ვენეცია

შესავალი

\"\" ვენეციის შესახებ თუ გსმენია? ალბათ, ბევრი რამ გსმენია და გაგიგია. ალბათ იცი, რომ ვენეციას „წყლის ქალაქს“ უწოდებენ, ალბათ, იცი, რომ ვენეციას „ადრიატიკის დედოფალს“ უწოდებენ. ალბათ, იცი, რომ ვენეციას წყლის დედოფალსაც უწოდებენ. ალბათ ისიც იცი, რომ ვენეციას „ნიღბების ქალაქს“ უწოდებენ. ალბათ იცი, რომ ვენეციას „ხიდების ქალაქსაც“ უწოდებენ. ალბათ იცი, რომ ვენეცია იტალიის ქალაქია. ალბათ, მართლაც ბევრი რამ იცი ვენეციის შესახებ... რადგან ბევრი რამ უკვე იცი, ალბათ უფრო მეტი გაინტერესებს - ვენეცია ხომ ყველასთვის საინტერესო ქალაქია! ვენეციაში მოგზაურობაზე ხომ ყველა ოცნებობს...

მოდით, ჩვენც ვიმოგზაუროთ ვენეციაში. მოდით, გავიგოთ უფრო მეტი ვენეციის შესახებ.

 

ვენეციის შესახებ

\"\" იცით, რატომ დაარქვეს ვენეციას ეს სახელი? ძალიან ადრე ვენეციაში ცხოვრობდა ხალხი. ამ ხალხს ვენეტები ერქვათ. ვენეტების სახელიდან დაერქვა ქალაქს ვენეციაც. ადრე ვენეცია ქვეყანა იყო. ამ ქვეყნის დედაქალაქი იყო ქალაქი ვენეცია. ამჟამად ვენეცია იტალიის ერთ-ერთი ქალაქია.

\"\" ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს 118 კუნძულზე, ვენეციაში 160 არხია. ვენეციაში 369 ხიდია აშენებული. სადგურის გარდა, ვენეციაში არც ერთი თანამედროვე ნაგებობა არ არის, არც მეტრო, არც ავტომობილი, არც ტაქსი. ხალხი წყლით გადაადგილდება. წყალზე ნავები დაცურავენ. ამ ნავებს გონდოლებს უწოდებენ გონდოლების სიგრძე 11 მეტრია, სიგანე კი - 2 მეტრი.

ვენეციაში თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, კედლები ცნობილი მხატვრების მიერაა მოხატული. ვენეცია ყოველ წელს ნელ-ნელა იძირება წყალში. ვენეციას უამრავი ტურისტი სტუმრობს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას ტოვებს. ვენეცია შეიძლება მალე დაცარიელდეს...

 

ვენეციის კარნავალი

\"\" ვენეციის კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე ძველი კარნავალია მსოფლიოში. ვენეციის კარნავალი პირვე-ლად მეათე საუკუნეში ჩაატარეს. ვენეციის კარნავალი უკვე ყოველ წელს ტარდება. კარნავალზე მოსახლეობა სხვადასხვა კოსტიუმსა და ნიღბებში გამოწყობილი დადის ქალაქში.

ამ კარნავალიდან გამომდინარე, ვენეციას „ნიღბების ქალაქიც“ უწოდეს. კარნავალი არის ძალიან ლამაზი სანახაობა. კარნავალს უამრავი ტურისტი სტუმრობს. სიძველესთან ერთად, ვენეციის კარნავალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარნავალია.

 

სან მარკოს ბაზილიკა და სან-მარკოს მოედანი

\"\"

სან მარკოს მოედანი თუ გაგიგია? სან მარკოს პიაცა? უბრალოდ პიაცა? ალბათ, გსმენია ბათუმის პიაცას შესახებ. ბათუმში ეს სახელი სწორედ იტალიური სიტყვიდან „პიაცა“ შეიქმნა. „პიაცა“ მოედანს ნიშნავს. ვენეციის სან-მარკოს მოედანს პიაცას უწოდებენ. ვენეციური და სხვა იტალიური ქალაქების პიაცებთან მსგავსების გამო, ბათუმის ერთ-ერთ ლამაზ მოედანს ბათუმის პიაცა დაარქვეს.

