ვიკინგები
შესავალი
1
ვიკინგები – სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრები იყვნენ. ისინი VIII – XI საუკუნეებში თავსესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და აარსებდნენ კოლონიებს.
2
ვიკინგების სამშობლო დღევანდელი შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ვიკინგები ოჯახში დაბადებული მეორე და მომდევნო ვაჟები იყვნენ. ტრადიციის მიხედვით, მათ მამის მემკვიდრეობა არ ერგებოდათ. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ვიკინგებს მიწები შემოაკლდათ. ისინი ზღვაში ყაჩაღობით ირჩენდნენ თავს. ვიკინგებს შორის იყვნენ მოგზაურები და ვაჭრები. თუმცა, სიტყვა ვიკინგი მეკობრეს ნიშნავდა. არსებობს მოსაზრება, რომ ვიკინგები ქრისტეფორე კოლუმბამდე ბევრად ადრე მივიდნენ ამერიკის კონტინენტამდე. ინდიელთა წინაამღდეგობის გამო მათ ამერიკაში დასახლება ვერ მოახერხეს.
ვიკინგები უბადლო მხედრები და მეომრები იყვნენ. ისინი 300 წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ევროპელებს. ულმობელ და სასტიკ ვიკინგებს სწრაფი გემები ჰყავდათ. ხმელეთზე ისინი ბრძოლით იკაფავდნენ გზას. ვიკინგები სასტიკად არბევდნენ ქალაქებსა და სოფლებს. მათ ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და იტალიის დიდი ნაწილი დაარბიეს. მოგვიანებით ბევრი მათგანი ამ მიწებზე დასახლდა. ვიკინგების ბრძოლა და ყაჩაღობა დაახლოებით 1100 წელს შეწყდა. ამ დროისთვის მრავალმა ვიკინგმა ქრისტიანობა მიიღო. მსოფლიოში სისასტიკემ იკლო.
3
სისასტიკის მიუხედავად, ვიკინგებს ერთი უცნაურობა სჭირდათ. მათ ეშინოდათ ზღვაში ღრმად შესვლის. ვიკინგებს ეგონათ, რომ ღრმა ზღვაში ისინი დედამიწის კიდეს მიაღწევდნენ და იქიდან გადაცვივდებოდნენ.
ვიკინგები იყვნენ ისლანდიისა და გრენლანდიის პირველი მოსახლეები. ზოგი ცნობით, ისინი იყვნენ კანადისა და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეებიც.
ვიკინგების მშვიდობიანი ცხოვრება
4
მშვიდობიანი ცხოვრების დროს ვიკინგები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ვიკინგების დიდი ნაწილი გლეხი იყო, მათ მოჰყავდათ მარცვლეული და ბოსტნეული, აშენებდნენ ხარ–ძროხას, ღორებს, ქათმებსა და თხებს. ვიკინგები გარეულ ცხოველებზე ნადირობდნენ. ისინი კარგი მჭედლები და მეტალურგები იყვნენ. ვიკინგები ამზადებდნენ ბრწყინვალე იარაღსა და სამკაულებს. დიდ, გრძელ სახლებში ვიკინგთა ბელადები ცხოვრობდნენ. ვინც ბელადს ემსახურებოდა, მასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობდა.
საცხოვრებელი
5
ვიკინგების გლეხური საცხოვრებელი იყო ქოხი. ქოხები დაწნული წნელებისგან იყო აშენებული. შეძლებული გლეხი ვიკინგები დიდ, ოთხკუთხედ სახლებში ცხოვრობდნენ თავიანთ მრავალრიცხოვან ოჯახებთან ერთად. სკანდინავიის ქვეყნებში ვიკინგები ხის სახლებში ცხოვრობდნენ. ესპანეთსა და ირლანდიაში ხე სამშენებლო მასალად არ გამოდგებოდა. ვიკინგები აქ ძირითადად ქვის სახლებს აშენებდნენ. სახლის მთავარი ოთახი დიდი და ბნელი იყო. შუაში ცეცხლის ადგილი იყო მოწყობილი. აქ საჭმელი მზადდებოდა. მთავარი ოთახი საცხოვრებელი და საძინებელი იყო. სახლის შიგნით ხშირად სპეციალური ბოძები იდგა, რომელიც სახურავს იჭერდა. ხანდახან ამ ბოძების უკან იყო მოწყობილი საძინებლები.
