მიმდინარეობები მხატვრობაში


 

შესავალი

მიმდინარეობა არსებობს ლიტერატურაში, მხატვრობაში, არქიტექტურაში... მიმდინარეობა არის ეპოქა, დრო, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისებები. მიმდინარეობების მახასიეთებლები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მახასიათებლები ეხმარებიან ხელოვანს, მისი ნაშრომი იყოს განსაკუთრებული და საინტერესო. ხელოვნებაში უამრავია მიმდინარეობაა. ამ წიგნში მხატვრობაში ათ ყველაზე მეტად ცნობილ მიმდინარეობას და ნახატებს გაეცნობით.

 

1. რენესანსი / მიქელანჯელოს „ღვთაებრივი მიქელანჯელო“

რენესანსი მე-14 - მე-16 საუკუნეების მიმდინარეობაა ხელოვნებაში. რენესანსის ნახატებზე გამოსახული ფიგურები სიმეტრიულია. აქ არ არის უსწორმასწორო ფორმები, შთაბეჭდილებები ან გაუგებარი აზრები. რენესანსის მხატვრობაში ყველაფერი უნდა ყოფილიყო სწორი, გამართული, ლამაზი და იდეალური. რენესანსის მხატვარი ვერ დახატავდა მსუქან ქალს ან მსუქან კაცს. მას უნდა დაეხატა ჯანსაღი, ათლეტური აგებულების მამაკაცები და მშვენიერი ქალები....

ნახატზე გამოსახული ფიგურები უნდა ყოფილიყო სამაგალითო. რენესანსის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი და მოქანდაკეა მიქელანჯელო. მან ოთხი წელი შეუსვენებლად იმუშავა ტილოზე „ღვთაებრივი მიქელანჯელო“. ნახატი მოცულობით უზარმაზარია. მიქელანჯელოს ნახატის დასახატად ხარაჩოები ჰქონდა აღმართული. ნახატი რთული დასახატი გამოდგა. მხატვარს მისი ყველა ნაწილი ცალ-ცალკე უნდა დაეხატა, რადგან სველ გრუნტზე ხატავდა. თუ შეცდომას დაუშვებდა, გრუნტის გაშრობის შემდეგ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა. ნახატზე მიქელანჯელომ ადამიანის შექმნის ბიბლიური ამბავი გადმოსცა.

 

2. მანიერიზმი / ჯაკოპო პონტორმოს „იოსები ეგვიპტეში“

მას ხშირად გვიან რენესანსსაც უწოდებენ. რენესანსის მხატვრებისგან განსხვავებით, მანიერისტები უარს ამბობენ სწორ ფორმებსა და ფიგურების სიმეტრიულობაზე. ისინი ხატავენ დანაწევრებულ ფორმებს, ბუნდოვან და არეულ სურათებს, ფორმადაკარგულ სხეულებს. ამით მანიერისტები პროტესტს უცხადებენ რენესანსულ მხატვრობას.

ერთ-ერთი ცნობილი მანიერისტული ნახატია ჯაკოპო პონტორმოს „იოსები ეგვიპტეში“. იოსები ბიბლიური პერსონაჟია. იოსების ყოფნა ეგვიპტეში კი - ბიბლიური ამბავი. პონტორმომ ნახატზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნახატზე გამოსახულ სცენებს არაფერი აქვს საერთო იაკობის ბიბლიურ ამბავთან. აქ არც ჩაცმულობა და არც შენობები და ფერები ჰგავს ბიბლიაში აღწერილ ამბავს. ყვველასათვის კარგად ნაცნობი ბიბლიური იაკობის ცნობაც უჭირს მნახველს.