სან მარკოს პიაცა ვენეციის სიმბოლოა. ის ყველაზე ცნობილი ადგილია ვენეციაში. ეს მოედანი ადრე სიკვდილით დასასჯელი ადგილი იყო. ამჟამად სან მარკოს მოედანზე უამრავი მაღაზია, კაფე, რესტორანი და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია. ნიუ იორკში თუ უნდა მოინახულო ტაიმზ სკვერი, ლონდონში - ტრაფალგარის სკვერი, ვენეციაში აუცილებლად უნდა ნახო სან-მარკოს მოედანი.

\"\" სან-მარკოს მოედანზე მდებარეობს ულამაზესი სან-მარკოს ტაძარი. ტაძარი მე-11 საუკუნეში ააშენეს. ამ ტაძარში ინახება წმინდა მარკოზის ნაწილები. ეს ტაძარი ქალაქის ყველაზე დიდ სიწმინდედ და, ამავე დროს, ყველაზე დიდ მშვენებადაა მიჩნეული. ტაძარს ულამაზესი ფასადები აქვს.

 

გონდოლა

\"\" გონდოლაც ვენეციის სიმბოლოა. ისიც ვენეციაში შეიქმნა. გონდოლა ვენეციაში გადაადგილების უმთავრესი საშუალებაა. მისი მეშვეობით გადაადგილდებიან ქალაქში სტუმრებიც და მასპინძლებიც. გონდოლა ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა. თუმცა, ძველი გონდოლა და ახალი გონდოლა ერთმანეთისგან განსხვავდება.

\"\" თანამედროვე გონდოლა დროთა განმავლობაში ცვლილებების შედეგად შეიქმნა. ადამიანები ხვდებოდნენ, რა უნდა შეეცვალათ, რათა გონდოლა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო წყალზე გადასაადგილებლად. თანამედროვე გონდოლა ყველაზე მოხერხებულია წყალზე გადასაადგილებლად ვენეციაში. გონდოლასთან უამრავი ფაქტია დაკავშირებული. გონდოლას შესახებ პირველად ათასი წლის წინ დაიწერა. გონდოლას ნახატი პირველად ექვსასი წლის წინ დაიხატა. ხუთასი წლის წინ უკვე 10 000 გონდოლაზე მეტი არსებობდა ვენეციაში.

 

ფეხშიშველთა ხიდი ანუ სკალცის ხიდი

\"\" ვენეციაში უამრავი ხიდია. ამიტომაც უწოდეს ვენეციას „ხიდების ქალაქი“. ხიდებით გამორჩეულ ქალაქში ერთი პატარა გამორჩეული ხიდია. ამ ხიდს სკალცის ხიდი (იგივე ფეხშიშველთა ხიდი) ეწოდება. ის ვენეციის ორ უბანს აკავშირებს ერთმანეთს. ლეგენდის თანახმად, სახელი მათხოვრების გამო დაერქვა, რომლებიც ხშირად იყრიდნენ თავს ამ ხიდზე ძველ იტალიაში. მათხოვრები ფეხშიშველები დადიოდნენ. ხიდის სახელთან დაკავშირებით არსებობს მეორე ვერსიაც. ხიდთან ახლოს ამავე სახელწოდების ტაძარია. ამბობენ, რომ სახელი წამოვიდა ტაძარში მყოფი ბერებისგან. ბერები ფეხშიშველები დადიოდნენ. ტაძარმა ბევრი დაზიანება გადაიტანა, მათ შორის - ნაღმის დაცემა, თუმცა დღესდღეობით აღდგენილია.

 

ბოლოსიტყვაობა

ნიღბები, ხიდები, წყალი, პიაცა, გონდოლა ვენეციის სიმბოლოებია. მე მგონი, საინტერესო იყო ვენეციაში მოგზაურობა. ბევრი რამე ვიცოდით და ბევრიც ახალი გავიგეთ ამ მოგზაურობით. ახლა კი დროებით, მომავალ შეხვედრამდე....