცარი რომანი „მარადისობის კანონი“ მწერალმა სწორედ მაშინ დაწერა.
ბაბუა და შვილიშვილი
ნოდარ დუმბაძეს განსაკუთრებით თავისი შვილიშვილი - ნოდარიკო უყვარდა.
თურმე ბიჭუნას ძალიან ეშინოდა წყლის და ზღვაში საბანაოდ არ შედიოდა. არადა, დუმბაძეემს აფხაზეთში აგარაკი ჰქონდათ. ბაბუა ასწავლიდა ნოდარს ცურვას. თურმე ერთხელ მივიდა ბავშვთან და ხელში აიყვანა. „ბაბუ, ხომ წამოხვალ ჩემთანო?“ ჰკითხა და შემდეგ ტანსაცმლით შევიდა ზღვაში. ასე ასწავლა შვილიშვილს ცურვა.
ბაბუა შვილიშვილისთვის თავისი ხელით აკეთებდა სათამაშოებს. ყველა საბავშვო ლექსი, ასე ძალიან რომ უყვართ პატარებს, სწორედ ნოდარიკოს სიყვარულით იწერებოდა.
ნოდარიკო 9 წლის იყო, ნოდარ დუმბაძე რომ გარდაიცვალა. ბავშვმა საერთოდ აიკრძალა ბაბუაზე ლაპარაკი. ხმას არ იღებდა, ნოდარ დუმბაძე საოცარი ბაბუა იყო.
ნოდარ დუმბაძის დაკრძალვაც განსაკუთრებული იყო...
მისი ქალიშვილი იხსნებს: „დიდი კონსტანტინე გამსახურდია რომ გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა გადმოსცემდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო. სახლში რომ დავბრუნდით, უცებ მამაჩემმა თქვა: „თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთო (საკუთარი ნაწარმოებების კითხვას გულისხმობდა); ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, ხომ დაიხოცება დაკრძალვაზე ხალხი სიცილითო“!
ნოდარ დუმბაძე შეცდა. მის დაკრძალვაზე რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა დუმბაძის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს გადმოსცემდნენ – ხალხი კი არ იცინოდა...
ნოდარდუმბაძისსაფლავიმთაწმინდაზე