ვიკინგების სოფლები სიდიდით არ გამოირჩეოდა. მათ სავაჭრო და სახელოსნო ცენტრები აკავშირებდა. ასეთი ცენტრები აღმოჩენილია ნორვეგიის, დანიის, შვედეთის ტერიტორიებზე. თავად სახლები სავაჭრო ცენტრებიდან და სანაპიროდან მოშორებით იდგა. ასე ვიკინგები შორიდან ამჩნევდნენ მტრის ხომალდებს და მეტი დრო რჩებოდათ მომზადებისთვის.
სამოსი
6
გლეხი ვიკინგების სამოსი უბრალო იყო. ისინი შალის გრძელ პერანგებს ატარებდნენ, რომლებიც ტომარასავით შარვლებზე ჰქონდათ გადაცმული. ზემოდათ სწორი მოსაცმელი ეცვათ. შეძლებული ვიკინგების სამოსი უფრო თვალშისაცემი იყო. მათ გრძელი შარვლები და წინდები ეცვათ. მოსასხამი სხვადასხვა, ნათელი ფერისა იყო. ვიკინგებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შალის ქუდები და ხელთათმანები. ისინი მოიხმარდნენ ბეწვისა და ქეჩის ქუდებსაც.
განსაკუთრებით მომხიბლავი იყო ქალი ვიკინგების სამოსი. ის ვიწრო ზედატანისა და გრძელი, გაშლილი ქვედაბოლოსგან შედგებოდა. სამოსზე მიმაგრებული იყო წვრილი ჯაჭვები, რომლებზეც მაგრდებოდა პატარა დანები, სანემსეები, მაკრატლები და სხვა წვრილი ნივთები. გათხოვილ ქალებს თავზე ტილოს ქსოვილის კონუსის ფორმის თეთრი ქუდები ეხურათ. ქალიშვილებს კი თმები თასმით ჰქონდათ დამაგრებული. ვიკინგებს ლითონის ნაკეთობების ტარებაც უყვარდათ. პოპულარული იყო ბალთიანი ქამრები, გულსაბნევები.
7
ვიკინგი ქალები
ვიკინგი ქალები აქტიურად იყვნენ ჩართულები საოჯახო საქმეში. განსაკუთარებით დიდი როლი ეჭირა ოჯახის უფროსის მეუღლეს. იგი ზრუნავდა დიდი ოჯახის კვებაზე. ვიკინგების ოჯახები მრავალსულიანი იყო. ოჯახის დიასახლისი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ზამთრისთვის საკმარისი მარაგი ჰქონოდათ მოგროვილი. ქალები ამზადებდნენ ზამთრისთვის ყველსა და კარაქს, შებოლილ ხორცსა და თევზს. ქალები კარგად ერკვეოდნენ მცენარეებშიც. მათ შეეძლოთ ისეთი ბალახების შეგროვება, რომლებიც წამლად გამოდგებოდა ავადმყოფობის პერიოდში. ქალები უვლიდნენ პირუტყვსაც, როდესაც მამაკაცები სანადიროდ ან სათევზაოდ მიდიოდნენ. ოჯახის დიასახლისს წელზე საკუჭნაოს გასაღები ეკეთა. მამაკაცების არყოფნის დროს ის იყო ოჯახზე პასუხისმგებელი.
8
ვიკინგი ქალები 12-15 წლის ასაკში თხოვდებოდნენ. ამ ასაკში ისინი უკვე მზად იყვნენ, რომ საოჯახო და სამეურნეო საქმე შეესრულებინათ. მათ ოჯახის უფროსი ქალები ეხმარებოდნენ. ქორწილი ოჯახებს შორის თანხმდებოდა და წარმოშობდა კავშირს, რომელიც ერთმანეთის გატანასა და დახმარებას გულისხმობდა. გოგონას აზრს არ ეკითხებოდნენ.
