ეგვიპტის პირამიდები


 

\"\" ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს საოცრებაა. ეს უზარმაზარი ქვის შენობებია, რომლებიც ეგვიპტელებმა ძალიან დიდი ხნის წინ ააგეს. ეგვიპტელები ამ უზარმაზარ შენობებს მანქანებისა და ტრაქტორების გარეშე აშენებდნენ. ისინი უზარმაზარ ლოდებს ხელით ზიდავდნენ. პირამიდები ძალიან დიდხანს შენდებოდა. პირამიდებს ეგვიპტელები ფარაონებისათვის აგებდნენ.

 

ფარაონი ეგვიპტის მეფე იყო. ფარაონი ეგვიპტელი ხალხისთვის ღმერთი იყო. ფარაონს ძალიან დიდ პატივს სცემდა ხალხი. სიკვდილის შემდეგ ფარაონს პირამიდაში მარხავდნენ. პირამიდა ფარაონების სამარხი იყო. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ადამიანი სიკვდილის მერეც ცოცხლობდა. ეგვიპტური გადმოცემა გვეუბნება, რომ პირამიდა ფარაონის სახლია სიკვდილის შემდეგ.

 

როგორ შენდებოდა პირამიდები?

ნეტავ ვინ აშენებდა პირამიდებს? ზოგი მეცნიერი ამბობდა, რომ პირამიდებს მონები და უცხოელები აშენებდნენ. ბოლო წლებში დაადგინეს, რომ პირამიდებს ჩვეულებრივი ეგვიპტელი გლეხები აშენებდნენ. თურმე ზოგიერთი მათგანი ქალიც კი ყოფილა.

როგორ შენდებოდა პირამიდები?

\"\"

 

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღემდე არ არსებობს. პირამიდებს ძალიან ადრე, ქრისტესშობამდე მე-18 საუკუნიდან აშენებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირამიდებს მდინარი ნილოსის ადიდების დროს აშენებდნენ. ამიტომაც გრძელდებოდა ასე დიდხანს მისი მშენებლობა. მდინარე ნილოსს მოჰქონდა ქვები და სილა. მათ ხალხი სამშენებლო მასალად იყენებდა. უზარმაზარ ქვებს ხის მორებზე აცურებდნენ. მორები კი თოკებით მიჰქონდათ. ქვები ძალიან მძიმე იყო. ზოგიერთი მათგანი ხუთ ტონასაც კი იწონიდა. მძიმე სამუშაო იყო პირამიდების მშენებლობა. ეგვიპტელები მას გულმოდგინედ ასრულებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ფარაონის პირამიდის მშენებლობა წმინდა საქმე იყო.

 

გიზის პირამიდები

 

დღემდე ეგვიპტეში ოთხმოცამდე პირამიდაა შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე დიდია გიზის \"\" პირამიდები. გიზე ადგილია ეგვიპტეში. აქ სამი დიდი პირამიდა დგას. მათ გიზის პირამიდებს უწოდებენ. მათგან ყველაზე დიდი ფარაონ ხეოფსის პირამიდაა. ამ პირამიდას 30.000-მდე ადამიანი აშენებდა 80 წლის განმავლობაში. ხეოფსის პირამიდა უზარმაზარი ლოდებითაა აშენებული. ლოდები ძალიან მჭიდროდაა ერთმანეთთან შეერთებული. ეს უზარმაზარი ლოდები ისე მჭიდროდაა, რომ მათ შორის ნემსი არ გადის. მნახველს ჰგონია, რომ ეს პირამიდა ერთი მთლიანი, უზარმაზარი ლოდია. გიზის მეორე პირამიდა ხეფრენის პირამიდაა, მესამეს კი მიკერინასი ჰქვია. ხეფრენიც და მიკერინასიც ხეოფსის პირამიდასთან შედარებით უფრო პატარა ზომისაა.

\"\"

 

პირამიდის მძარცველები

ფარაონს დაკრძალვის დროს ძვირფასეულობას და ავეჯს ატანდნენ. ხალხმა იცოდა, რომ პირამიდები სავსე იყო ძვირფასეულობით. ეგვიპტელებისათვის ფარაონი ღმერთი იყო და არასოდეს გაბედავდნენ მის გაქურდვას. მაგრამ აქ სხვა ადამიანებიც მოდიოდნენ, რომლებსაც უნდოდათ, ფარაონის სიმდიდრე ეპოვათ. პირამიდის პირველ მძარცველად ხალიფა აბლ ალაჰ მამუნს მიიჩნევენ. მან უზარმაზარი გვირაბი გათხარა ხეოფსის პირამიდაში შესასვლელად. თუმცა იქ შესულმა ვერაფერი აღმოაჩინა. ხალხმა ნელ-ნელა თავი გაანება პირამიდაში შესვლის მცდელობას. თუმცა მისი გაქურდვა არ შეუწყვეტიათ. ხეოფსის პირამიდა გარედან დაფარული იყო თეთრი პრიალა ქვებით. ეს ქვები ძალიან ძვირფასი იყო. ხალხმა ნელ-ნელა მოაცალა პირამიდას პრიალა ქვის ფილები. ხეოფსის \"\" პირამიდა გაქურდვის გამო დაპატარავდა კიდეც. ადრე მისი სიმაღლე 146 მეტრი იყო, დღეს კი 137 მეტრია. ხალხმა მას ნელ-ნელა შემოაცალა ლოდები, რომლებსაც შემდეგ სახლების მშენებლობისთვის იყენებდნენ.

7

7

სფინქსი უცნაური, ზღაპრული არსებაა. მას ლომის ტანი და ადამიანის თავი აქვს. სფინქსის უზარმაზარი ქანდაკება ეგვიპტეში ხეოფსის პირამიდასთან ახლოს მდებარეობს. ეგვიპტელებმა ის იმისთვის ააგეს, რომ ხეოფსის პირამიდა დაეცვა. სფინქსის ქანდაკების სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი – 60 მეტრი. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სფინქსი \"\" ისევე ააშენეს, როგორც პირამიდები. თუმცა მეცნიერმა მარკ ლაინერმა უარყო ეს მოსაზრება. იგი ამტკიცებს, რომ სფინქსის თავი არის ერთი უზარმაზარი მთლიანი ლოდი. ეგვიპტელებმა იგი გამოთალეს და ადამიანის თავის ფორმა მისცეს. ლომის ტანი მას მოგვიანებით მიაშენეს. მარკ ლაინერი წერს: „სფინქსის თავი ძალიან ჰგავს ღრუბელს. ეტყობა ეს ქვა დიდხანს იყო ზღვის ფსკერზე. მერე ეგვიპტელებმა ამოიღეს და აქ მოიტანეს“.

\"\"

დღეს სფინქსის ქანდაკება დამახინჯებულია. მას ცხვირი არ აქვს. თუმცა მთლად დანგრეული არ არის. ეგვიპტელებს სწამთ, რომ იგი დღემდე იცავს ხეოფსის პირამიდას.