ჩინეთის კედელი

 

შესავალი

\"\" ალბათ რთულია მსოფლიოში ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ჩინეთის დიდი კედლის შესახებ არ გაუგია. რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ჩინეთის დიდი კედლის ნახვა არ უნდა. „კაცობრიობის ყველაზე დიდი ნაგებობა“ - ჩინეთის დიდი კედლის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა.

კედელი ჩინეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი კედლის სურათები, თუმცა ყველამ არ იცის ჩინეთის დიდი კედლის ისტორია. ჩინეთის კედლის ისტორია ძალიან ძველი და საინტერესოა.

 

ძველი ჩინეთის ისტორია

\"\" ჩინეთის სახელმწიფო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 221 წელს გაჩნდა. მაშინ ჩვენმა პატარ-პატარა სახელმწიფოები დაიპყრო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. იმპერატორმა სახელად ში ხუანძი დაირქვა. იმპერატორი ში ხუანძი სისასტიკით გამოირჩეოდა. ერთხელ მისი ბრძანებით თურმე 460 მეცნიერი ცოცხლად დამარხეს.

\"\" ზუსტად როგორი იყო პირველი იმპერატორი, ძნელი სათქმელია. სასტიკმა იმპერატორმა ყველა დოკუმენტის განადგურება ბრძანა. განადგურებას მხოლოდ სამედიცინო, მიწათმოქმედების და ტყის მოვლის შესახებ დაწერილი წიგნები გადაურჩა.

იმპერატორს, ცუდ საქმეებთან ერთად, სასარგებლო ცვლილებებიც გაუტარებია. მან შემოიღო ერთიანი წონისა და ზომის სისტემა. ამავე წლებში დაიწყო იმპერატორმა მასშტაბური მშენებლობებიც. იმპერატორ ში ხუანძის დროს 6500 კმ სიგრძის გზა გაიყვანეს და 2000 კმ სიგრძის არხი გათხარეს.

სწორედ პირველი იმპერატორის დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაც.

 

\"\" ჩინეთის კედლის მშენებლობა

ჩინეთის კედელი ცარიელ ადგილას არ აშენებულა. ჩვენ უკვევიცით, რომ იმ დროის ჩინეთი პატარ-პატარა სახელმწიფოებისგან შედგებოდა ეს სახელმწიფოები ერთმანეთში დაუსრულებლად ქიშპობდნენ. იმისთვის, რომ მეზობლების შემოსევა თავიდან აეცილებინათ, პატარ-პატარა ქალაქებში საგუშაგო კოშკების შენება დაიწყეს. კოშკების გასწვრივ კედლებს აშენებდნენ. იმპერატორ ში ხუანდის პატარა კოშკებმა არაჩვეულებრივი აზრი გაუჩინა. იგი მიხვდა, რომ შენობების გაერთიანება შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში აშენდებოდა მძლავრი თავდასაცავი ნაგებობა, რომელიც ჩინეთს გარე მტრისგან დაიცავდა. მეფემ მოსახლეობისგან სპეციალური რაზმები შექმნა. რაზმები კოშკებისკენ გაემართნენ. მათ ძველი კოშკების გამაგრება დაიწყეს. გამაგრებულ კოშკებს ერთმანეთთან კედლების საშუალებით აკავშირებდნენ. იმპერატორმა მშენებლობის ხელმძღვანელობა საყვარელ გენერალს - მენ ტანიუს დაავალა. გენერალი დიდი კედლის მშენებლობას ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

\"\"

 

ჩინეთის კედელი სწრაფად იზრდებოდა. კედელს მიწისა და აგურისგან აშენებდნენ. გასამაგრებლად კი ბრინჯის ნახარშისა და კირის ხსნარს იყენებდნენ. აშენებდნენ ყველგან - დაბლობზე და მთაზე, მიწაზე და წყალშიც კი. მშენებლობაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იყო ჩართული. კედლის მშენებლობამ 10 წელზე მეტ ხანს გასტანა. მშენებლების ნახევარზე მეტი შენების პერიოდში დაიღუპა. ბევრი მშენებელი უბედურ შემთხვევებს ემსხვერპლა. ბევრი - სიცივისგან, ავადმყოფობისა და შიმშილისგან იხოცებოდა. ზოგი მშენებელი ისე დასუსტდა მძიმე შრომისგან, რომ ვეღარ იცოცხლა. დაღუპულებს და ავადმყოფებს პირდაპირ კედლებიდან ისროდნენ ან კედელში ატანდნენ. ასევე ექცეოდნენ დასჯილებსაც.

