პარაშუტი

 

შესავალი

ფრენაზე ოდესმე გიოცნებია? შეიძლება არ გიოცნებია, მაგრამ დაგსიზმრებია. სიზმარში წარმოგიდგენია, როგორ ეშვები ციდან მშვიდად, ნელ-ნელა. ეს სასიამოვნო გრძნობა უნდა იყოს!

სიმაღლიდან დაშვება პარაშუტით არის შესაძლებელი. პარაშუტი დიდი ქოლგაა, რომელიც ჰაერის წინააღმდეგობას ქმნის. ამ ქოლგას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ.მისი ძირითადი ფუნქცია მაინც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაა. მას საჰაერო ავარიების დროს იყენებენ. პარაშუტი სამხედრო საქმეშიც გამოიყენება. ზოგიერთისთვის ის სპორტის სახეობა და ცხოვრების სტილია. შეიძლება კიდევაც გაგიგიასპორტის ეს სახეობა - პარაშუტიზმი. თუმცა, სჯობს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

 

პირველი პარაშუტები

ლეონარდო და ვინჩის პარაშუტის სკიზი

გსმენია რაიმე ლეონარდო და ვინჩის შესახებ? გინახავს რომელიმე მისი ნახატი? მაგალითად, „მონა-ლიზა“. გაგიგია რაიმე მისი გამოგონებების შესახებ? ლეონარდო და ვინჩი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მუშაობდა სამეცნიერო და საინჟინრო გამოგონებებზე. მის ნახაზებს შორის ვხვდებით პირველი საფრენი აპარატისა და სხვადასხვა საბრძოლო იარაღის ესკიზებს. ასევე,ლეონარდოს სახელს უკავშირდება მაკრატლის, ველოსიპედის, ჰაერის ტუმბოსგამოგონება.

პარაშუტის პირველი ჩანახატიც ლეონარდოს ეკუთვნის. მან პარაშუტის ჩანახატი 1514 წელს გააკეთა საკუთარ რვეულში. ლეონარდოს მიერ ჩახატული პარაშუტის ზომები და მუშაობის პრინციპი ბევრად არ განსხვავდება ახლანდლისგან.

ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ ადამიანები ცდილობდნენ, რომ დიდი სიმაღლიდან ნელ-ნელა დაშვებულიყვნენ. ამისთვის ბევრი ქოლგის მსგავს ხელსაწყოს იყენებდა. ხშირად ამ გაბედული ადამიანების სურვილები ცუდად მთავრდებოდა. ზოგი იღუპებოდა კიდევაც. ფრენის სურვილი და ქოლგის ფორმის ხელსაწყო საკმარისი არაა, რომ ნელ-ნელა დავეშვათ მიწაზე. ჰაერის წინააღმდეგობის პრინციპი, რომელსაც ლეონარდომ მიაგნო, პარაშუტის მთავარი საიდუმლოებაა.

პარაშუტის შემდეგი ესკიზიკიდევ ერთ იტალიელს,ფაუსტოვერანციოს ეკუთვნის. მან 1595 წელსაღწერაპარაშუტი. აღწერის მიხედვით, ამ პარაშუტს მართლაც უნდა ემუშავა.

პირველი პარაშუტი ფრანგმა კაცმა - ლევანმა მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოსცადა. ლევანი პატიმარი იყო. მან საკუთარი ზეწრებისა და სქელი თასმებისგან ქოლგის ტიპის ხელსაწყო შეკერა. ამ ხელსაწყოს საშუალებით, პატიმარი ციხის ფანჯრიდან გადმოფრინდა. იგი გადარჩა და გაიქცა.

მეორე მსგავსი შემთხვევა 1777 წელს მოხდა. ფრანგი დუმიე ასევე პატიმარი იყო. ის სიკვდილით უნდა დაესაჯათ. თუმცა მისმა გაკეთებულმა „მფრინავმა საწვიმარმა“ დიდი ინტერესი გამოიწვია. მას უფლება მისცეს, კოშკის წვერიდან „მფრინავი საწვიმრის“ საშუალებით გადმოფრენილიყო. პატიმარი ცოცხალი დაეშვა მიწაზე. მამაც პატიმარს სიცოცხლე აჩუქეს.

შემდეგი პარაშუტი ასევეფრანგს -ლენორმანსეკუთვნის. მან 1783 წელსპარაშუტი გააკეთა. ლენორმანის პარაშუტის დანიშნულება იყო ხანძრისგან თავის დაღწევა. მისი პარაშუტით ცეცხლმოკიდებული სახლიდან გადმოხტომა შეიძლებოდა.

დუმიე საჰაერო ბუშტიდან ძაღლს პარაშუტით უშვებს.

