პეტრა
პეტრა კლდეში გამოყვანილი საოცარი ქალაქია, რომელიც იორდანიაში მდებარეობს. ქალაქის სახელი „პეტრა“ კლდეს ნიშნავს და ეს უზარმაზარი ქალაქიც მთლიანად კლდეშია აგებული, კლდეშივეა გამოკვეთილი მისი ტაძრები და მავზოლეუმები, თეატრი და წყლის დასაგროვებელი არხები, რომლებიც დღესაც აოცებს ხალხს თავისი მოხერხებულობითა და განლაგებით. 2007 წელს პეტრას ქალაქი მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა და იგი დღეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.
ქალაქის ისტორია
პეტრას დაარსების ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი აშენება ქრისტეშობამდე მე-3 საუკუნეში დაიწყეს. პეტრა ნაბატეას იმპერიის (დღევანდელი იორდანია) დედაქალაქი იყო. ნაბატეა მე-2 საუკუნეში უკვე ძლევამოსილი ტომი იყო და, შესაბამისად, პეტრასაც აყვავების ხანა ამ დროს დაუდგა.
2
პეტრას მაცხოვრებლები, ქალაქის ბუნებრივი სილამაზის გარდა, ყოველგვარ სიმდიდრეს მოკლებულნი იყვნენ. მათ არც წყალი გააჩნდათ, რომ ისედაც მცირე ზომის მიწები მოერწყათ და არც ისეთი პირობები ჰქონდათ, რომ სხვა სამეურნეო საქმიანობისთვის მოეკიდათ ხელი. სწორედ ქალაქის უწყლოდ დარჩენამ უბიძგა პეტრას მაცხოვრებლებს, გაეყვანათ არხები, სადაც წვიმის სახით მოსული ნალექი დაგროვდებოდა. ეს არხები ტექნიკურად ისე კარგადაა გამართული, რომ დღესაც აოცებს მნახველებს.
3
მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყარო სანელებლებით ვაჭრობა იყო. ამ ქალაქს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა: იგი ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა: 1. წითელ ზღვასთან აერთებდა ქალაქ დამასკოს, 2.სპარსეთის ყურესა და ღაზას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. ვაჭრებისთვის პეტრა სანატრელი ქალაქი იყო, აქ ისინი წყალსა და საკვებს ყიდულობდნენ. ამ გზით სწრაფად გამდიდრდა ქალაქი და განვითარდა. მისი მაცხოვრებლებიც მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ რომაელები აღმოსავლეთისაკენ მიმავალ საზღვაო გზებს აღმოაჩენდნენ და პეტრას დაიპყრობდნენ.
ქალაქი პეტრა და რომი
4
პეტრა ქრისტეშობამდე პირველ საუკუნეში რომის მფლობელობაში გადავიდა. იგი რომის ვასალი ქალაქი გახდა, თუმცა ქალაქის დამოუკიდებლად მართვას 200 წლის განმავლობაში თავად ადგილობრივი მოქალაქეები ახერხებდნენ. რომაული კულტურის გავლენა პეტრაში დღესაც იგრძნობა. აქ აშენდა რომაული თეატრი, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობაა.
პეტრას ძალიან დიდი ტერიტორია უჭირავს. მისი მთავარი ქუჩა დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე მთელ ქალაქს გადის. ეს ქუჩა რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს.
5
ქუჩის ორივე მხარეს რომაული კოლონადებია აღმართული. აღმოსავლეთის მხარის ქუჩა, რომის მსგავსად, ტრიუმფალური თაღით მთავრდება. ქალაქში არის მონასტერი ედ-დეირი, რომელშიც ჯვრები და ქრისტიანული სიმბოლოებია აღმოჩენილი. ითვლება, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქრისტიანული მონასტერი უნდა ყოფილიყო და ეს ფაქტიც რომაელების ბატონობის ხანას უკავშირდება.
პეტრა დღეს
6
ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ პეტრა მთელმა ევროპამ მიივიწყა. ამერიკა ამ ქალაქს მანამდე ისედაც არ იცნობდა. 1812 წელს არაბეთში იმოგზაურა შვეიცარიელმა ჟან ლუის ბურქჰარდტმა და სწორედ მან კიდევ ერთხელ მიაპყრო ევროპის ყურადღება ამ საოცარი კლდოვანი ქალაქისაკენ. ასი წლის შემდეგ თომას ედვარდ ლოურენსმა დაწერა ნაწარმოები „სიბრძნის შვიდი სვეტი“, სადაც მან დაწვრილებით აღწერა ქალაქი პეტრა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადგილია, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო.
სწორედ ამ ორი მოგზაურის ნაწერების შემდეგ დაინტერესდნენ პეტრას არსებობით. 1920 წლიდან ქალაქში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, ხოლო მოგვიანებით პეტრა ტურისტულ ზონად იქცა.
7
1989 წელს რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ქალაქ პეტრაში გადაიღო თავისი ცნობილი ფილმი „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი“. ამ ფილმმა ევროპისა და ამერიკის ფართო საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნო პეტრას ქალაქი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია პეტრას ყველაზე ცნობილ ტაძარ-მავზოლეუმში ალ-ჰაზნეში. ამ მავზოლეუმს „ფარაონის საგანძურს“ უწოდებენ არაბები და დღესაც ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ
8