 

3. ბაროკო / რუბენსის „ევკიპეს ქალიშვილების მოტაცება“

ბაროკო მე-17-მე-18 საუკუნეების მიმდინარეობაა ხელოვნებაში. ბაროკოს სტილმა მხატვრობაში მდიდრული სიუჟეტები და კაშკაშა ფერები შემოიტანა. ბაროკოს სტილს მნახველისთვის უნდა ეჩვენებინა ლამაზი, ხალისიანი და სასიამოვნო სურათი. დრამატული სცენაც კი ბაროკოს ნახატებზე დრამატულად არ უნდა ყოფილიყო გამოხატული. ბაროკოს სტილით ხატავდა ცნობილი ფლამადრიელი მხატვარი რუბენსი. ბაროკოს სტილით შესრულებული მისი ერთ-ერთი ცნობილი ნახატია „ლევკიპეს ქალიშვილების მოტაცება“. ნახატზე დრამატული სცენაა. ორი შეიარაღებული კაცი იტაცებს ორ შიშველ გოგონას. ეს სცენა რომ წარმოვიდგინოთ, რთული სანახავია. თუმცა რუბენსის სურათზე ეს სცენა ხალისიანი და ცოცხალია. ხალისსა და სილამაზეს სურათს კაშკაშა ფერები, ძვირფასი სამოსი და ბზინვარე აბჯარი ანიჭებს. ნახატზე გამოსახულია ორი ქალიშვილი, ორი მამაკაცი, ორი ცხენი და ერთი პატარა ეროტი. ისინი ქნიან ერთიან და უწყვეტ მოქმედებას. მათი ცალკე ფიგურებად დაშლა შეუძლებელია. ისინი გადახლართულები არიან ერთმანეთთან. ასეთი ერთიანობა ბაროკოსთვისაა დამახასიათებელი. ბაროკოს სტილის მხატვრობას ხშირად გორგალსაც ადარებენ, თუ სურათიდან რომელიმე ნაწილის მოშორებას გადაწყვეტთ, ის მთლიანობას და სილამაზეს დაკარგავს. ასევე დაიშლება გორგალიც. რუბენსის ეს ნახატი მიუნხენის მუზეუმში, „ძველ პინაკოთეკაში“ ინახება.

 

იმპრესიონიზმი/ კლოდ მონეს „მზის ამოსვლა

 

იმპრესიონიზმი მე-19 საუკუნეში საფრანგეთში ჩამოყალიბდა. იმპრესიონისტი მხატვრები ნახატებს ყოველდღიური ცხოვრებიდან ხატავდნენ. ისინი ხატავდნენ საკუთარ შთაბეჭდილებებს. ხატავდნენ ნათელ, წმინდა ფერებს. ხატავდნენ არა სამხატვრო სალონებში, არამედ გარეთ, ეზოში, ბუნებაში. იმპრესიონისტი მხატვრები არ ეძებდნენ მარადიულ სილამაზეს. ისინი წამიერ სილამაზეს ხატავდნენ. ისეთს, რომელიც მალე გაქრებოდა. პირველი ცნობილი იმპრესიონისტული ნახატი ფრანგმა მხატვარმა კლოდ მონემ დახატა. ნახატს „მზის ამოსვლა“ ჰქვია. კლოდ მონემ ნახატი სამხატვრო გამოფენაზე გაიტანა. ნახატს სიგიჟე უწოდეს. თვითონ მხატვარი კი „მზის ამოსვლის“ შესახებ ამბობდა: „როგორც იქნა, ამეხილა თვალი და ვისწავლე ბუნების სიყვარული“.

 

ნატურალიზმი/ ჟან ფრანსუა მილეს „მკრეფავები“

ნატურალისტებს უყვართ პეიზაჟისა და რეალური ცხოვრების ასახვა.

ნატურალიზმი 19-საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა ევროპაში.

ნატურალისტები ხატავენ ბუნების სურათებს, გლეხების ცხოვრებას, სამართლიანობისათვის ბრძოლას, ამბოხს.

ცნობილი ნატურალისტი მხატვარია ჟან ფრანსუა მილე. მისი ცნობილი ნახატი „მკრეფავები“ ასახავს მკათათვეს, პურის აღების პერიოდს. გლეხის ქალები მინდორში პურის თავთავებს კრეფენ. ნახატი გლეხების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ შრომას ასახავს. მილეს „მკრეფავები“ გამოფენიალია პარიზის „დ’ორსეს“ მუზეუმში.

 

ექსპრესიონიზმი / ედუარდ მუნქი „კივილი“

 

„ექსპრესიო“ - გამოხატვას ნიშნავს. ექსპრესიონისტები გრძნობებს, თავიანთ ფიქრებს გამოხატავდნენ. ექსპრესიონისტები არ ხატავდნენ რაიმე მოვლენას. ისინი გამოხატავდნენ საკუთარ აზრს, გრძნობებს მოვლენების შესახებ.