მორიგი პარაშუტის მგზავრი ძაღლი გახლდათ. მისმა ფრანგმა პატრონმა ძაღლი პარაშუტით საჰაერო ბურთიდან გადმოაგდო. ძაღლი მშვიდად დაეშვა მიწაზე.ძაღლის პატრონი ამტკიცებდა, რომ თვითონაც გადმოხტა პარაშუტით. პატრონს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ოღონდ მართლა პარაშუტიდან გადმოხტა თუ არა, ზუსტად არავინ იცოდა.

შემდეგი მამაცი პარაშუტისტი - ფრანგი გარნერი იყო. მან პარაშუტიდან ხტომის ჩვენებაც კი მოაწყო. ჩვენება 1797 წელს შედგა პარიზში. გარნერის პარაშუტი მტკიცე, თეთრი ქსოვილისგან იყო გაკეთებული და ქოლგასავით მრგვალი იყო. ამ პარაშუტის საშუალებით ფრანგი 600 მეტრზე მეტი სიმაღლიდან ჩამოფრინდა. ამხელა სიმაღლიდან დაშვება იმ დროის სენსაცია იყო. გარნერი ჩვენებებს სხვა ქვეყნებშიც აწყობდა. იგი პოპულარული გახდა.

დროთა განმავლობაში პარაშუტი კიდევ უფრო განვითარდა. 1834 წელს კიდევ ერთმა მეცნიერმა - კონინგმა პარაშუტის ფორმა ოდნავ შეცვალა. ახალი ფორმის პარაშუტის მართვა უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო. თუმცა მეცნიერის ცდა ცუდად დამთავრდა. იგი საკუთარი პარაშუტით გადმოხტა და დაიღუპა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კონინგის მოსაზრება სწორი იყო. მისი დაწყებული საქმე სხვა მეცნიერმა - ლალანდმა გააგრძელა. მან ტრადიციულ პარაშუტს ჰაერის გამოსასვლელი ხვრელი დაუმატა. ეს სისტემა უფრო გამართული იყო. იგი ახლაც გამოიყენება პარაშუტების შექმნისას.

1912 წელსამერიკელი კაპიტანიბერისი თვითმფრინავიდანგადმოხტა პარაშუტით. მისი პარაშუტი დროულად გაიხსნა და კაპიტანიც მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე.

შემდეგი მამაციპარაშუტისტი ქალი იყო. მას ჯორჯია ტომპსონი ერქვა. ის პირველი ქალი იყო, რომელიც თვითმფრინავიდან პარაშუტით დაეშვა 1913 წელს.

პარაშუტების განვითარებას კიდევ ბევრი დრო დასჭირდა.მისი ზომა, წონა, გასახსნელი სისტემა დიდხანს მაინც არ იყო საუკეთესო. თუმცა პარაშუტის პოპულარობა არ ნელდებოდა. ბევრი მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა პარაშუტების გაუმჯობესებისათვის. თანდათან პარაშუტები გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვისაც.

1951 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი პარაშუტებით ხტომაში. დღეისათვის ეს სპორტი ძალიან პოპულარულია. საპარაშუტო სპორტს პარაშუტიზმი ჰქვია. იგი რამდენიმე კატეგორიისგანშედგება. დაშვების სიზუსტე, აკრობატიკა, ჯგუფური დაშვება- ამ სპორტის კატეგორიებია.

 

თანამედროვე პარაშუტები

თანამედროვე სპორტული პარაშუტი

თანამედროვე პარაშუტები თავიანთი ფორმით, ზომით და დანიშნულებით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მათი სისტემა ბევრად უსაფრთხოა. თანამედროვე პარაშუტების უდიდეს ნაწილს სათადარიგო სისტემაც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ძირითადი პარაშუტი დროულად არ გაიხსნა, მაშინ სათადარიგო სისტემა იწყებს მუშაობას და იცავს ადამიანს ძლიერი ვარდნისგან. თანამედროვე პარაშუტები მიმართულებასაც აკონტროლებენ დამხმარე ფრთების საშუალებით. პარაშუტების გამოყენება დღითიდღე უფრო და უფრო მეტად იზრდება. მას სახლებიდან, ხიდებიდან გადმოსახტომად იყენებენ. ბევრ დაწესებულებაში პარაშუტი უსაფრთხოების სისტემის ნაწილია.

 

ბოლოსიტყვაობ

როგორ ფიქრობ, საშიშია პარაშუტიდან გადმოხტომა? თუ უფრო საინტერესოა? მთავარი ისაა, რომ პარაშუტით გადმოხტომას ცოდნა უნდა. საკუთარი პარაშუტის გამოგონება არ უნდა სცადო. ის უკვე არსებობს. პარაშუტით გადმოხტომა საქართველოშიც შეიძლება. მე ერთხელ გადმოვხტი კიდეც.