გოგონებს მზითევსაც ატანდნენ. მას შალისა და მიტკალის ტანსაცმელი, სართავი ბორბალი, საქსოვი მოწყობილობა მიჰქონდა ქმრის ოჯახში. შეძლებული ოჯახებიდან გოგონებს სამკაულებს, შინაურ ცხოველებს, ფერმას, ხანდახან კი მთელ სახლსაც კი ჩუქნიდნენ. ყველაფერი, რასაც გოგონა მიიტანდა, მისი საკუთრება იყო. შვილები დედის ქონების მემკვიდრეები ხდებოდნენ.
9
გოგონა გათხოვების შემდეგ ქმრის ოჯახის ნაწილი ხდებოდა, თუმცა, საკუთარ ოჯახსაც წარმოადგენდა. თუ ქმარი მას ცუდად ექცეოდა, ზარმაცობდა და ოჯახს ვერ არჩენდა, გოგონა მას გასცილდებოდა. ამისათვის სპეციალური რიტუალი ტარდებოდა, რომლის შემდეგაც გოგონა თავს ქმრისგან გაცილებულად აცხადებდა. პატარა შვილები გაცილების შემდეგ დედასთან რჩებოდნენ. უფროსი ბავშვები ოჯახებს შორის ნაწილდებოდნენ. თუმცა ოჯახის კეთილდღეობა განაწილებისას განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. ვიკინგი ქალები, ევროპელი ქალებისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები ქმრისა და საზოგადოების განწყობაზე. ისინი საკუთარ შეხედულებებს იცავდნენ და თავისუფლებით გამოირჩეოდნენ.
იარაღი
ვიკინგები ძლიერი და ამტანი მეომრები იყვნენ. ისინი საოცარი ფიზიკური ძალითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ისინი კარგად იცნობდნენ ბრძოლის ხელოვნებას და იმ პერიოდის საუკეთესო მეომრები იყვნენ პლანეტაზე. ვიკინგებს 3 მძლავრი სასიკვდილო იარაღი ჰქონდათ: ხმალი, ნაჯახი და შუბი.
10
მეომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხმალი. ხმალი მეომრის სტატუსს გამოხატავდა. რაც უფრო კარგი მებრძოლი იყო ვიკინგი, მით უფრო უკეთესი ხმალი ჰქონდა მას. ხმალი ლამაზადაც იყო გაფორმებული. მას ჰქონდა მდიდრულად მოპირკეთებული ტარი და ორმაგი პირი. ვიკინგები ხმალს დიდ მნინელობას ანიჭებდნენ. ხმლებს სახელებსაც კი არქმევდნენ.
ვიკინგების ფარი იყო მრგვალი. ძირითად მასალად ხეს იყენებდნენ. ფარი შემოკრული იყო რკინით. შუაგული ასევე სქელი მეტალით იყო დაფარული. ფარის დიამეტრი იყო 1 მეტრი და იგი ფარავდა მეომარს მხრიდან მენჯამდე. ფარი ხშირად იყო მოხატული სხვადასხვა ფერში.
არანაკლებ საშიში იყო შუბი ვიკინგების ხელში. ვიკინგების შუბს 50 სანტიმეტრი სიგრძის მახვილი თავი ჰქონდა, რომელიც დამაგრებული იყო გრძელ ხის ჯოხზე. შუბს ვიკინგები შორიდან ესროდნენ მტერს.
11
ვიკინგები იმოსებოდნენ თხელი აბჯრით, რომელზეც დამაგრებული იყო ცხოველის სქელი ბეწვი. ბეწვი მათ სიცივისგან იცავდა. ლეგენდის მიხედვით, ვიკინგების მუზარადს დიდი რქები ჰქონდა დამაგრებული. რქების დანახვა მოწინააღმდეგეს თავზარს სცემდა. თუმცა, ეს მხოლოდ ლეგენდაა. სინამდვილეში ვიკინგები რქებდადგმულ მუზარადს მხოლოდ განსაკუთრებულ, სარიტუალო შემთხვევებში ხმარობდნენ.
