პლანეტები

 

შესავალი

მზის, მთვარისა და ვარსკვლავების გარდა, კოსმოსში პლანეტებიცაა. კოსმოსი ის სამყაროა, რომელშიც არის ყველაფერი: ციური სხეულებიც და პლანეტებიც, მათ შორის - დედამიწაც. კოსმოსი სივრცეა, რომელიც არასოდეს სრულდება.

პლანეტები მზის სისტემაში

პლანეტებიც კოსმოსის მობინადრეები არიან. პლანეტაქართულად იცით,რას ნიშნავს? მოხეტიალეს. პლანეტას მართლაც შეუძლია მოძრაობა, აქვს თავისი ორბიტა და მოძრაობს მის ირგვლივ. სწორედ ამის გამო დაარქვეს მოხეტიალე.პლანეტებიმზესთან ახლოს მდებარეობენ და ამიტომაც მათზე მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტები მზის სისტემაში ცხოვრობენო. მზის სისტემაში სულ ცხრა პლანეტა აღმოაჩინეს მეცნიერებმა. მოდით, სათითაოდ გავიცნოთ ისინი და ვნახოთ, რა ხდება პლანეტებზე.

პლანეტები

1.მერკური- ეს პლანეტა მზესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. მისი დანახვა დედამიწიდანაც შეიძლება დილით ან შებინდებისას. მერკური მეცნიერებმა კარგად ვერ დაათვალიერეს და შეისწავლეს, რადგან მასთან მხოლოდ ერთმა კოსმოსურმა ხომალდმა მიაღწია. მათ ჩამოიტანეს დედამიწაზე ამბავი, რომ მერკურის ზედაპირზე არის დიდი ღრმულები და ფიქრობენ, რომ ისინიმეტეორების დაცემის გამო გაჩნდა. თურმე მერკური ძალიან ჰგავს მთვარეს და სწრაფად მოძრაობს. პლანეტაზე არ არის წყალი,იქ არც ქარი იცის. მერკურზე დღისით ძალიან ცხელა და ღამით კი ყველაფერი იყინება.ამიტომ მასზე სიცოცხლეც არაა.

2.ვენერას დედამიწის დაიკოს ეძახიან, იმის გამო, რომ ის ძალიან ჰგავს დედამიწას. ვენერა დედამიწას სხვა პლანეტებზე მეტად უახლოვდება ხოლმე მოძრაობის დროს. მერკურისგან განსხვავებით, ვენერა სულ ცხელია და მასზე ყოველთვის ქარი ქრის. რამდენიმე კოსმოსური ხომალდი მიუახლოვდა ვენერას იმისთვის, რომ კარგად დაეთვალიერებინათ იგი, მაგრამ მალევე მოშორდნენ. ერთი კოსმოსური ხომალდი დაიწვა კიდეც ვენერას დიდი სიმხურვალის გამო.

3. დედამიწა ის პლანეტაა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. ის ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლეა შესაძლებელი. დედამიწაზე წყალიცაა და ხმელეთიც. ხმელეთს მოძრაობა შეუძლია,თუმცა ამას ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ. მაგრამ ვგრძნობთ მიწისძვრებს. თურმე მიწისძვრის დროს დედამიწის ფორმა იცვლება. ამბობენ, ადრე ამერიკის და აფრიკის კონტინენტი შეერთებული იყო და მერე დაშორდნენ ერთმანეთსო. ახლაც შეიძლება ორი კონტინენტი ერთმანეთს მიუახლოვდეს და შეერთდეს. დედამიწაზე სიცოცხლეიმიტომაა, რომ ჩვენ გვაქვს მზის სითბო,სინათლე, წყალი და ჰაერი.

4. მარსი დედამიწიდანმოწითალო ფერის ჩანს და მას „წითელ პლანეტასაც“ უწოდებენ. მარსზე ძალიან ბევრი ვულკანია და მისი ზედაპირი ძალიან მთაგორიანია,რადგან ვულკანის ამოფრქვევების შედეგად მთები ჩნდება მასზე. მეცნიერებმა მარსზე ნახეს დამშრალი მდინარეებიდა ფიქრობენ, რომ ადრე მარსზე წყალი იყო. ეს პლანეტა ძალიან აინტერესებთ ასტრონომებს. ამის გამო 2040 წლისათვის ამერიკელებმა დაგეგმეს, რომ მარსზე პირველი ადამიანი გაუშვან.

