წერო

 

\"\" წერო ძალიან ლამაზი, წყალთან ახლოს მობინადრე ფრინველია. ის წეროსებრთა ოჯახს ეკუთვნის. თვითონ წეროს სახეობებიც მრავალნაირია, ესენია: იაპონური წერო, გვირგვინოსანი წერო, ციმბირული წერო და მყვირალა წერო.

იაპონური წერო - სახელწოდებიდან გამომდინარე, იაპონიაშია გავრცლებული. ის აქ ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. იაპონური წერო ხმამაღალ, საყვირის მსგავს ხმას გამოსცემს.

1

\"\" ციმბირული წერო - წეროების ყველაზე იშვიათად გავრცელებული სახეობაა. ის თოვლივით ქათქათაა და ამიტომ ხშირად თოვლის წეროსაც კი ეძახიან. ყველა წერო წყლის ფრინველია, მაგრამ თოვლის წეროს განსაკუთრებით უყვარს წყალი. ის წყლიდან თითქმის არ ამოდის, სანამ გადაფრენის დრო არ მოუვა. გადაფრენისას ძალიან დარდობს, რადგან არ უნდა მიჩვეული ადგილიდან წასვლა და ბინის დატოვება. ამ წეროს ყველაზე მგრძნობიარე სახეობად მიიჩნევენ. მას გრძელი და წვეტიანი ნისკარტი აქვს, რითაც ღრმა წყლიდანაც კი შეუძლია საკვების ამოღება. ის გემრიელად მიირთმევს წყლის მცენარეებს და წყალში მყოფ პატარა ჭიებსა და თევზებს.

\"\" მყვირალა წერო - გავრცელებულია ძირითადად ცენტრალურ კანადაში, თუმცა გამოსაზამთრებლად მიფრინავს ტეხასში. ადრე მყვირალა წერო ჩრდილოეთ ამერიკაშიც ბინადრობდა, მაგრამ გადაშენდა და დღესაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. წეროს ეს სახეობა ყველაზე მცირე რაოდენობითაა გავრცელებული და მხოლოდ კანადაში გვხვდება.

2

გვირგვინოსანი წერო - წეროების ოჯახის წარმომადგენელია; მას სამხრეთაფრიკულ გვირგვინოსან წეროსაც უწოდებენ, რადგან ძირითადად სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული. გვირგვინოსანი წერო უგანდის სახელმწიფოს \"\" ემბლემაცაა, რადგან აფრიკელები მას ძალიან დიდ პატივს სცემენ და ბედნიერების სიმბოლოდ აღიქვამენ, ისევე, როგორც იაპონიაში. სხვა წეროებისაგან განსხვავებით, ის ერთი ფერის ბუმბულით არაა შემოსილი, უფრო მეტად აჭრელებულია ღია და მუქ-ნაცრისფერ, თეთრ და ყავისფერ ფერებში. თავზე კი, გვირგვინის მსგავსად, ბუმბული აქვს ამოზრდილი. სწორედ ამის გამო ეძახიან მას გვირგვინოსან წეროს.

 

როგორ ცხოვრობენ წეროები?

წეროები დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკის გარდა. ამ ადგილებში ისინი არ ბინადრობენ.

3

წეროები ძალიან აქტიური ფრინველები არიან მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ღამით იძინებენ, ზოგი ხეზე იძინებს, ზოგი კი მიწაზე. წეროები იკვებებიან როგორც მცენარეული (ფოთლები, ფესვები, ღეროები), ასევე ცხოველური საკვებით - ჭიებით, მწერებით, ბაყაყებითა და პატარა თევზებით.

\"\" წეროები მთელ დღეს მხოლოდ საკვების მოპოვებაში არ ატარებენ. მათ ძალიან უყვართ ცეკვა. ძალიან ლამაზია, როცა წეროები ცეკვავენ. ეს მეორე წეროსათვის თავის მოწონების ერთ-ერთი ხერხია.

4

საერთოდ, წეროები ძალიან ერთგული ფრინველები არიან და მხოლოდ ერთ პარტნიორთან ცხოვრობენ, სანამ არ მოკვდებიან. ბუდესაც ერთად იშენებენ დედალი და მამალი წეროები. როცა კვერცხის დადებისა და პატარა წეროს ბარტყის გამოჩეკის დრო მოვა, დედალი წერო დებს ერთ კვერცხს ბუდეში და ჯდება მასზე, რომ გაათბოს. ერთზე მეტ კვერცხს წერო არ დებს. მამალი წერო კი დედალს ართობს, რათა ბუდეში ჯდომის დროს არ მოიწყინოს. როცა პატარა ბარტყი გამოიჩეკება, ორივეს მოაქვს მისთვის საკვები, მერე კი ერთად ასწავლიან ფრენასა და ცეკვას.

\"\" წერო სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ზღაპარში განსხვავებულად გვხვდება, ის კარგის მომტანიცაა და ცუდისაც, ბავშვის დაბადების სიმბოლოცაა და სიკვდილის მოსვლის შესახებაც მიგვანიშნებს... წერო სინამდვილეში ძალიან უწყინარი ფრინველია, არავის არაფერს ერჩის, განსაკუთრებით - ადამიანს. მათი რაოდენობა დღეს უკვე ძალიან შემცირდა და ამიტომაც ბუნების დამცველები ცდილობენ, ისინი გადაშენებისაგან გადაარჩინონ. ყველა ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს ფრინველებისა და ცხოველების სიცოცხლეს, თორემ ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი დედამიწა აღარ გვექნება.

 

5