READING.GE

ტაჯ–მაჰალი


 

ტაჯ მაჰალი დიდი, თეთრი ფერის მავზოლეუმია (მავზოლეუმი არის გარდაცვლილი ადამიანის პატივსაცემად აგებული შენობა, სადაც თავად გარდაცვლილია დაკრძალული), რომელიც ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს.

ტაჯ მაჰალი

ტაჯ მაჰალის მავზოლეუმი შაჰის მეუღლის პატივსაცემად ააგეს. დღეს იგი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. ტაჯ მაჰალი არა მხოლოდ გარეგნულად არის ლამაზი და საინტერესო, მას აგრეთვე ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

 

1

 

ტაჯ მაჰალის აგების ისტორი

2

ტაჯ მაჰალი ინდოელების მუსულმანი სულთნის შაჰ ჯაჰანის ბრძანებით ააგეს. შაჰმა ეს ნაგებობა მისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის პატივსაცემად ააგო. შაჰს მეუღლე თურმე ძალიან უყვარდა და როცა იგი გარდაიცვალა, მწუხარებისგან ლამის ჭკუიდან შეიშალა. ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა და ყველანაირი ზეიმი აკრძალა. ცოტა ხანში შაჰმა ქალაქ აგრაში, მუმთაზ მაჰალის საფლავზე, დააწყებინა უზარმაზარი ტაძრის აგება. ამ ტაძრის ასაგებად 20.000-ზე მეტი მუშა მუშაობდა. აგრეთვე ბევრი არქიტექტორიიყო მოწვეული აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და დაახლოებით 20 წლის შემდეგ ტაჯ მაჰალის შენებაც დასრულდა.მისი აშენების წელი, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, სხვადასხვაა; მაგალითად, შაჰ ჯაჰანის დროინდელი ისტორიკოსი წერს, რომ მუმთაზ მაჰალის გარდაცვალებისთანავე დაიწყო ტაძრის შენება და იგი თორმეტ წელს გაგრძელდაო... ამის მიხედვით, ტაძარი 1631-1644 წლებში უნდა აგებულიყო. მაგრამ თვითონ ტაძარზე გაკეთებული წარწერა იტყობინება, რომ ტაძარი 1648 წელს დასრულდა. ხოლო შაჰის შვილის წერილში კი ტაძრის აგების დროდ 1652 წელია დასახელებული.

 

3

ტაჯ მაჰალი მზის ჩასვლისას

როგორ აგებდნენ ტაჯ მაჰალს?

ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი მარმარილოსია, რომელიც საღამოს, მზის ჩასვლისას, ოქროსფრად მოჩანს.

ძვირფასი ქვებით მორთული გარეთა კედელი

თეთრი მარმარილო კი ძვირფასი თვლებითაა მოჩუქურთმებული. ტაჯმაჰალის აგებისას 28 სახეობის ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვა გამოუყენებიათ.

4

შენობა, საიდანაც შედიან ტაჯ მაჰალის ეზოში

ტაძრის სიმაღლე 58 მეტრია, სიგანე კი - 56 მეტრი. ტაძრის ეზოში ყვავილებით სავსე თვალუწვდენელი მინდვრებია. ტაძრის წინ ხელოვნურადაა გაკეთებული აუზები და შადრევნები. აუზების გვერდით კი კვიპაროსებია დარგული. მთელი ეს სანახაობა და სილამაზე ძალიან აოცებს ტურისტებს.

ტაძრის აშენებაზე ხალხში ლეგენდები დადის. ამ უზარმაზარი და ულამაზესი შენობის აგებარომ ადვილი არიქნებოდა, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, მაგრამ, ლეგენდების მიხედვით, თითოეული მუშა და არქიტექტორი სიცოცხლით აგებდა თურმე ტაძრისთვის პასუხს. თურმე ყველა არქიტექტორი მოკლეს და ყველა მუშას მარჯვენა ხელი მოჭრეს, სხვაგან და სხვა მსგავსი ტაძარი კიდევ რომ არ აეგოთ.

 

შავი ტაჯ მაჰალის აგების გეგმა

5

შაჰ ჯაჰანს სურდა, რომ ტაჯ მაჰალის მსგავსი მეორე ტაძარი მდინარის მეორე მხარესაც აეგო, სადაც თვითონ დაიკრძალებოდა და ეს ორი ტაძარი ხიდით შეეერთებინა ერთმანეთისთვის. თუმცა მისი ეს სურვილი ვეღარ განხორციელდა, რადგან შაჰს მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ და ციხეში ჩასვეს. შაჰის გეგმით, მეორე ტაძარი არ აშენებულა, შაჰ ჯაჰანი თეთრ ტაჯ მაჰალის ტაძარში დაკრძალეს, როცა გარდაიცვალა. ექნებოდა თუ არა მეორე ტაჯ მაჰალს შავი ფერი, არავინ იცის, შავი ტაჯ მაჰალის გეგმაც უფრო ხალხის გამონაგონს ჰგავს, რადგან რეალური ფაქტები ამის შესახებ არ არსებობს.

 

ბოლოსიტყვაობა

6

ტაჯ მაჰალი დღეს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად ითვლება და მას იუნესკო მფარველობს 1963 წლიდან. გარდა იმისა, რომ ეს მშვენიერი თეთრი ტაძარი ტურისტებს იზიდავს, იგი სიყვარულის სიმბოლოცაა და ხალხი მას, როგორც დიდ სიწმინდეს, ისე უყურებს.