თუმცა, ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაუსრულებელი პროცესი იყო. კედელს ასწორებდნენ და ამაგრებდნენ. ჩამოშლილ ადგილებს თავიდან აგებდნენ. საერთო ჯამში მშენებლობა 2 000 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მისი აღდგენით და შენებით არაერთი იმპერატორი იყო დაკავებული.

 

ლეგენდები ჩინეთის კედელზე

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნაგებობა ბევრ საიდუმლოებას ინახავს. ლეგენდა, მითი და ისტორია ერთმანეთშია არეული. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირიეს ყველაფერი ჩინეთის დიდ კედელს უკავშირდება.

ერთი ლეგენდის თანახმად, იმპერატორს ერთმა ჯადოქარმა უთხრა: „კედელი არ აშენდება, სანამ ათასობით ადამიანს კედელში არ ჩაატანთო“. იმპერატორმა ბრძანა, რომ ათასობით ადამიანი დაეჭირათ და კედელში ჩაეტანებინათ.

რამდენად მართალია ეს ლეგენდა, რთული სათქმელია. თუმცა, ჩინეთის დიდ კედელს „ცრემლების კედელს“ და „იმპერიის სასაფლაოს“ ახლაც ეძახიან. კედლის მშენებლობაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

\"\"

ამ ლეგენდის მსგავსი ლეგენდა კი უცნაურ ხმებს ეხება. ამბობენ, რომ, თუ კედელს ყურს მიადებ, ტირილის და კვნესის ხმას გაიგონებო.

არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა. ამ ლეგენდის თანახმად, ჩინეთის კედელი თავად ჩინელებისგან თავდასაცავად ააშენეს სხვა ხალხებმა. საბოლოო ჯამში კი ჩინელებმა ამ ხალხთა მიღწევები მიითვისეს.

 

სხვა ლეგენდის თანახმად, ჩინეთის კედელი არც თუ ისე ძველია. იგი მე-15 საუკუნეში აშენდა. კედელი საზღვარს წარმოადგენდა ჩინეთსა და რუსეთს შორის. ამ ლეგენდის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, რუს მეცნიერებს მე-15 საუკუნის რუსეთისა და ჩინეთის რუკები მოჰყავთ. ამ რუკებზე ჩინეთსა და რუსეთს შორის საზღვარი ზუსტად ჩინეთის კედელს მიჰყვება.

\"\"

 

ჩინეთის კედლის დანიშნულება

და მაინც, რა გახდა კედლის აშენების მიზეზი? ჩინელები მხოლოდ სილამაზისთვის არაფერს აშენებდნენ. ისინი არც ვინმეს გაკვირვებას ცდილობდნენ. ყველაზე სარწმუნო მიზეზი გარე მტრებისგან თავის დაცვა უნდა იყოს. კედლებზე გაშლილი ფართო გზა კი ჩქაროსნული გზის ფუნქციას ასრულებდა. გუშაგები კოშკებიდან სხვადასხვა სიგნალის საშუალებით დედაქალაქში მტრის ჯარების მოძრაობის მიმართულებას გადასცემდნენ.

ჩინეთის კედლის შესასვლელში ერთი წარწერაა გაკეთებული. „თუ ჩინეთის დიდ კედელზე არ ხარ ნამყოფი, მაშინ შენ არ ხარ ნამდვილი ჩინელი“ .

 

დასკნა

როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის უფიქრია, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტების საყვარელ ადგილად იქცეოდა. არავის უფიქრია, რომ ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა. არავის უფიქრია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგებობას ააშენებდა. ჩინელები ყოველთვის მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდნენ და ამიტომ კედლის აშენება არ გასჭირვებიათ. მილიონობით ადამიანისთვის კედლის აშენება დიდი პატივი იყო.

ჩინეთის დიდი კედელი ყველაზე ხანგრძლივადაც შენდებოდა. ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახალი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში დასრულდა.