ლონდონი


 

შესავალი

ალბათ ყველას გსმენიათ ლონდონის შესახებ. ალბათ ყველამ იცით ინგლისის დედაქალაქის შესახებ. ალბათ ყველამ იცით, რომ ლონდონი, ინგლისის გარდა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია.

საინტერესოა ლონდონის დაარსების ისტორია. ის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. თუმცა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ჩვენ გიამბობთ ლონდონის დაარსების შესახებ. მოგითხრობთ საინტერესო ფაქტებს ლონდონის შესახებ. გაგაცნობთ ლონდონის ღირსშესანიშნაობებს...

ალბათ, დაინტერესდით...

 

მაშ, დავიწყოთ ლონდონში მოგზაურობა!

 

ლონდონი დაარსების ისტორია

ქალაქი ლონდონი რომაელებმა დააარსეს. რომაელთა ჯარი ინგლისში კენტიდან კოლჩესტერისკენ მიემართებოდა. კოლჩესტერი იმ დროისთვის ინგლისის ყველაზე დიდი ქალაქი იყო. გზად რომაელები შეჩერდნენ მდინარე ტემზასთან. ამ მდინარის გადალახვა რთული იყო. მთავარსარდალმა ხიდის აშენება ბრძანა. მდინარე ტემზაზე რომაელებმა ხიდი ააგეს. სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ლონდონია გაშენებული. ალბათ, იცი, რომ ლონდონი მდინარე ტემზაზეა.

 

ხიდის აგებამ ჯარების მიმოსვლა გაადვილა. მალე აქ დასახლდნენ რომაელები და ამ ადგილს ლონდონიუმი უწოდეს.

 

საინტერესო ფაქტები ლონდონი შესახებ

იცოდი, რომ ლონდონს მსოფლიოს ქალაქსაც უწოდებენ? იცოდი, რომ ლონდონი ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქადაც დაასახელეს? ალბათ, გსმენია, რომ ლონდონს ბევრი საინტერესო ისტორია უკავშირდება...

 

იცოდი, რომ ლონდონი სიდიდით მეცხრე ქალაქია მსოფლიოში და პირველი - ევროკავშირის ქვეყნებში? ალბათ გაგიკვირდება: ლონდონი რომ ქვეყანა იყოს, მოსახლეობის რაოდენობით მერვე იქნებოდა სიდიდით ევროპაში...

იცი, რომ ლონდონი ორი ნაწილისგან შედგება: ლონდონ სიტისგან და ლონდონ ვესტმინსტერისგან?

ლონდონ სიტიში უამრავი ბანკია.

ლონდონ ვესტმინსტერში კი პარლამენტისა და მთავრობის შენობებია.

 

 

იცოდი, რომ ლონდონში სამჯერ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები? პირველად ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1908 წელს. მეორედ ოლიმპიური თამაშები ლონდონში ჩატარდა 1948 წელს. იცი, რომ მესამედ ოლიმპიური თამაშები ლონდონში 2012 წელს ჩატარდა?

ალბათ იცი, რომ ლონდონში უცხოელ სტუმართა რაოდენობა ყველაზე დიდია მსოფლიოში. ლონდონში 270-ზე მეტ ენაზე საუბრობენ. ესეც მსოფლიო რეკორდია.

 

ალბათ ჯერ არ იცი, რომ ტურისტებმა 2012 წელს ლონდონი ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დაასახელეს. ალბათ არც ის იცი, რომ ლონდონი სიძვირით მესამე ქალაქია მსოფლიოში მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ...

 

ალბათ გაგიკვირდება, როცა გაიგებ, რომ ლონდონში ხუთ მეტროსადგურს ბარების სახელი ჰქვია. იცოდი, რომ ლონდონის მეტრო პირველი იყო მსოფლიოში? იცი, რომ ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ესკალატორი? ამ ესკალატორს 318 საფეხური აქვს.

ალბათ, იცი, რომ პარლამენტის სასახლეს ვესტმინსტერის სასახლეს უწოდებენ. იცოდი, რომ ამ სასახლეში 1100 ოთახზე მეტია? უფრო მეტიც, 100-ზე მეტი კიბეა და მთლიანობაში კორიდორების სიგრძე ხუთი კილომეტრია. გაგიკვირდება და - სასახლეში 19 ბარი და რესტორანია...

 

ლონდონის ღირშესანიშნაობები

ბუკინგემის სასახლე

ბუკინგემის სასახლე ლონდონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ბუკინგემის სასახლე დედოფლის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. ბუკინგემის სასახლე ააშენა ჯონ შეფილდმა, ბუკინგემის ჰერცოგმა. თავდაპირველად ბუკინგემის სახლი ეწოდა და ჰერცოგმა ის საკუთარ ლონდონურ სახლად აიშენა.

მეფე ჯორჯ მესამემ ბუკინგემის სახლი შეისყიდა თავისი მეუღლისთვის, დედოფალი შარლოტასთვის და ბუკინგემის სახლს ეწოდა დედოფლის სახლი. ბუკინგემის სახლი გადაიქცა ბუკინგემის სასახლედ 1820 წელს დედოფალ ვიქტორიასთვის.

 

ბიგ ბენი

ბიგ ბენი ალბათ ყველამ იცით. ხშირად ბიგ ბენის სახელწოდება საათის სახელწოდება ჰგონიათ. სინამდვილეში ბიგ ბენი დიდი ზარის სახელწოდებაა, რომელიც საათიდან გაისმის. კოშკზე საათი დამონტაჟდა 1859 წელს. ეს საათი უდიდესი იყო იმ დროისთვის მსოფლიოში. საათის წონა 13,5 ტონაა.

ბიგ ბენის სახელწოდებასთან დაკავშირებით, ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, ბიგ ბენი ეწოდა მშენებლობის ხელმძღვანელის - ბენჟამინ ჰოლის საპატივცემულოდ. თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ სახელწოდება წამოვიდა ცნობილი მოკრივის და ჩემპიონის ბენჟამინ ქაუნთის სახელიდან.

 

ლონდონის ტაუერის ხიდი

1894 წელს დედოფალმა ვიქტორიამ ტაუერის ხიდი ააგებინა, რომელიც ლონდონის ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორიც პარიზისათვისეიფელის კოშკი. ხიდი 100 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონჯერ აწიეს - ტემზაზე გემების გასატარებლად. მოქალაქეებს მხოლოდ 1982 წელს დართეს ნება, ტაუერის ხიდზე ასულიყვნენ. მალე მიღებების, დღესასწაულებისა და გამოფენების გამართვაც დაიწყეს ტაუერის ხიდზე.

 

ლონდონის თვალი

ეს უნიკალური კარუსელია, რომელიც მდებარეობს ლონდონში. კარუსელის საერთო სიმაღლე 135 მეტრია. კარუსელი ერთ ბრუნს აკეთებს 30 წუთში. კარუსელზე სულ 32 ვაგონია და თითოეული 25 ადგილიანია... ლონდონის თვალს წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

 

გების მომენტში ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში, თუმცა, 2006 წელს მას ჯერ ნანჩანის ვარსკვლავმა (160 მ), ხოლო 2008 წელს კი სინგაპურის მფრინავმა (165 მ) გაუსწრო.