ჭიანჭველები

 

\"\"

 

\"\" ის, რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, მსოფლიოში ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე ღონიერი არსებაა: მას თავისუფლად შეუძლია, თავისზე 25-ჯერ დიდი ტვირთი ზურგზე მოიკიდოს და წაიღოს...

 

1

 

ის ძალიან შრომისმოყვარეცაა: მხოლოდ სამ-ოთხ საათს სძინავს, დანარჩენ დროს კი გაუჩერებლად ფუსფუსებს: იშენებს სახლს, უვლის შვილებს, იმარაგებს ზამთრისთვის საკვებს, მიდის საბრძოლველად...

\"\" ზოგმა მათგანმა ფრენაც იცის, ზოგმა კი - ცურვაც...

 

შენ ის ბევრჯერ გინახავს სამზარეულოს მაგიდაზე, საშაქრესთან, მურაბისა და თაფლის ქილასთან, ფანჯრის რაფაზე, ხის ძირას, ფერად ყვავილებზე, შენს მაისურზე...

2

და არა მარტო გინახავს, ბევრჯერ ისე მოგიკლავს ხელის ერთი მოსმით, რომ არც კი დაფიქრებულხარ...

 

ბევრჯერ კი ასანთის ღერით ან ჩაის კოვზით გადაგიჭრია მისთვის სახლისკენ მიმავალი გზა და გიწვალებია...

მართალია, ბევრჯერ გინახავს, მაგრამ შეიძლება, ერთხელაც არ შეგიმჩნევია, რომ მას პატარა და მრგვალი თავი, კოხტად აპრეხილი ულვაშები და ექვსი დაუღალავი ფეხი აქვს.

ის ყველაზე უწყინარი მწერია და სახელად ჭიანჭველა ჰქვია.

\"\"

3

 

როგორ ცხოვრობენ ჭიანჭველები

ჭიანჭველები ცხოვრობენ მიწის სიღრმეში გაშენებულ ბუდეებში, რომლებიც ერთმანეთს მიწისქვეშა ბილიკებით უკავშირდება.

თითოეულ ბუდეში პატარა „ოთახებია“, სადაც ჭიანჭველები იძინებენ, ინახავენ საკვებს, ათავსებენ და უვლიან კვერცხებს, საიდანაც პაწაწინა ჭიანჭველები უნდა გამოიჩეკონ.

\"\"

 

4

მათ ოჯახში საოცარი წესრიგი აქვთ: ინაწილებენ საქმეს და ბეჯითად ასრულებენ. ზოგი მათგანი მუშაა, ზოგიც - მეომარი, მონადირე, მონა...

\"\" თითოეულ ბუდეში არის მთავარი დედა ჭიანჭველა, რომელსაც ადამიანები „დედოფალს“ ეძახიან. ის მართლაც დედოფალივით ცხოვრობს: მუდამ ბუდეშია და არასდროს გადის სამუშაოდ. მას გულმოდგინედ უვლიან ოჯახის დანარჩენი წევრები.

 

5

საკვები მუშა ჭიანჭველებს მოაქვთ. ისინი მთასა და ბარს მოივლიან ხოლმე, რომ იპოვონ და შინ მიიტანონ პურისა თუ შაქრის ნამცეცები, მცენარეების თესლები, ბუდის ასაშენებელი მასალა...

შინ მიტანილ მარცვლებსა და ნამცეცებს სპეციალურ ოთახებში ინახავენ ზამთრისთვის. თუ შემთხვევით ეს მარაგი დასველდება ან დანესტიანდება, მუშა ჭიანჭველები არ დაიზარებენ და მზიან ამინდში გარეთ გამოფენენ მთელ სანოვაგეს, გაშლიან, კარგად გაამზეურებენ, გამოაშრობენ და ისევ შეინახავენ.

ჭიანჭველები ადამიანებზე უკეთესი სინოპტიკოსები არიან: ყოველთვის ზუსტად იციან, მზიანი ამინდია მოსალოდნელი თუ - ავდარი.

მუშა ჭიანჭველებს არც სახლის დალაგება-დასუფთავება ეზარებათ: მუდამ საგულდაგულოდ აკრიალებენ ყველა ოთახს.

ცალკე არიან გამოყოფილი „ძიძები“, რომლებიც პატარა ჭიანჭველებს იბარებენ და უვლიან.

6

\"\"

მეომრები კი უცხო ჭიანჭველებს ებრძვიან ხოლმე. ბრძოლის ველიდან ისინი ხელცარიელები არ ბრუნდებიან: მტრების კვერცხები თავიანთ ბუდეში მოაქვთ, იქიდან გამოჩეკილ ჭიანჭველებს კი მონებად აქცევენ და ამუშავებენ ან საომრად მიჰყავთ...

მართალია, მტრებს სასტიკად ექცევიან, მაგრამ თანამოძმეებს ჭიანჭველები ყოველთვის ერთგულად ეხმარებიან გასაჭირში. ისინი ყოველგვარ საქმეს შეთანხმებულად, ერთსულოვნად ასრულებენ.

\"\"

7

თუ გზად „უფსკრული“ შეხვდებათ, უშიშრად ჩაეჭიდებიან ერთმანეთს, ცოცხალ ხიდს ააგებენ ერთი კიდიდან მეორემდე და ამ ხიდზე გადაატარებენ მთელ თავიანთ „არმიას“. ზოგი ჭიანჭველა შეიძლება შეეწიროს კიდეც მეგობრების გადარჩენას.

თუ საფრთხეს იგრძნობენ, აუცილებლად გააგებინებენ დანარჩენებსაც და თუ გემრიელ საკვებს იპოვიან, არც ამას გამოაპარებენ...

ერთმანეთთან „ლაპარაკს“ კი ისინი პაწაწინა ულვაშებისა და თავისებური სუნის საშუალებით ახერხებენ.

\"\"

8

როცა რაიმეს „თქმა“ უნდა, ერთი ჭიანჭველა ამ სუნს გამოყოფს ხოლმე, დანარჩენები კი თავიანთი ულვაშების დახმარებით გრძნობენ ამ სუნს და ხვდებიან, რაც „თქვა“ მათმა მეგობარმა.