საზღვაო კატასტროფები
შესავალი
1
ზღვაზე ან ოკეანეში მოგზაურობა საინტერესოა, მაგრამ ხანდახან გემები უკან, ნაპირისკენ ვეღარ ბრუნდებიან. ისინი წყალში იძირებიან და იღუპებიან გემებზე მყოფი ადამიანებიც. ასეთ შემთხვევას საზღვაო კატასტროფა ჰქვია. საზღვაო კატასტროფების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიითაც ვრცელდება ხოლმე. მათ შესახებ წერენ წიგნებს, სადაც მოთხრობილია, სად და როგორ მოხდა კატასტროფა. ყველაზე საინტერესო საზღვაო კატასტროფების შესახებ ფილმებსაც კი იღებენ, რასაც შემდეგ ხალხი ინტერესით უყურებს.
საზღვაო კატასტროფების გამომწვევი მიზეზები
საზღვაო კატასტროფის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, გრენლანდიასა და ანტარქტიდასთან ახლოს ძალიან ბევრი აისბერგი დაცურავს და აქ საზღვაო კატასტროფები ყველაზე ხშირად მათ გამო ხდება. გემიდან ვერ ხედავენ აისბერგს და ეჯახებიან მას. ასევე, ზღვაში ხშირად არის ამოზრდილი კლდეები. ისინი მთლიანად წყლითაა დაფარული და გემიდან დანახვა შეუძლებელია. თუკი გემი მას დაეჯახა, გემის ძირი შეიძლება დაზიანდეს და შიგ წყალი შევიდეს.ასეთ დროს გემი ხშირად იღუპება.
2
ხშირად გემების დაღუპვის მიზეზი გემის კაპიტნისა და მასზე მომუშავე პერსონალის გამოუცდელობაა. ზოგჯერ გამოუცდელი მეზღვაურები ოკეანეში შორს გადიან და დაბრკოლების დროს არ იციან, როგორ მოიქცნენ. ასეთ დროს შეიძლება მათ გემი დაღუპონ და თვითონაც დაიღუპონ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გემი ძალიან ძველი არ იყოს. თუკი ის ძველია, მაშინ ის ადვილად დაზიანდება ზღვაში ცურვის დროს. გემებმა ტექნიკური შემოწმება უნდა გაიარონ წყალში გასვლის წინ და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ უფლება, წამოიწყონ ხანგრძლივი მოგზაურობა.
ცნობილი საზღვაო კატასტროფები
3
ძალიან ბევრი საზღვაო კატასტროფის შესახებ დღეს ფილმებია გადაღებული და მათზე წიგნებსაც წერენ, ასევე, არსებობს ისეთი კატასტროფებიც, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის, თუმცა, ძალიან საინტერესოა. რამდენიმე საზღვაო კატასტროფის შესახებ აქ მოგიყვებით.
გემ „ინდიანაპოლისის“ ჩაძირვა.
ეს საზღვაო კატასტროფა 1945 წელს მოხდა ფილიპინების კუნძულებთან. გემი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა და მასზე 1196 მგზავრი იმყოფებოდა. ამერიკელების გემი იაპონელების წყალქვეშა გემს დაეჯახა და ძალიან სწრაფად, 12 წუთში ჩაიძირა.
ამერიკის გემი, სადაც კატასტროფა მოხდა
4
გემზე მყოფი ადამიანებიდან 300 მაშინვე დაიღუპა, ხოლო 800-მა ადამიანმა თავს იმ ნავებით უშველა, რომელიც გემზე ასეთი შემთხვვებისთვის ინახება ხოლმე (ასეთ ნავს სათადარიგო ნავი ჰქვია). ამ ადამიანებს დახმარების თხოვნაც კი არ შეეძლოთ.ამ დროს ომი იყო და თუკი დახმარებას ითხოვდნენ, იაპონელები მათ ტყვედ აიყვანდნენ.ამ შიშის გამო მგზავრები 4 დღე-ღამის განმავლობაში მიცურავდნენ სასმელი წყლისა და საჭმლის გარეშე. ბევრმა ადამიანმა უწყლობასა და შიმშილს ვერ გაუძლო და დაიღუპა. საბოლოოდ გადარჩენილი 800 ადამიანიდან ნაპირს მხოლოდ 317-მა მიაღწია და გადარჩა.
ფილიპინების საზღვაო ტრაგედია
ფილიპინების საზღვაო ტრაგედია
5
ტრაგედია, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ, ასევე ფილიპინებზე მოხდა და იგი ძალიან დიდი მსხვერპლით დასრულდა. საზღვაო კატასტროფა 1987 წელს მოხდა. სამგზავრო გემი დაეჯახა ნავთობით დატვირთულ ტანკერს. გემი მაშინვე აფეთქდა და ჩაიძირა. თავდაპირველად მსხვერპლის რაოდენობა 3000-მდე ეგონათ, მაგრამ მალე მსხვერპლის რაოდენობა 4357-მდე გაიზარდა... ფილიპინების ტრაგედია მსოფლიოში ყველაზე დიდ კატასტროფად ითვლება, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა.
კოსტა კონკორდიას ჩაძირვა
6
კოსტა კონკორდიას დაღუპვა
კოსტა კონკორდიას ტრაგედია
ყველაზე ახალი და ცნობილი საზღვაო კატასტროფაა 2012 წლის 13 იანვარს მომხდარი „კოსტა კონკორდიას“ ტრაგედია. „კოსტა კონკორდია“ გემის სახელია, რომელიც 2012 წლის 13 იანვარს დაცურავდა იტალიის ახლოს, ტირენის ზღვაში. გემი სანაპიროსთან ახლოს რიფებს დაეჯახა და ჩაიძირა. გემზე სულ 4225 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 25 ადამიანი შეჯახებისას დაიღუპა, 7 ადამიანი კი დაიკარგა. დანარჩენ მგზავრებს ძალიან გაუმართლათ, რომ იმ დღეს კარგი ამინდი იყო და მაშველებიც დროულად დაეხმარნენ. ამიტომ მათი გადარჩენა მოხერხდა. მიზეზი, თუ რატომ დაეჯახა გემი რიფებს, ჯერ კიდევ უცნობია.
ბოლოსიტყვაობა
7
საზღვაო კატასტროფები ადრე გაცილებით უფრო საშიში იყო და უფრო ხშირად ხდებოდა, დღეს თანამედროვე გემით მგზავრობა შედარებით უსაფრთხოა და სასიამოვნო. თუმცა, საზღვაო კატასტროფისაგან დაზღვეული არც ერთი გემი და მგზავრი არაა.