5. იუპიტერიუდიდესი პლანეტაა მზის სისტემაში. ის იმდენად დიდია და იმდენად მძლავრი მიზიდულობის ძალა აქვს - ადამიანი რომ იუპიტერზე მოხვდეს, ნაბიჯსაც ვერ გადაადგამს... იუპიტერი რომაელთა მთავარი ღვთაების სახელია. სწორედ მის საპატივცემულოდ ეწოდა ყველაზე დიდ პლანეტას ეს სახელი.

6.ნეპტუნიმოლურჯო ფერის პლანეტაა, დედამიწიდან საკმაოდ მოშორებულია. ნეპტუნი ცივი პლანეტაა, მასზე არც სინათლეა და არც სითბო. ნეპტუნი მეცნიერებმა კარგად ვერ შეისწავლეს. მის ახლოს მხოლოდ ერთმა კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჟერ ორმა“ ჩაიფრინა. თუმცა დაგეგმილია ნეპტუნზე სხვა ხომალდების გაგზავნაც.

6. ურანს გაზის გიგანტსაც უწოდებენ, რადგან მისი ძირითადი შემადგენლობა აირია. იგი საკმაოდ დიდი ზომისაა და მზის სისტემაში გიგანტი პლანეტების რიგშია.ისევე, როგორც ნეპტუნს, ურანსაც არ ვიცნობთ კარგად, თუმცა ამ პლანეტაზე კოსმოსური ხომალდის გაგზავნა ჯერ დაგეგმილიც არ არის.

7.სატურნი სურათებზე ყოველთვის დიდი რგოლით არის აღბეჭდილი.თურმე ეს რგოლი ყინულები და წვრილი ქვების ნატეხები ყოფილა. მიზიდულობის ძალით ეს ნატეხები აქეთ-იქეთარ ცვივა და სატურნს გარს აკრავს. სატურნს თანამგზავრებიც ჰყავს, მარტო არ მოძრაობს თავისი ორბიტის გარშემო. ყველა პლანეტაზე მეტი თანამგზავრი მას ჰყავს, სულ - 18. ერთი თანამგზავრი იმხელაა, რომ პლანეტა მერკურს უტოლდება.

9. მეცხრე პლანეტად პლუტონი ითვლება. მაგრამ 2006 წლისშემდეგ იგი ამოიღეს პლანეტების რიცხვიდან. ადრე პლუტონი უფრო დიდი ეგონათ,მაგრამ დაკვირვებების შემდეგ აღმოჩნდა,რომ პლუტონი პატარაა. მას ჯუჯა პლანეტაც კი უწოდეს და მზის სისტემის პლანეტებს აღარ მიაკუთვნებენ. ახლა მხოლოდ ჯუჯა პლანეტების ჯგუფს ეკუთვნის. პლუტონი ყველაზე გვიან აღმოაჩინეს - 1930 წელს და მას უცნაური პლანეტაცკი დაარქვეს. სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, პლუტონი მხოლოდ თავის ორბიტაზე არ მოძრაობდა, დანარჩენი პლანეტების ორბიტაზეც ხვდებოდა ხოლმე. ამიტომ იგი განსხვავებული და უცნაური პლანეტაა.

 

ბოლოსიტყვაობა

პლანეტები ძალიან საინტერესო ციური სხეულებია, ისინი ბოლომდე შესწავლილი არაა. ინფორმაციის მოპოვებაც ძალიან რთულია, რადგან ზოგიერთ პლანეტასთან ახლოს მისვლასაც კი ვერ ახერხებენ მეცნიერები. პლანეტებს დედამიწიდანაც აკვირდებიან და სწავლობენ,იმისათვის,რომ ჩვენ უფრო მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ.