ექვთიმე თაყაიშვილი


 

შესავალი

საფრანგეთში 1921-1945 წლებში ცხოვრობდა ერთი ქართველი ადამიანი თავის სათნო მეუღლესთან ერთად. ეს ქართველი კაცი ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი იყო მთელ საფრანგეთში. იგი საქართველოს განძის პატრონი იყო და ამ განძს ძალიან უფრთხილდებოდა. ეს ადამიანი ძალიან ხშირად შიმშილობდა და უკანასკნელი ფულით საქართველოდან ევროპაში მოხვედრილ ისტორიულ ნივთებს ყიდულობდა. ეს ადამიანი ექვთიმე თაყაიშვილი იყო. მადლიერმა სამშობლომ და ქართულმა ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა.

1

 

ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობა და ახალგაზრდობა

2

ექვთიმე თაყაიშვილი გურიის პატარა სოფელში, ლიხაურში დაიბადა. იგი სულ პატარა იყო, როდესაც მშობლები დაეხოცა. ექვთიმეს ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ექვთიმე ძალიან ცელქი, მაგრამ ბეჯითი და ნიჭიერი ბავშვი იყო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში გააგრძელა. ქუთაისში სწავლის პერიოდში ექვთიმე მოწაფეებს ამზადებდა, თუმცა ეს შემოსავალი არ იყო საკმარისი ცხოვრებისათვის. ნიჭიერმა ექვთიმემ გიმნაზია წარმატებით დაამთავრა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ექვთიმემ სწავლა რუსეთში, ქალაქ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. იგი ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. რუსეთში ცხოვრების პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავალი მეცნიერისათვის. პეტერბურგის უნივერსიტეტში მან ღრმა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.

3

საქართველოში დაბრუნებულმა ექვთიმემ მაშინვე დაიწყო აქტიური მოღვაწეობა. იგი დაუღალავად ეძებდა და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. ექვთიმემ უამრავი საეკლესიო წიგნი და სხვა ისტორიული მასალა შეაგროვა. ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე ბევრს მუშაობდა.

ექვთიმე ძალიან ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და ისტორიულ მასალებს აგროვებდა. მან ბევრი მნიშვნელოვანი ხელნაწერი მოიძია. მათ შორის – „ვეფხისტყაოსნის“ 17 უძველეს ხელნაწერს მიაგნო.

 

ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი გახდა. ამ პერიოდში ის აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.

 

4

 

საფრანგეთში გამგზავრება

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება შემოიჭრა. საქართველოს მთავრობა ევროპაში გადაიხვეწა. მთავრობის წევრებმა საქართველოს ისტორიული განძი თან წაიღეს. ასე ცდილობდნენ ისინი საქართველოს ისტორიული საუნჯის გადარჩენას.

ექვთიმემ გადაწყვიტა, რომ განძის დასაცავად საფრანგეთში გამგზავრებულიყო. ის თავის მეუღლესთან ერთად პარიზში გადასახლდა.

საქართველოს განძის დაცვა და მოვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. ბევრი დიდი მუზეუმი ცდილობდა, რომ ქართული საუნჯე შეეძინა. მათ შორის იყო ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებიც. გარდა ამისა, სამეგრელოს თავადი - სალომე დადიანი ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილი განძის მემკვიდრეობას იჩემებდა. მან სასამართლოშიც კი შეიტანა სარჩელი. ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა განძის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებაც.

5

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა ფაშისტებმაც გაიგეს საქართველოს განძის შესახებ. მათ ექვთიმე თაყაიშვილის ბინა გაჩხრიკეს. ექვთიმემ ქართველ მეგობრებთან ერთად განძის გადამალვა მოახერხა. მოგვიანებით საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ განძი მას ეკუთვნოდა. ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვა პატრიოტმა ქართველებმა ამჯერადაც შეძლეს ქართული საუნჯის დაცვა. ისინი დაუღალავად იბრძოდნენ განძის შესანარჩუნებლად.

6

ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეუღლე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ხშირად საკვების ფულიც არ გააჩნდათ და შიმშილობდნენ. ამ დროს ექვთიმესთან ხშირად მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმიდან და მას ძალიან დიდ თანხას სთავაზობდნენ ისტორიული განძის საფასურად. ექვთიმე თაყაიშვილი ყველა ნივთს ძალიან უფრთხილდებოდა. საკუთარი თავისათვის ქართული განძის გაყიდვა ვერც კი წარმოედგინა. ამ პერიოდში ექვთიმეს მეუღლე გარდაიცვალა. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო უკვე მოხუცი ექვთიმესთვის. მარტოდ დარჩენილი ექვთიმე შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობისგან ბევრჯერ კინაღამ დაიღუპა. ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი იგი განძის დაცვაზე ფიქრობდა. მას თითქოს ეს მიზანი აძლევდა ძალას.

საქართველოს საუნჯეს საფრთხე სხვადასხვა მხრიდან ემუქრებოდა. დიდი შრომის შედეგად, 1944 წელს საფრანგეთის მთავრობა დათანხმდა, განძი საქართველოსთვის დაებრუნებინა. 249 ყუთში მოთავსებული საგანძური ექვთიმეს თანხლებით საქართველოში დაბრუნდა.

 

ცხოვრების ბოლო წლები

7

82 წლის იყო ექვთიმე, როდესაც საქართველოში დაბრუნება შეძლო. მოხუცმა მწერალმა უნივერსიტეტში განაგრძო მოღვაწეობა. ექვთიმე თაყაიშვილი ბედნიერი იყო, რომ სამშობლოში იმყოფებოდა. მას უდიდეს პატივს სცემდა მთელი საქართველო.

ცხოვრების ბოლო წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ძალიან შეავიწროვა საბჭოთა ხელისუფლებამ. ის გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან. მისი შვილობილი დააპატიმრეს. მეგობრებს და თანამშრომლებს ექვთიმეს ნახვას უკრძალავდნენ.

ექვთიმე თაყაიშვილი 90 წლის გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მხოლოდ ერთგული მეგობრები ესწრებოდნენ. დიდი ქართველი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

 

8