READING.GE

იოჰან შტრაუსი


 

შესავალი

1

1

თქვენ ალბათ ხშირად მოგისმენიათ ვალსი, რომელსაც დიდი ორკესტრი ასრულებს. შეიძლება ტელევიზორში გინახავთ ლამაზი წყვილებიც, რომლებიც უზარმაზარ დარბაზში, პრიალა პარკეტზე, საოცარ მუსიკაზე ულამაზეს ვალსს ცეკვავენ. ეს საოცარი მუსიკა ავსტრიელ კომპოზიტორს - იოჰან შტრაუსს ეკუთვნის. ეს კომპოზიტორი ვალსის მეფის ტიტულს ატარებს. ყოველწლიურად ვენის სამეფო საოპერო დარბაზში ვენის ფილარმონიის ორკესტრი, რომელიმე ძალიან ცნობილი დირიჟორის ხელმძღვანელობით, შტრაუსის ვალსებს, პოლკებსა და კადრილებს ასრულებს. ლამაზი წყვილები კი ვალსს ცეკვავენ პრიალა პარკეტზე.

 

იოჰან შტრაუსი

იოჰან შტრაუსის მუსიკალური ნიჭი თავისით არ მოსულა. ის ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის - იოჰან შტრაუსის (უფროსის) ვაჟია. ჯერ კიდევ მისი დიდი ბაბუა, რომელიც უნგრელი ებრაელი იყო, ვიოლინოზე უკრავდა და მისი ორივე ვაჟი ცნობილი კომპოზიტორები იყვნენ.

პატარა იოჰანი 1825 წელს ვენაში დაიბადა.

2

2

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ბიჭის მამას არ უნდოდა შვილისთვის მუსიკის სწავლება. იოჰანმა ვიოლინოზე დაკვრა მამისგან უჩუმრად ისწავლა. თუმცა, დედა ხედავდა ბიჭის ნიჭს და ცდილობდა დახმარებოდა. მალე მამამ იოჰანი კომერციულ სასწავლებელში გაუშვა სასწავლებლად, საღამოს კი ანგარიშების გაკეთებას ავალებდა. ამან ხელი არ შეუშალა უმცროს შტრაუსს, რომ 1844 წელს მუსიკალური სასწავლებელი წარმატებით დაემთავრებინა. მან მუსიკოსის ლიცენზიის ასაღებად მაგისტრანტების სამსახურს მიმართა. დედას ეშინოდა, რომ მამა ხელს შეუშლიდა შვილისთვის ლიცენზიის აღებაში. ის ქმარს გასცილდა. მამა იოჰანმა ყოფილი ცოლი და შვილები დასაჯა და მემკვიდრეობა ჩამოართვა. მან ცოლად თავისი დიდი ხნის საყვარელი შეირთო, რომელთანაც ამ დროისათვის უკვე 7 საერთო შვილი ჰყავდა.

ახალგაზრდა შტრაუსი

იოჰან შტრაუსი - მამა

იოჰან შტრაუსი - მამა

ახალგაზრდა შტრაუსმა საკუთარი ორკესტრი შეკრიბა და დიდი წარმატებით გამოდიოდა ვენის ერთ-ერთ ცნობილ კაზინოში. ორკესტრი ბევრს უკრავდა თავად იოჰან შტრაუსის ნაწარმოებებს. თავდაპირველად მამა შტრაუსი ყველანაირად ცდილობდა შვილისათვის ხელი შეეშალა. ის არ უშვებდა ორკესტრს მეჯლისებსა და სხვადასხვა წვეულებებზე. იოჰან შტრაუსის ნიჭმა თავისი გააკეთა. მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა ნელ–ნელა იზრდებოდა. ცოტა ხანში ის სამხედრო ორკესტრის კაპელმაისტერად დანიშნეს.

3

3

1848 წლის რევოლუციამ მამა-შვილს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. შვილი მონარქიის მომხრე იყო, ღიად უჭერდა მას მხარს. რევოლუციის დღეებში ის „მარსელიოზას“ ასრულებდა და თავადაც შექმნა რევოლუციური მარშები. ამგვარი აქტიურობისათვის ის სასამართლოს წინაშეც კი წარსდგა, თუმცა, ბოლოს ის მაინც გაამართლეს.

მამა შტრაუსი 1849 წელს უცებ გარდაიცვალა. შვილმა მამის საფლავთან მოცარტის „რექვიემი“ შეასრულა. მისმა ორკესტრმა ასევე დაუკრა ვალსი, რომელიც იოჰანმა მამას მიუძღვნა. მამის ორკესტრი იოჰანის ორკესტრს შეუერთდა. ძლიერმა მუსიკოსებმა ავსტრია, პოლონეთი და გერმანია დიდი წარმატებით მოიარეს და უამრავი კონცერტი გამართეს.

იოჰან შტრაუსს მალე იმპერატორმა ფრანც-იოსებმა მამის ყველა მოვალეობა გადასცა. შტრაუსის ორკესტრი სასახლის ყველა წვეულებასა და მეჯლისზე იღებდა მონაწილეობას.

პავლოვის მუსიკალური სადგური

4

4

 

შტრაუსი რუსეთში

შტრაუსი რუსეთში 1856 წელს გაემგზავრა. პავლოვის სადგურზე ის საზაფხულო კონცერტების მთელ სერიას მართავდა. გარდა ულამაზესი ვალსებისა და პოლკებისა, რუსეთთანაა დაკავშირებული იოჰან შტრაუსის დიდი სიყვარულის ისტორია. მას რუსი გოგონა - ოლგა სმირნიცკაია შეუყვარდა. გოგონას მშობლებმა ახალგაზრდებს არ მისცეს დაქორწინების უფლება. ამ სიყვარულის ისტორიაზე წიგნებია დაწერილი და ლამაზი ფილმებიგადაღებული.

საბოლოო ჯამში, შტრაუსმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. იეტი იოჰან შტრაუსზე 7 წლით უფროსი იყო, თუმცა ის ალერსიანი და მზრუნველი ცოლი აღმოჩნდა. იეტი თავად იყო მომღერალი და შტრაუსის შემოქმედების თაყვანისმცემელი. ის არა მარტო კარგი მეუღლე, არამედ კარგი იმპრესარიოც გახდა ქმრისათვის.

5

5

1860-70 წლები შტრაუსის შემოქმედების აყვავების ხანა აღმოჩნდა. ამ დროს დაწერა კომპოზიტორმა თავისი საუკეთესო ვალსები - „მშვენიერ ცისფერ დუნაიზე“ და „ვენის ტყის ზღაპრები“. ამ დროსვე შეიქმნა მისი საუკეთესო ოპერეტები.

 

ოლგა სმირნიცკაია

 

შტრაუსის მუსიკალური შემოქმედება

6

6

ცხოვრების მანძილზე შტრაუსმა სიცოცხლის მანძილზე თითქმის 500 ნაწარმოები შექმნა, საიდანაც 168 ვალსი და 117 პოლკაა. მან საცეკვაო მუსიკას ახალი დატვირთვა მისცა და ვალსი ბევრი სხვა კომპოზიტორის შთაგონების წყაროდ აქცია. ოფენბახის, ვაგნერის, ლაგერის თუ ჩაიკოვსკის საცეკვაო მელოდები სწორედ შტრაუსის ულამაზესი ვალსების გავლენით არის შექმნილი.