რიჰარდ ვაგნერი

 

შესავალი

რიჰარდ ვაგნერი გერმანელი კომპოზიტორი იყო. ის ოპერებს წერდა. ვაგნერი ასევე დიდი დირიჟორი და ფილოსოფოსი იყო.

 

1

ვაგნერის ოჯახი და ბავშვობა

ვაგნერის მამა პოლიციელი იყო. რიჰარდს რვა და-ძმა ჰყავდა. თვითონ ოჯახში ყველაზე პატარა იყო. ის მეცხრე, ნაბოლარა შვილი იყო. ცხრა თვის ვაგნერს მამა გარდაეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა. რიჰარდის მამინაცვალი მსახიობი იყო. სწორედ მან შეაყვარა რიჰარდს მუსიკა და თეატრი.

რიჰარდს ბავშვობიდან ჰქონდა მუსიკის ნიჭი. დედას კი არ სურდა, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. პატარა ვაგნერი მაინც მივიდა მუსიკალურ სკოლაში. 5 წლის ბიჭუნა უკვე კარგად უკრავდა პიანინოზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ რიჰარდმა სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა. იგი ძალიან ნიჭიერის ტუდენტი იყო. ბევრს კითხულობდა და წერდა. მას უყვარდა და კარგად იცოდა ფსიქოლოგია, ფილოსოფია. ვაგნერს ფილოსოფიური შრომებიც აქვს დაწერილი.

2

ვაგნერი სტუდენტი იყო, როდესაც მისი მამინაცვალი გარდაიცვალა. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. თუმცა, მათ ოჯახში მაინც ხშირად მართავდნენ წვეულებებს. რიჰარდი და მისი ძმები

3

წვეულებებზე პიანინოზე უკრავდნენ. ყველას ძალიან მოსწონდა მათი მუსიკა. ხალხს უყვარდა ვაგნერებთან სტუმრობა. მათ მხიარულ ოჯახად მიიჩნევდნენ.

 

ვაგნერი ცნობილი კომპოზიტორი ხდება

ვაგნერის საყვარელი კომპოზიტორი ბეთჰოვენი იყო. მას განსაკუთრებით მოსწონდა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია. იგი ყოველთვის ზეპირად დირიჟორობდა ამ სიმფონიას.

ვაგნერის მუსიკა მრავალფეროვანი და ლამაზია. იგი მშვიდიც არის და მშფოთვარეც.

 

ვაგნერის მუსიკა ძალიან მოსწონდა ჰიტლერს. ჰიტლერი ამ დროს გერმანიის მთავრობის მეთაური იყო. ის ძალიან მკაცრი ადამიანი იყო. მისი შიშით ბევრი კომპოზიტორი გაიქცა გერმანიიდან. ამ კომპოზიტორების მუსიკა გერმანიაში აკრძალული იყო. ჰიტლერს რამე თუ არ მოსწონდა, მაშინვე ანადგურებდა. ვაგნერს ძალიან გაუმართლა: ჰიტლერი მას აღმერთებდა.

როგორც ცნობილია, ჰიტლერი დაუსრულებლად საუბრობდა ვაგნერის ოპერებზე და ვერავინ ბედავდა, საუბარი შეეწყვეტინებინა მისთვის.

როდესაც ჰიტლერი ვაგნერზე საუბარს ასრულებდა, ოთახში უკვე ყველას ეძინა.

რიჰარდ ვაგნერის მუსიკა აგრეთვე ძალიან მოსწონდა ბავარიის მეფეს, ლუდვიგ მეორეს. ლუდვიგ მეორე კარგად იცნობდა ვაგნერს. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და საათობით საუბრობდნენ მუსიკისა და ხელოვნების შესახებ. მეფემ მას სახლი და ქონება აჩუქა.

 

4

ვაგნერს ცოლად კოზიმა ფონ ბიულოვი ჰყავდა. მათ სამი შვილი გაუჩნდათ: იზოლდა, ევა და ზიგფრიდი. ვაგნერმა შვილებს სახელები მისი საყვარელი საოპერო გმირების მიხედვით დაარქვა.

 

ვაგნერი და მისი მეუღლე კოზიმა ფონ ბიულოვი

 

წასვლა გერმანიიდან

5

1928 წელს გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. რევოლუციონერებს სურდათ, რომ ხალხს უფლებები ჰქონოდა. რევოლუციონერებს სურდათ, ხალხი უფრო თავისუფალი ყოფილიყო. რიჰარდ ვაგნერი ეთანხმებოდა რევოლუციონერების იდეებს. ამის გამო ვაგნერს სდევნიდნენ. კომპოზიტორი შვეიცარიაში გადავიდა. შვეიცარიაში რიჰარდი მთელ დროს მუსიკის წერაში ატარებდა. სამშობლოში ვაგნერი ავადმყოფი დაბრუნდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ვაგნერი იტალიაში ატარებდა. მას იტალია ძალიან მოსწონდა. ვაგნერი იტალიაში, ვენეციაში გარდაიცვალა.

რიჰარდ ვაგნერი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოპერის ავტორია. მისი ოპერა 5 საათსა და 15 წუთს გრძელდება.

 

ბოლოსიტყვაობა

ვაგნერის მუსიკა ძალიან ლამაზია, მაგრამ რთულია. მას მთელ მსოფლიოში უსმენენ. ვაგნერი დღესაც უდიდეს კომპოზიტორადაა აღიარებული.

 

6

თანამედროვე მუსიკაში არის მიმდინარეობა, რომელსაც როკს უწოდებენ. როკ-მუსიკაში ვაგნერის მუსიკაც შეიძლება გავიგოთ და მას ხშირად ვაგნერის როკს უწოდებენ. გერმანიაში არსებობს ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „რამშტაინი“. რამშტაინის მუსიკა ვაგნერის მუსიკაზეა აგებული.