ექსპრესიონიზმი მეოცე საუკუნის დასაწყისში, გერმანიაში ჩამოყალიბდა. ყველაზე ცნობილ ექსპრესიონისტულ ნახატად ედუარდ მუნქის „კივილი“ მიიჩნევა.

თავდაპირველად ამ სურათს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. სურათზე გამოსახულია საშინელება, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. ამ ტილოს მუნქი ძალიან დიდ ხანს ხატავდა. ერთხელ მუნქმა ან ნახატის შესახებ თქვა: „ის გამოხატავს ცოცხალ არსებას, რომელიც სუნთავს, მას უყვარს და იტანჯება“.

მუნქის ნახატი ოსლოს ეროვნულ გალერეაში ინახებოდა. ის 2004 წელს გალერეიდან მოიპარეს. 2006 წელს მძრაცველები პოლიციამ დააპატიმრა. თუმცა მუნქის სურათი დაზიანდა. მის კუთხეში ლაქა გაჩნდა, რომლის მოშორება შეუძლებელი იყო. ედუარდ მუნქის „კივილი“ დღესაც ოსლოს ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი.

 

კუბიზმი / პაბლო პიკასო „გერნიკა“

კუბიზმი მიმდინარეობაა მხატვრობასა და არქტიტექურაში. 1908 წელს, როდესაც გამოფენაზე ჯორჟ ბრაკის ნახატი ნახა, ხელოვნებათმცოდნე ვუქსელმა თქვა: „ეს ნახატი სავსეა კუბებით“.

ვუქსელმა პირველმა გამოიყენა კუბების ტერმინი მხატვრობაში. ტერმინი სწრაფად გავრცელდა და საფუძველი ჩაეყარა კუბისტურ ხელოვნებას.

პაბლო პიკასოს უამრავი კუბისტური ნახატი აქვს. მათ შორის ყველაზე ცნობილია „გერნიკა“.

1937 წელს საერთაშორისო გამოფენა ეწყობოდა. ამ გამოფენაზე გასატანად პიკასოს ესპანეთის მთავრობამ ნახატის დახატვა სთხოვა.

პიკასომ დახატა „გერნიკა“. ეს არის უზარმაზარი ტილო, კუბისტური მხატვრობის საუკეთესო ნიმუში. 1936 წელს, სამოქალაქო ომის დროს, დაიბომბა პატარა ბასკური ქალაქი გერნიკა. დაბომბვაში მონაწილეობდა გერმანიის ნაცისტური არმიაც. დაბომბვის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში გერნიკაში ცეცხლი ვერ ჩააქრეს. პიკასო შეძრწუნებული იყო გერნიკას ამბით. მან სურათზე თავზარის დაცემა, დედის სასოწარკვეთა, სიკვდილის შიში და ხალხის საერთო უბედურება დახატა. არც ერთ ნახატს ისე არ მოხდენია კუბისტური სტილი, როგორც „გერნიკას“!

გამოფენაზე მართლაც გაიტანეს პიკასოს „გერნიკა“. სტუმრად მოსულმა გერმანელმა ოფიცერმა დიდხანს უყურა ნახატს და მოწონება ვერ დამალა. მხატვარს მიუბრუნდა და ჰკითხა:

ეს თქვენი ნამუშევარია, ბატონო?“

პიკასომ აუჩქარებლად შეიმშრალა საღებავით დასვრილი ხელები და უპასუხა:

არა, ჰერ, ეს თქვენი ნამუშევარია!

 

8. სიმბოლიზმი/ კარლოს შვაბი „ ტალღა“

სიმბოლიზმმა მე-20 საუკუნეში ლიტერატურა, მხატვრობა და არქიტექტურა მოიცვა. სიმბოლისტმა მხატვრებმა კონკრეტული სახეები სიმბოლოებით შეცვალეს. მაგალითად, თუ ნახატზე გამოსახული იყო ანგელოზი, არ უნდა გვეფიქრა, რომ აქ მართლაც ანგელოზის დახატვა უნდოდა მხატვარს. ის რაიმეს სიმბოლოდ უნდა მიგვეჩნია. სიმბოლოებს ჰქონდა თავისი ახსნა. ზოგ მხატვრათან ანგელოზი სიწმინდის, ზოგთან კი ხსნის ან ღვთაებრივი ძალის სიმბოლო იყო.

