ავტომობილი


 

შესავალი

 

სიტყვა ავტომობილი „თავისით მოსიარულეს“ ნიშნავს. ავტომობილი ისეთი რამეა, რომელიც თავისით დადის. ავტომობილს ჩვენ მანქანასაც ვუწოდებთ. თუმცა, მანქანა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ავტომობილი.

დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის, რა არის ავტომობილი. დღეს ძალიან ბევრი ავტომობილი დადის ქუჩებში. ზოგი ავტომობილი დიდია, ზოგი - პატარა. ზოგი ავტომობილი წითელია, ზოგიც - მწვანე. ავტომობილები სხვადასხვანაირი ფორმისა და ფერისაა.

ორი საუკუნის წინ ეს ასე არ იყო. ქუჩებში ბევრი ავტომობილი არ დადიოდა. არც სხვადასხვა ფორმის და ფერის იყო ძველი ავტომობილები.

ვინ მოიგონა ავტომობილი? ამაზე დღესაც ხშირად კამათობენ.

 

პირველი ავტომობილი

1885 წელს გერმანიაში ერთმა ნიჭიერმა ინჟინერმა ააწყო ავტომობილი. ეს ავტომობილი ბენზინის ძრავაზე მუშაობდა.

 

პირველი ავტომობილი

 

ამ კაცს კარლ ბენცი ერქვა. ბენზინის ძრავიანმა ავტომობილმა კარლ ბენცი პოპულარული გახადა.

 

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ავტომობილი კარლ ბენცამდე გამოიგონეს. ავტომობილის იდეა ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში გაჩნდა. იგი ცნობილ იტალიელ მხატვარს ლეონარდოს და ვინჩის ეკუთვნოდა. და ვინჩმა დახატა ბორბლებიანი ტრანსპორტი. მაგრამ ავტომობილი მას არ აუწყვია.

ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული მანქანა

1879 წელს ფრანგმა ინჟინერმა გამოიგონა ორთქლის მანქანა. ამ მანქანას ომის დროს იყენებდნენ გადაადგილებისა და ტვირთის გადასატანად.

კარლ ბენცის ავტომობილი ბენზინზე მუშაობდა. ამით ის ძველი ავტომობილებისგან განსხვავდებოდა. მანამდე ავტომობილები ორთქლის ძრავაზე მუშაობდნენ. თქვენ გადაწყვიტეთ, არის თუ არა ბენცი ავტომობილის გამომგონებელი...

პირველი ორთქლის მანქანა

 

პირველ მანქანას მხოლოდ სამი ბორბალი ჰქონდა. ბენცის მანქანები ბენზინის ძრავები ძალიან დიდი იყო. დღეს ავტომობილებს ოთხი ბორბალი აქვთ. დღეს ავტომობილებს უფრო პატარა ძრავები აქვთ.

 

ავტომობილები დღეს

 

დღევანდელი ავტომობილები მარტო ფორმით და ფერით არ განსხვავდებიან. დღევანდელი ავტომობილები უფრო სწრაფები და ლამაზები არიან. ისინი არ ხმაურობენ. ადამიანები ავტომობილში მოხერხებულად მგზავრობენ. მათ შეუძლიათ მუსიკას მოუსმინონ ან ტელევიზორს უყურონ. მანქანებში კონდიციონერიცაა. თუ ცხელა, შეგიძლიათ ჰაერი გააგრილოთ. თუ ცივა, შეგიძლიათ ჰაერი გააცხელოთ. დღევანდელი ავტომობილები მძღოლს გზასაც „ასწავლიან“. ამას ნავიგაციის სისტემა ეწოდება. ნავიგაციის სისტემა მძღოლს სწორი გზის არჩევაში ეხმარება.

ავტომობილი ძალიან სასარგებლო გამოგონებაა. მან მგზავრობა მარტივი, ჩქარი და სასიამოვნო გახადა.

 

 

თანამედროვე ავტომობილები