ნიაგარის ჩანჩქერი
ჩანჩქერები მდინარეებში წარმოიქმნება. ჩანჩქერი დიდი სიმაღლიდან წყლის ნაკადის ვარდნას ჰქვია. რაც უფრო მაღალია ჩანჩქერი, მით უფრო ლამაზი სანახავია იგი. ნიაგარის ჩანჩქერი მსოფლიოში ერთ-ერთი სიდიდით ცნობილი ჩანჩქერია, თუმცა იგი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი არ არის.
1
ნიაგარა აბორიგენების ენაზე „წყლის გრგვინვას“ ნიშნავს. ის მართლაც წყლის უზარმაზარი ნაკადია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ამერიკისა და კანადის სახელმწიფოები ჩანჩქერის წყალს ჰიდროელექტროსადგურებისთვის იყენებენ. ნიაგარის ჩანჩქერი კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს. იგი ორივე ქვეყანას ეკუთვნის. ჩანჩქერი სამ ნაკადად არის დაყოფილი და ძალიან ლამაზი სანახავია.მეცნიერები ვარაუდობენ,რომ ნიაგარის ჩანჩქერი დედამიწის ბოლო გამყინვარების პერიოდში წარმოიქმნა. ჩანჩქერის ყველაზე მაღალი ნაწილის სიმაღლე 52 მეტრს შეადგენს და იგი კანადის მხარეს მდებარეობს.
საინტერესო ფაქტი
2
1848 წელს ნიაგარის ჩანჩქერზე ძალიან საინტერესო და ერთი შეხედვით უცნაური რამ მოხდა. ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა! გაჩერდა არა წამიერად, არამედ დიდი ხნით-30 საათის განმავლობაში. ხალხი გაოგნებული იყო ამ მოვლენით. განსაკუთრებით კანადის ქალაქ ბუფალოს მცხოვრებლები შეშფოთდნენ და აღარ იცოდნენ, რა ექნათ, როგორ მოქცეულიყვნენ... ხალხის უმრავლესობამ ნიაგარის გაჩერების მიზეზი ვერ ახსნა და ეს ფაქტი ზებუნებრივ მოვლენას დაუკავშირა. ყველას ძალიან შეეშინდა და ეკლესიებში გაიქცა. ეგონათ, რომ ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო.
ნიაგარის გაჩერების გამომწვევი მიზეზი სხვა რამ აღმოჩნდა: თურმე ნიაგარის ახლოს მდებარე ერის ტბაში ყინული დაიძრა და ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა. სწორედ ამ უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს მახლობლად. 30 საათის შემდეგ ნიაგარის ძლიერმა ნაკადმა ყინული გადაიტანა და ჩანჩქერმაც ვარდნა განაგრძო.
3
მძაფრი შეგრძნების მოყვარულები ნიაგარაზე
ნიკ ვალენდა ნიაგარაზე
ზოგიერთ ადამიანს ნიაგარის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ წყლის ვარდნისთვის მიებაძათ და ჩანჩქერის სათავიდან გადმომხტარიყვნენ. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. ბევრი მათგანი სიკვდილით დასრულდა. პირველად ნიაგარის ჩანჩქერზე გადმოხტომა წარმატებით დასრულდა 1901 წელს, რომელიც ვიდეო-კამერითაც კი გადაიღეს. ამ დროს ნიაგარაზე ხის კასრში მჯდომი 63 წლის მასწავლებელი ქალი ანი ტეილორი დაეშვა. ამის შემდეგ მას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა: ზოგი კასრებით გადმოხტა და ზოგიც - ნავებით.
4
2003 წელს კი კირკ ჯონსი ყოველგვარი თავდაცვის საშუალებების გარეშე გადმოხტა ნიაგარის ჩანჩქერიდან და მაინც გადარჩა. თუმცა იგი სააავადმყოფოში მოხვდა მოტეხილობებისა და ტვინის შერყევის გამო. საავადმყოფოდან ჯონსი მალევე ფსიქიატრიულ კლინიკაშიგადაიყვანეს, რადგანაც აღიარა, რომ ნიაგარიდან თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა.
მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებიდან ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი იყო 2012 წელს ნიკ ვალენდას მოქმედება. იგი ნიაგარის თავზე გაბმულ წვრილ თოკზე ფეხით გავიდა. მდინარე ნიაგარის 330 მეტრი სიგრძე ვალენდამ 25 წუთში დაფარა. მას ჯონსივით არ გაურისკავს და თავდაცვის საშუალებებითაც აღჭურვილი იყო. ვალენდას თოკზე გავლა წინასწარ იყო დაგეგმილი და ამ მოვლენას ამერიკული ტელევიზია „ეი-ბი-სი“ იღებდა, რაც შემდეგ მთელმა მსოფლიომ ნახა.
5
ფილმები ნიაგარის ჩანჩქერზე
ნიაგარის ჩანჩქერებზე ბევრი ფილმი გადაიღეს, რომლებიც შემდეგ მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ეს ფილმებია:
1. 1953 წელს გადაღებული ფილმი „ნიაგარა“, სადაც მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერლინ მონრო.
2. 1980 წელს ტელესერიალ „სუპერმენ 2-ის“ ნაწილი „მარტო ყველას წინააღმდეგ“ სწორედ მდინარე ნიაგარაზეა გადაღებული.
3. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიაგარის ჩანჩქერი 2003 წელს გადაღებულ ტელესერიალში „ვონდერფოლს“.
6
4. აგრეთვე დიდი როლი შეასრულა ნიაგარის ჩანჩქერმა ყველასთვის ცნობილი ფილმის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ (2007) გადაღებაში.