თავლეი
12
თავლეის დაფები სხვადასხვა კონფიგურაციით
თავლეი საინტერესო სტრატეგიული თამაშია. ის ვიკინგებისგან იღებს სათავეს. ეს თამაში ბევრად უფრო ადრე გაჩნდა ევროპაში, ვიდრე ჭადრაკი. სკანდინავიაში მას ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში თამაშობდნენ. ვიკინგებმა თავლეი მთელ ევროპაში გაიტანეს. მას გატაცებით თამაშობდნენ გრელანდიაში, ისლანდიაში, ბრიტანეთსა და უკრაინაშიც კი. ნახატებზე კარგად ჩანს, რომ თავლეის ჭადრაკივით კვადრატებად დაყოფილ დაფაზე თამაშობენ. ჭადრაკის მსგავსად, თავლეის ფიგურებს შორის არის „მეფე“. თამაშის დასაწყისში „მეფე“ დაფის შუაში, „ტახტზე“ იდგმებოდა. თავლეიშიც თეთრი და შავი ფიგურები იბრძოდნენ. ოღონდ, ჭადრაკისგან განსხვავებით, თავლეიში თამაშს შავი ფიგურები იწყებენ. თუ მოწინაამღდეგის რომელიმე ფიგურა ორ ფიგურას შორის აღმოჩნდებოდა, მაშინ მოთამაშე ფიგურას კარგავდა.
ვიკინგები საქართველოში
ვიკინგები თურმე საქართველოშიც იბრძოდნენ. ისინი მეფე ბაგრატ IV-მ დაიქირავა მეამბოხე ფეოდალთან - ლიპარიტთან ბრძოლისათვის. ამ ბრძოლაში 700 ვიკინგი მონაწილეობდა. ბაგრატ IV დამარცხდა. ლიპარიტმა ბაგრატ IV და დაქირავებული ვიკინგების ჯარი სასტიკად დაამარცხა. ეს ბრძოლა სასირეთის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. ასევე ცნობილია, რომ ბრძოლაში ვიკინგების მეთაურმა ორი ძმა დაკარგა.
13
ამ ბრძოლის შესახებ ცნობები შემონახულია სკანდინავიაშიც. ნაპოვნ წერილში საუბარია აღმოსავლეთის ბრწყინვალე სამეფოზე და მის დედაქალაქ ქუთაპოლისზე (ქუთაისი). ქართული მონეტები აღმოჩენილია ასევე სკანდინავიისა და ბალტიისზღვის მიდამოებში.
მითოლოგია
ვიკინგების მითოლოგია ძალიან საინტერესოა. მასთან ბევრი საინტერესო ტრადიცია არის დაკავშირებული. ვიკინგების მთავარი ღმერთი იყო ოდინი. ოდინი ომის მფარველი ღმერთი იყო. ლეგენდის მიხედვით, ოდინი ცალთვალა და ლურჯ მოსასხამიანი მოხუცია. იგი რვაფეხა ცხენზე არის ამხედრებული.
ვიკინგებს სჯეროდათ, რომ, თუ ბრძოლაში დაიღუპებოდნენ, ისინი ღმერთ ოდინთან ერთად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
14
ვიკინგებს სჯეროდათ, რომ გმირულად დაღუპული მეომრები ნადიმობდნენ ზღაპრულ მხარეში ღმერთის, ოდინის სასახლეში. მშვენიერი ქალები, ვალკირიები, მეომრებს ემსახურებოდნენ. თავად ვიკინგები ხმაურიან ნადიმებს მართავდნენ ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ. ასეთ ნადიმებზე მუსიკოსები სხვადასხვა საკრავზე უკრავდნენ. ვიკინგი პოეტები - სკალდები, გრძელ ლექსებს წერდნენ და კითხულობდნენ მამაცი მეომრების შესახებ.
15