დუბაი

  00:00           
00:00
 
00:00
         
        
 
 

 

შესავალი

1

ვაგრძელებთ მოგზაურობას და დღეს დუბაის ვესტუმროთ. დუბაი ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია მსოფლიოში. რა გსმენიათ დუბაის შესახებ? ალბათ, გსმენიათ, რომ დუბაიში უამრავი მაღალი შენობაა, ალბათ გსმენიათ, რომ საუკეთესო ქალაქია საყიდლებისათვის, ალბათ გსმენიათ, რომ დუბაიში ბევრი ხელოვნური კუნძულია, ალბათ გსმენიათ, რომ დუბაის სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის, ალბათ გსმენიათ, რომ დუბაიში უამრავი ბანკი და სხვა ორგანიზაციაა. ალბათ გსმენიათ, რომ დუბაიში მოსახლეობის უმრავლესობა უცხოელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გსმენით დუბაის შესახებ, მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ დუბაი და ვიმოგაზაუროთ დუბაიში.

 

სად არის დუბაი

დუბაი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია; სპარსეთის ყურე ალბათ გაგიგიათ - სწორედ სპარსეთის ყურის სანაპიროზე.

 

საინტერესო ფაქტები დუბაი შესახებ

2

ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტია დუბაის შესახებ. ალბათ საინტერესოა, რომ თურმე დუბაი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალაქია. ალბათ ისიც საინტერესოა, რომ დუბაიში ყველაზე მაღალი შენობაა მსოფლიოში - „ბურჯ ხალიფა“. კიდევ უამრავი რამ არის საინტერესო დუბაის შესახებ. საინტერესოა თუნდაც ის, რომ ამ ქალაქში 80% უცხოელი ცხოვრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 კაცი რომ ცხოვრობს დუბაიში, ამ ათი კაციდან რვა უცხოელია... თურმე უფრო და უფრო მეტი უცხოელი სახლდება დუბაიში ყოველ წელს.

თურმე დუბაი ოქროთიც ცნობილია. აქ ყველაზე მეტი ოქრო იყიდება მსოფლიოში. ალბათ, ყველაზე იაფი ღირს ოქრო. თურმე დუბაიში გაუკეთებიათ ყველაზე დიდი ოქროს ჯაჭვი. ეს ოქროს ჯაჭვი მერე გაყიდეს და ის ათასობით ადამიანმა იყიდა და დაინაწილეს ოქროები ამ ოქროს ჯაჭვიდან.

3

დუბაი მხოლოდ ოქროთი და მაღალი შენობებით არ არის ცნობილი. თურმე დუბაიშია მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენები. თუ დიდი და ლამაზი ცხენების ნახვა გინდათ, დუბაის ესტუმრეთ, ცხენებითაც ცნობილი ყოფილა დუბაი.

ალბათ, ძალიან გაგიკვირდებათ და არ დაიჯერებთ: თურმე დუბაიში ქუჩებსა და სახლებს არაფერი აწერიათ, ჰო, მისამართები არ აქვთ. ანუ, დუბაი ქალაქია, სადაც ქუჩებსა და სახლებს არც სახელი და არც ნომერი აქვთ. უმისამართოთა ქალაქი შეგვიძლია დავარქვათ დუბაის!

4

დუბაიზე სხვა ბევრი უცნაური და საინტერესო ფაქტიც შეიძლება მოგიყვეთ: დუბაიში არის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. ამ სავაჭრო ცენტრის შიგნით თხილამურებით სასრიალო კურორტია. ალბათ უცნაურია, მაგრამ ფაქტია: დუბაიში ადამიანის მიერ გაკეთებული, ანუ ხელოვნური კუნძულიცაა. ის პირველი ხელოვნური კუნძულია მსოფლიოში. ამ კუნძულს „პალმის კუნძულს“ ეძახიან.

 

დუბაის ღირშესანიშნაობები

5

მსოფლიოს ყველაზე დიდი და მაღალი შენობაბურ ხალიფა. ბურ ხალიფა დუბაიშია. ბურჯ ხალიფასაშენება 2004 წელს დაიწყეს დაითქმის რვა წელიწადს აშენებდნენ. იცი, რამდენი სართულიაამ ენობაში? არ დაიჯერებ, ალიან ბევრი - 163 სართული. შენობის სიმაღლე კი 828 მეტრია. ამ შენობაში ხალხიც ცხოვრობს, ხალხს ბინები აქვს, ამ შენობაში ხალხი მუაობს კიდეც. ამ შენობაში სასტუმროც არის და სტუმრებიც ცხოვრობენ. ამ შენობაში კაფე და რესტორანიც ბევრია. ამ კაფეებსა და რესტორნებში გემრიელკერძები შეგიძლია მიირთვა.

 

უოთერ დისკუ

წყლის დისკო ანუ „უოთერ დისკუ“ თუ გაგიგია, რა არის? არა? ის სასტუმროა. ეს სასტუმრო დუბაიში აშენდება. ჩვეულებრივი სასტუმრო არ გეგონოს, განსაკუთრებული სასტუმროა, ძალიან განსაკუთრებული. განსაკუთრებული იმით არის, სასტუმროს ოთახები წყალქვეშ იქნება. სტუმრები წყალქვეშა ოთახებში იცხოვრებენ...

6

სასტუმროში ზღვის ზედა და ზღვის ქვედა ნაწილები იქნება. წყალქვეშა ნაწილს დისკოს ფორმა ექნება და ზღვის ფსკერზე იქნება. წყალქვეშა და წყალზედა მთავარი დისკოები ერთმანეთთან კოშკით იქნება დაკავშირებული. კოშკში ლიფტი იმუშავებს. ქვედა და ზედა დისკოებს შორის კიბეც იქნება. წყლის ქვეშ სასტუმროს ოთახებს გამჭვირვალე კედლები ექნება. ანუ კედლებიდან ზღვის დანახვა იქნება შესაძლებელი. სტუმარი დაინახავს, როგორ დაცურავენ თევზები ზღვაში, როგორ იკვებებიან, რა მცენარეები იზრდება ზღვის ფსკერზე... ანუ ზღვაში იცხოვრებენ და ზღვის ცხოვრებას იგრძნობენ. ეს სასტუმრო ყველაზე საინტერესო სასტუმროა მსოფლიოში. მომავალში, ალბათ, სხვა ქალაქებშიც ააშენებენ ასეთ სასტუმროებს, მაგრამ დუბაი ამ საქმეშიც პირველია.