ვეფხვი


 

ყველაზედიდიკატა

ვეფხვის შესახებ მეტის გაგება მას შემდეგ მომინდა, რაც მისი უზარმაზარი ფოტო ვნახე საგამოფენო დარბაზში. იგი მედიდურად, მშვიდად იყურებოდა და ამ სიმშვიდეში თითქოს მისი ძლიერება იმალებოდა. ამიტომ ინტერნეტში საინტერესო გვერდები მოვიძიე და ახლა მინდა, ჩემ მიერ მოგროვილი ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ.

 

ვეფხვისგარეგნობა

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვეფხვი ყველაზე დიდი კატაა მსოფლიოში, რომლის ზოლებად მოხატული წითური/ყავისფერი და ყვითელი სხეული იმდენად თვალმომჭრელია, რომ არანაირ ცხოველში არ აგერევა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყველა ვეფხვის ქურქი ერთმანეთს ჰგავს, თურმე არც ერთი მათგანის ქურქზე ზოლები არ მეორდება და ყველა განსხვავებულია. გამოდის, რომ ვეფხვის ქურქი ისევეა, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი.

 

ვეფხვი სხვადასხვა სახეობის ყოფილა და ყველა მათგანს განსხვავებული ზომა, შეფერილობა და ჩვეულებებიც კი ჰქონია. ვეფხვები ძირითადად თბილ მხარეებში ცხოვრობენ. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე, ინდოეთსა და სამხრეთ აზიის ზოგიერთ რეგიონში. თუმცა, არსებობს ვეფხვის სახეობებიც, რომელიც ძალიან ცივ ადგილებში ბინადრობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ან რუსეთში. ცივ ქვეყნებში მობინადრე ვეფხვები ზომით უფრო დიდები და მძიმეები არიან. კატისებრთა ოჯახის სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი. ისინი კარგად ცურავენ და ხშირად მიეშურებიან მდინარისაკენ, რომ გაგრილდნენ. ვეფხვი იშვიათად ღრიალებს. თუმცა, თუ დაიღრიალა, მისი ხმა რამდენიმე კილომეტრზე ისმის. ვეფხვი რბილად დადის და მჭრელ კლანჭებს სიარულის დროს მთლიანად თათებში მალავს. ეს მას ნადირობის დროს ცხოველთან მიპარვაში ეხმარება.

 

ვეფხვისოჯახი

ვეფხვი ყოველთვის მარტო ცხოვრობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დედაა ან ჯერ ძალიან ახალგაზრდა. მამალ ვეფხვს მამობრივი გრძნობები დიდად არ გააჩნია და თუ ბოკვრების დედა ახლომახლო არ არის, შეიძლება პატარები შეჭამოს კიდეც. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ინდოეთის ნაკრძალში დაობლებულ ბოკვრებზე მზრუნავი მამალი ვეფხვი შეამჩნიეს, რომელიც მათი მამა შეიძლება ყოფილიყო.

დედალ ვეფხვს ერთ ჯერზე 1-დან 6 ბოკვერი შეიძლება ჰყავდეს, თუმცა, უფრო ხშირად 2 ან 3 ბოკვერს აჩენს. ვეფხვის ბოკვრები 6 თვიდან ტოვებენ ბუნაგს და დედას სანადიროდ მიჰყვებიან. 1 წლის ბოკვერს შეუძლია უკვე დამოუკიდებლად ინადიროს, თუმცა ისინი დედასთან ძირითადად 2 წლის განმავლობაში რჩებიან.

 

კვება

ვეფხვი მტაცებელი ცხოველია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი სხვადასხვა, მასზე სუსტ ცხოველებს მოინადირებს. ვეფხვი ძირითადად ჩლიქოსანი ცხოველებით იკვებება.

ვეფხვის ნადავლი ხშირად ირემი, ტახი, კამეჩი Aან ხარირემი ხდება. ნადავლის სახეობა იმის მიხედვით იცვლება, თუ სად ბინადრობს ვეფხვი. მიუხედავად გემოვნებისა და პრიორიტეტებისა, პერიოდულად ვეფხვი სხვა, მისთვის არატიპურ ცხოველებსაც გაჰკრავს პირს. მაგალითად, მაიმუნს, ხოხობს ან კურდღელს. ხანდახან ვეფხვი თევზსაც კი მიირთმევს. ზრდასრული ვეფხვი წელიწადში საშუალოდ 50-70 მსხვილფეხა ჩლიქოსანს მოინადირებს.

ვეფხვი ხანდახან ძლიერი მეტოქის მონადირებასაც ცდილობს ხოლმე. მაგალითად, იგი შეიძლება ყავისფერ დათვს შეერკინოს. თუმცა დათვი და ვეფხვი ერთმანეთისათვის საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. მალაიური ლომი, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიულობით, ხანდახან ვეფხვს აფრთხობს. ამიტომ ამ მხარეში ვეფხვები მიზანდასახულად ესხმიან თავს დათვებს, თუმცა დიდ დათვთან გამკლავება მხოლოდ დიდ მამალ ვეფხვს შეუძლია.

 

ინდური სპილო მიუწვდომელი ლუკმაა ვეფხვებისათვის. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ უზარმაზარ და უწყინარ ცხოველს. თუმცა, იშვიათად, ვეფხვი თავს ესხმის ახალგაზრდა სპილოს და კიდევაც მოინადირებს ხოლმე მას. უცნაურია, მაგრამ ვეფხვის თურმე მცენარეებსაც მიირთმევს. ზაფხულობით ვეფხვი თხილს, ბალახს და ხილსაც შეექცევა.

ვეფხვი თავის სამფლობელოში ყველაზე ძლიერი ცხოველია და კონკურენციას ნადირობისას არ გრძნობს. ერთადერთი, ვინც შეიძლება მას პრობლემა შეუქმნას ხანდახან, მგლების ხროვაა, რომელიც დიდი რაოდენობით ცხოველებს აერთიანებს.

ვეფხვი ერთ ჯერზე 30-40 კილოგრამ ხორცს მიირთმევს. მშიერ მამალ ვეფხვს კი 50 კილოგრამი ხორცის შეჭმაც კი შეუძლია.

ვეფხვები მხოლოდ ღამე ნადირობენ. მათ ძალიან კარგი მხედველობა აქვთ. ვეფხვის ზოგიერთი სახეობა კი ფერებსაც არჩევს.

 

ნადირობავეფხვებზე

ვეფხვებზე ნადირობა ძველი დროიდან გავრცელებულია და საამაყოდ ითვლებოდა. გარდა იმისა, რომ მასზე ნადირობა ძალიან რთულია, ვეფხვი განსაკუთრებით პოპულარული მისი ულამაზესი ბეწვის გამო არის. ამასთან, ვეფხვის სხეულის ნაწილები მედიცინაშიც გამოიყენება სხვადასხვა წამლის დასამზადებლად.

ამ დროისთვის ყველა სახეობის ვეფხვი იმდენად შემცირებულია, რომ მათზე ნადირობა აკრძალულია. თუმცა, ზოგ ქვეყანაში ბრაკონიერობა ვეფხვებზე მაინც ყვავის.

 

ადამიანზემონადირევეფხვი

ლომების მსგავსად, ადამიანზე მონადირე ვეფხვებიც არსებობენ. ამგვარად ძირითადად ბებერი და დასუსტებული ცხოველები იქცევიან, რომლებსაც კლანჭები არ გააჩნიათ და რქოსან ცხოველზე ნადირობა არ შეუძლიათ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშინელი შემთხვევა 1925-30 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ერთმა ვეფხვმა 64 ადამიანი შეჭამა.

 

მითები, ლეგენდებიდასიმბოლოები

ვეფხვი მრავალი ერის მითების პერსონაჟია. განსაკუთრებით, აზიის იმ რეგიონებში, სადაც ვეფხვი ბინადრობს. ვეფხვი ბევრი ქვეყანაში საბრძოლო სიმბოლოდ არის აღქმული. იაპონიაში იგი ვაჟკაცობისა და ომის გმირთა ჩაცმულობის აუცილებელ ელემენტს შეადგენდა. ჩინეთში ვეფხვი სიძლიერისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ითვლებოდა, რომ იგი ბოროტ ძალებს განდევნიდა და ადამიანს ავადმყოფობისგან იცავდა. ვეფხვი აღმოსავლური ჰოროსკოპების ერთ-ერთი ძლიერი ნიშანიცაა. ვეფხვის ტყავის იმიტაცია კი მოდის პოპულარული სტილია.