ცნობილი სიმბოლისტური ტილოა გერმანელი მხატვრის კარლოს შვაბის „ტალღა“. ტილოზე ასახულია უზარმაზარი ტალღა და მასში მოყოლილი ხუთი ქალი. ქალებს სასოწარკვეთილი სახეები აქვთ. ზოგი თვლის, რომ ეს ქალები ისტერიკით დაავადებულები არიან. მე- 20 საუკუნის საფრანგეთში მართლაც მოდებული იყო ეს დაავადება და მიიჩნევენ, რომ შვაბს ამ დაავადების საშინელების გამოხატვა უნდოდა. თუმცა ეს აზრი ამ ნახატის ერთადერთი ახსნა არ არის. ნახატი მართლაც დიდ ემოციებს იწვევს მნახველში. კარლოს შვაბმა „ტალღა“ 1907 წელს დახატა. დღეს ეს ნახატი ჟენევის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 

სიუეალიზმი/ სალვადორ დალირბილი სააათები“

 

სიურეალიზმი ხელოვანს სრულ თავისუფლებას აძლევს. ხელოვანი ხატავს ყველაფერს არარეალურს. ხატავს თავის სიზმრებს. სიურეალიზმსი არ არის ლოგიკა, არ არის მორალი. ეს ისეთი სინამდვილეა, რომელსაც ვერ იჯერებ, რომ სამყაროში არსებობს. სამაგიეროდ, ეს რეალობა არსებობს ადამიანის ქვეცნბიერში. მხატვრები სწორედ ამ ქვეცნობიერს ხატავდნენ.

ცნობილი სიურეალისტი მხატვარი სალვადორ დალი იყო. ამბობენ, რომ სალვადორ დალი მხოლოდ ახალგამოღვიძებული ხატავდა. მას ტილოზე თავის სიზმრები გადაჰქონდა. ცნობილი ნახატია დალის „რბილი საათები“. ნახატი გამოხატავს დროის მნიშვნელობის განსხვავებულობას. დროის მსვლელობას ყველანი ვაკვირდებით. დროის გაკონტროლება სჭირდება ყველას. თუმცა - ერთნაირად არა. ვიღაცას ეჩქარება, ვიღაცას - არა. როდესაც რაიმეს იხსენებ, თითქოს დროს უკან აბრუნებ, ან აჩერებ მას. ამიტომაც დრო მოქნილია.

საათი დროის მსვლელობას აღნიშნავს. საათებიც რბილი და მოქნილია, ისევე როგორც დრო. დროს ადამიანი ირგებს და თვითონაც ერგება დროს...

 

ფოვიზმი / ანრი მატისის „სიმღერა“

ფოვიზმი მე-20 საუკუნეში, საფრანგეთში წარმოიშვა. „ფოვ“ ფრანგული სიტყვაა და გარეულ მხეცს ნიშნავს. ეს სახელი ფოვისტებს კრიტიკოსმა ვოსელმა უწოდა, როდესაც მათი ნახატები ნახა. თუმცა ფოვისტ მხატვრებს ეს სახელი არასოდეს უღიარებიათ.

ფოვისტებმა ძალიან გაამარტივეს ნახატის ფორმები, შემოიტანეს მყვირალა, კაშკაშა ფერები. ფოვიზმის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება. მისი ნახატებზე შეიძლება ქალის ცხვირი მწვანე იყოს, ადამიანის სხეული ნარინჯისფერი ან ცა - წითელი. მატისი ამის შესახებ წერდა: „მე არ ვხატავს ადამიანებს, მე ტილოებს ვხატავო“. მატისს ამით უნდოდა ეთქვა, რომ მას არ სურდა, ადამიანები ისეთები დაეხატა, როგორებიც სინამდვილეში იყვნენ. ფოვისტებს უნდოდათ, ისინი ყველსაგან განსხვავებულად დაეხატათ.