ზვიგენი


 

ზვიგენითევზის სახეობაა. ის ყველაზე დიდი თევზია. ზვიგენები ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობენ. თუმცა, ოკეანეში მეტი ზვიგენი ბინადრობს, ვიდრე ზღვაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზვიგენის დაახლოებით 500-მდე

სახეობა არსებობს. რამდენი სახეობა არსებობს სინამდვილეში, არ ვიცით. მეცნიერები ზვიგენებს 3 ტიპად ყოფენ: ნამდვილი, უძველესი და რქოვანი ზვიგენები.

ზვიგენი ძალიან უცნაური თევზია. ზოგი დიდია, ზოგი კი - პატარა. ზოგის სიგრძე 47 სანტიმეტრია. ზოგის კი - რამდენიმე მეტრი. არსებობენ ზვიგენები, რომელთა სიგრძე 20 მეტრს აღწევს. ზვიგენების ნაწილი ძუძუმწოვარაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედა ზვიგენი შვილს აჩენს და ძუძუთი კვებავს. თუმცა, ზვიგენების უმრავლესობა სხვა თევზებივით მრავლდება. ზვიგენებს საერთო თვისებაც აქვთ. ისინი კბილებს მუდმივად იცვლიან. ერთმა ზვიგენმა სიცოცხლეში შეიძლება 30 000 კბილი გამოიცვალოს. ასე იმიტომ ხდება, რომ ზვიგენს კბილები რამდენიმე რიგად ეზრდება. თუ ზვიგენს წინა კბილი მოტყდება, უკანა კბილი მის ადგილს იკავებს. უკანა კბილის ადგილზე კი ახალი კბილი ეზრდება.

ზვიგენები ძალიან საშიშები და აგრესიულები არიან. თუმცა, მეცნიერები ზვიგენებზე სხვანაირად ფიქრობენ. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ზვიგენი არ არის ისეთი საშიში თევზი, როგორც ფილმებში ჩანს. მეცნიერები იმასაც ფიქრობენ, რომ ზვიგენები ძალიან ჭკვიანი და ცნობისმოყვარე თევზები არიან. მათ თურმე ყველაფერი აინტერესებთ. ამიტომ ზვიგენებს უნდათ, რომ ყველაფერს შეეხონ. შეხება მათ მხოლოდ კბილებით შეუძლიათ. ამიტომაა, რომ ზვიგენები ყველაფერს მიირთმევენ. ზვიგენებს თურმე ორი ან სამი თვე შეუძლიათ შიმშილი. ამ პერიოდის შემდეგ კი ძალიან შივდებათ და ამიტომ ხდებიან ასეთი აგრესიულები და საშიშები.

 

ზვიგენი მაკო

ზვიგენის ერთ-ერთ სახეობას მაკო ჰქვია. მაკო ყველაზე სწრაფი ზვიგენია. მისი სიგრძე 3 მეტრზე მეტია, წონა კი 60-135 კგ შეიძლება იყოს. თუმცა, მეთევზეებმა 500 კგ-ზე მეტი წონის მაკოც დაიჭირეს. ის საათში 50 კმ სიჩქარით მიცურავს. ერთმა ზვიგენმა მაკომ 37 დღეში 2120 კმ გაცურა. ზვიგენმაკოს ხორცი ძალიან გემრიელია და მისგან მომზადებული კერძები ძალიან ძვირი ღირს.

 

თეთრი ზვიგენი

ზვიგენის მეორე ცნობილ სახეობას თეთრი ზვიგენი ჰქვია. ის ზვიგენის ყველაზე ცნობილი სახეობაა. თეთრი ზვიგენი ყველაზე საშიში ზვიგენია. ის ძალიან აგრესიულია. თეთრი ზვიგენი ყველა ოკეანეში ცხოვრობს, გარდა ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანისა. მისი სიგრძე 5 მეტრს აღწევს. წონა კი ექვსასიდან 1000 კილოგრამამდეა. თეთრი ზვიგენი, დანარჩენი ზვიგენებივით, ძირითადად, ზღვის ცხოველებით და თევზებით იკვებება. ერთმა თეთრმა ზვიგენმა ხმელთაშუა ზღვაში მთელი ნავი შეჭამა. თეთრ ზვიგენზე ფილმებიც კი არის გადაღებული.

 

შავი ზღვის ზვიგენი

იცოდით, რომ ზვიგენი შავ ზღვაშიც ბინადრობს? თუმცა, ზვიგენის ეს სახეობა საშიში არაა. მას არ აქვს ძალიან ბასრი კბილები. ეს ზვიგენი ზომითაც არაა დიდი. მას კატრანი ჰქვია. ყველაზე დიდი ზომის კატრანი 15 კილოგრამიანია. მისი სიგრძე კი 1-1,5 მეტრია. კატრანს მუქი ლურჯი ზურგი და თეთრი მუცელი აქვს. იკვებება მხოლოდ თევზების რამდენიმე სახეობით.

ეს ზვიგენი იშვიათად ამოდის ზღვიდან. მისი დაჭერა ზღვის ფსკერზე, უფრო ღამის საათებშია შესაძლებელი. აქ მისი საყვარელი საკვები რამდენიმე სახეობის თევზია. კატრანი ამ თევზებს იქ მიჰყვება, სადაც თევზები მიდიან. თუმცა, კატრანი სულ მთლად უწყინარი არ არის. მას ზურგზე ერთი დიდი და შხამიანი ეკალი აქვს დამალული. ამიტომ მეთევზეები ფრთხილად უნდა იყვნენ. შხამიანი ეკლის ჩხვლეტით ადამიანი იღუპება. კატრანს დიდი სიფრთხილით იჭერენ.

 

მეგალოდონი

1,5 მილიონიწლის წინათ არსებობდა წყლის უზარმაზარი მტაცებელი ზვიგენი, რომელსაც მეცნიერებმა მეგალოდონი უწოდეს. მეგალოდონზე უამრავი ფილმია გადაღებული. ის იმდენად დიდია, რომ ადამიანს აოცებს. ამიტომ ადამიანებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ ის არსებობდა. თუმცა, მეცნიერებმა მისი კბილები აღმოაჩინეს. მეგალოდონი ყველაზე საშიშ მტაცებლად ითვლება მთელ სამყაროში.

მეგალოდონს სახელი უზარმაზარი კბილის გამო უწოდეს. „მეგა“- დიდს ნიშნავს, „ოდონი“ კი - კბილს. მისი კბილის სიგრძე 18 სანტიმეტრს აღწევდა. დიდი თეთრი ზვიგენის კბილის სიგრძეს რომ შევადაროთ, მეგალოდონის კბილი 2-ჯერ მეტია მასზე. თეთრი ზვიგენის კბილის სიგრძე 8 სმ-ს აღწევს. კბილების ზომის მიხედვით დაასკვნეს, რომ მეგალოდონის სიგრძე 12-დან 30 მეტრამდე უნდა ყოფილიყო.

ლურჯი ვეშაპი მეგალოდონზე დიდია, მაგრამ მეგალოდონი მას ნაკუწებად აქცევდა და მიირთმევდა ხოლმე. იგი ძირითადად ვეშაპებს ჭამდა.

დღესდღეობით ეს მტაცებელი თევზი აღარ არსებობს. რას უნდა შეეშალა ასეთი ძლიერი არსების სიცოცხლისთვის ხელი? მეცნიერებს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. მათი აზრით, ეს შეიძლება დიდმა გამყინვარებამ გამოიწვია დედამიწაზე, რომელსაც მეგალოდონმა ვერ გაუძლო.