როგორ გავაკეთოთ ფრანი
ფრანის ისტორია
ფრანი ყველაზე ძველი საფრენი აპარატია. ის ჩინეთსა და იაპონიაში 4 000 წლის წინ გამოჩნდა. დღესასწაულებზე ფრანებს პეპლების, ჩიტების და თევზების ფორმას აძლევდნენ. ყველაზე შთამბეჭდავი იყო დრაკონი-ფრანი.
წარმოიდგინეთ დრაკონი, რომელიც დაფრინავს! დრაკონი ჩინეთსა და იაპონიაში ძალაუფლების სიმბოლოა. ჩინეთსა და იაპონიაში სახალხო დღესასწაულებზე დღესაც უშვებენ ცაში ნაირფერ დრაკონებს. ნაირფერი დრაკონები ცაში დაფრინავენ. ეს ძალიან ლამაზი სანახაობაა.
მეცნიერები მე-18 საუკუნეში ფრანის საშუალებით ატმოსფეროს სწავლობდნენ. თვითმფრინავის გამომგონებელი - მოჟაისკი, 1873-1876 წლებში ცაში ფრანით სეირნობდა. რადიოს გამომგონებელმაფრანი ანტენად გამოიყენა რადიომიმღებისთვის.
მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანების საშუალებით მეტეოროლოგიაში ქარის სისწრაფესა და ტემპერატურასიგებდნენ.
ფრანმა დიდი როლი შეასრულა სამხედრო საქმეში. პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედროები ფრანების საშუალებით მცირე ტვირთებს სიმაღლიდან არიგებდნენ.
ფრანის გაშვება ბავშვების საყვარელი გასართობია.
ფრანს განსხვავებული ფორმა აქვს. ზოგი ფრანის გაკეთება ძნელია. ზოგი ფრანის გაკეთება ადვილია.
თუ ფრანი არასოდეს გაგიკეთებია, მაშინ ჯერ მარტივის გაკეთება უნდა ისწავლო. მოდით, ვისწავლოთ მარტივი ფრანის გაკეთება. ფრანის გაკეთებამდე რამდენიმე ოქროს წესი ვისწავლოთ.
1. ფრანი მტკიცედ უნდა იყოს შეკრული. თუ ფრანი მტკიცედ არ არის შეკრული, შეიძლება ჰაერში დაიშალოს.
2. ფრანი მსუბუქი უნდა იყოს. თუ ფრანი მსუბუქია, ის მაღლა ფრინავს. თუ ფრანი მძიმეა, ის დაბლა ფრინავს.
3. ფრანი ადვილად უნდა იშლებოდეს. დაშლილი ფრანი ცოტა ადგილს უნდა იკავებდეს. ფრანი ადვილად უნდა ინახებოდეს.
რა გვჭირდება?
ფრანის გასაკეთებლად დაგვჭირდება:
ორი ხის ჩხირი;
მტკიცე ქაღალდი;
წებო ან სკოჩი;
ფერადი ფანქრები ან საღებავები ფრანის მოსახატად და გასაფორმებლად;
ნაირფერი თასმები ფრანის კუდის ბაფთებისთვის;
მაკრატელი.
ფრანის გაკეთების წესი
1. ავიღოთ ორი ხის ჩხირი. ჩხირები მოკლე ჩხირი გადავაჯვარედინოთ ისე, რომ გრძელი ჩხირის მესამედზე გადაიკვეთოს, ხოლო მოკლე კი, ზუსტად ორ ტოლ ნაწილად გაიყოს.
2. ჩხირებს გავუკეთოთ ძაფის ჩარჩო. ჩარჩო გვაჩვენებს, რამდენად სწორ კუთხეებს ქმნის ჩხირები. თანაც, ჩარჩოზე ქაღალდის „ტანსაცმელი“ უნდა დავამაგროთ.
3. დადეთ ჩარჩო ქაღალდზე და ფრთხილად შემოხაზეთ ფანქრით. ქაღალდის „ტანსაცმელი“ ზუსტად ჩარჩოს ფორმას უნდა იმეორებდეს. ახლა აიღეთ მაკრატელი და ქაღალდის ტანსაცმელი გამოჭერით.
4. აიღეთ სკოჩი ან წებო და ქაღალდის „ტანსაცმელი“ ჩარჩოზე გულდასმით და ფრთხილად მიამაგრეთ.
შეამოწმეთ, რომ ქაღალდი მთელ სიგრძეზე და ყველა მხარეს კარგად იყოს მიმაგრებული. ხომ გახსოვთ, რომ ფრანი მტკიცე უნდა იყოს. ყველაფერი ისე უნდა იყოს მიმაგრებული, რომ ფრანი ჰაერში არ დაიშალოს.
5. ახლა კი კვანძების და მარყუჟების გაკეთების დრო მოვიდა. კვანძები თოკის ან ძაფის ის ნაწილებია, რომლებსაც ისე მაგრად ვკრავთ. რომ ვეღარასდროს გახსნი. მარყუჟი კვანძის განსაკუთრებული შეკვრის დროს კეთდება. მარყუჟი ფრანის თავთან ხელის მოსაკიდებლის დამაგრებისთვის გვჭირდება. მეორე მარყუჟი კი – ფრანის კუდისთვის. აი, როგორც სურათზეა, ხედავ?
6. ახლა კი ფრანის თავთან გაკეთებულ მარყუჟს ხელის მოსაკიდებელი გამოაბით. ხელის მოსაკიდებლად ასევე მტკიცე თოკი უნდა გამოიყენოთ. თოკი რომ არ დაგებლანდოთ, შეგიძლიათ ხის ნაჭერზე გადაახვიოთ. აი, ასე, როგორც ნახატზეა ნაჩვენები.
6. ფრანის კუდი თოკია. გააფორმეთ კუდი ფერადი ბაფთებით.ბაფთები ერთმანეთისგან 10 სმ-ის დაცილებით დაამაგრეთ. ახლა კუდი მიამაგრეთ ფრანს ბოლოში.
7. მოხატეთ და გააფორმეთ
აქ ჩემი დახმარება არ გჭირდებათ. თქვენ ხომ ეს ჩემზე ბევრად კარგად გამოგდით!
მზადაა!
კიდევ რამდენიმე რჩევა:
1. სწორად მიმაგრებული ხელის მოსაკიდებელი შუა წერტილზე ოდნავ წინ გამოდის. ეს ფრანის წონასწორობის წერტილია.
2. ფრანის კუდი ძალიან მნიშვნელოვანია წონასწორობის დასაცავად.
3. რამდენ ფრანსაც გააკეთებთ, ყველა სხვადასხვანაირი გამოდის. შეიძლება თქვენს ფრანს შესწორებები დასჭირდეს. არ შეშინდეთ და არც დაიზაროთ. ფრანით კარგად გაერთობით!