ახალციხე

 

თრიალეთის ქედის სამხრეთით ახალციხის მხარე და ჯავახეთი მდებარეობს. ეს მხარეები დიდხანს იყვნენ ოსმალეთის ხელში და მხოლოდ 1829 წელს შემოუერთდა საქართველოს.

\"\" A ახალციხის მხარე საკმაოდ მაღალზეა. ამის გამო აქ ძალიან გრილი ჰავაა. ზამთარი ცივი იცის და ხშირად სამ-ოთხ თვეს დედამიწა თოვლით არის დაფარული.

ნოემბერში, როცა შემოდგომის თბილი დღეებია ქართლსა და კახეთში, ახალციხის მხარეში თოვლი დევს და შუა ზამთარია. სიგრილისა და სიცივის გამო ამ მხარეში ქართლისა და კახეთის ბევრი ხილი საერთოდ არ ხარობს. აქ ვერ ნახავ წაბლს, ლეღვს და ბროწეულს; ყურძენი ვერ იტანს აქაურ ცივ ზამთარს და ვენახები აქ თითქმის არ არის და ღვინოსაც, რასაკვირველია, აქაური მაცხოვრებლები ვერ წურავენ. ვაშლი და მსხალი კი შესანიშნავი მოდის და ბლომადაც.

1

\"\"

 

ახალციხის რაიონში ძირითადად ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ ყველა ქრისტიანი არ ყოფილა. ეს მხარე დიდხანს ოსმალეთს ემორჩილებოდა და აქაური ქართველების დიდი ნაწილი გაამაჰმადიანა... თუმცა,. ქართული ენა უმრავლესობამ კარგად იცოდა. გამაჰმადიანებული ქართველები და ქართველი ქრისტიანები ცალ-ცალკე სოფლებში ცხოვრობდნენ; მაგრამ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ.

2

ახალციხის მხარეში მიწა ბეგების საკუთრება იყო. ეს ბეგები იყვნენ გამაჰმადიანებული თავადების შთამომავლები. გლეხს საკუთარი მიწა არ ჰქონდა: გლეხი ბეგების მამულში მუშაობდა და ბეგს ღალაში აძლევდა მოსავლის მეხუთედს.

\"\" აქაური გლეხი ძირითადად ხნავდა და თესავდა, აგრეთვე შინაურ პირუტყვს უვლიდა, მოჰყავდა ხეხილიც. აქაური ბაღები სხვადასხვა ჩინებული ხეხილით არის განთქმული; განსაკუთრებით მსხალი და ვაშლი იცის კარგი. კაკალი ძალიან დიდი იზრდება და ბევრსაც ისხამს. შინაური საქონლიდან აქ უფრო ხშირია ცხვარი და ღორი. თესავენ სიმინდს, შვრიას, ქერსა და პურს.

3

ახალციხის რაიონში საკმაოდ დიდი ქალაქია ახალციხე. ძველად ამ ქალაქს ლომისი ერქვა. ახლანდელი სახელი დაერქვა მეჩვიდმეტე საუკუნეში. როცა ოსმალებმა აიღეს ახალციხე, ძველი ციხე დააქციეს, ახალი ააშენეს და დაიწყეს აქ ბატონობა.

 

4

\"\" ახალციხეში ჩამოდის პატარა მდინარე ფოცხოვი, რომელიც ქალაქის დასავლეთით ერთვის მტკვარს. ფოცხოვი ახალციხეს ორ ნაწილად ყოფს: სამხრეთის მხარეს ახალი ქალაქია გაშენებული, ჩრდილოეთის მხარეს _ ძველი ქალაქი. ახალ ქალაქში ძირითადად სომხები ცხოვრობენ და აქ უფრო კარგი სახლებია, განიერი, სწორი და სუფთა ქუჩები, ვიდრე ძველ ქალაქში. ძველი ქალაქის მცხოვრებლებს შეადგენდნენ ძირითადად ქართველები და ებრაელები. ქართველებში ბევრი კათოლიკეა, ზოგი კიმართლმადიდებელი. ძველ ქალაქშივე ზედ ფოცხოვის ნაპირზე, არის მაღალ კლდეზე აშენებული, სახელგანთქმული ციხე. ეს ციხე სულ ახლახან აღადგინეს და ძალიან ლამაზი სანახავია.

\"\"

ახალციხის მხარეში შემდეგი შესანიშნავი სოფლებია: აბასთუმანისადაც ცნობილი სამკურნალო წყლები და ასტრონომიული ობსერვატორიაა; რუსთავისადაც დაიბადა დიდი პოეტი შოთა რუსთაველი; ურაველი – შესანიშნავი რკინის წყლით, აწყურითავისი შესანიშნავი ძველი ციხითა და მონასტრით და სხვა.

A აქვე არის ორი ისტორიული ძეგლი: ვარძია და საფარა.

5

ძველად ახალციხის მხარე მდიდარი იყო მონასტრებით. უპირველეს მონასტრად ითვლებოდა ვარძია, რომელიც ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, მტკვრის პირას, ხერთვისის ხეობაში. ყველა სხვა ქართული მონასტრებისგან ვარძია გამოირჩეოდა იმით, რომ იგი სხვა მონასტრებივით არ არის აშენებულიმისი სენაკები ბერებისათვის, ეკლესიები და სამეფო სასახლეები გამოჭრილია კლდეში და ისეთი ოსტატობით, რომ ბევრად სჯობდნენ \"\" აშენებულ შენობებს... ვარძიის აგება დაიწყო თამარის მამამ, გიორგი მეფემ, ხოლო დაამთავრა თვით თამარ მეფემ. თამარ მეფეს აქვე ჰქონდა სამეფო რეზიდენცია. თამარ მეფეს აქ ძალიან უყვარდა დასვენება. ეს დიდებული და მდიდარი მონასტერი მტრის თვალს იზიდავდა, რის გამოც ვარძია რამდენჯერმე გაიძარცვა მტრის მიერ საქართველოს სისუსტის დროს. მეთექვსმეტე საუკუნეში ვარძია სრულიად ააოხრა და ბერებიც დახოცა სპარსეთის ერთმა შაჰმა. ამის შემდეგ ვარძია ვეღარ წამოდგა ფეხზე. ბოლოს სულ დაცარიელდა და გაუქმდა,

6

როცა ახალციხის მხარე ოსმალოებმა დაიპყრეს.

მიუხედავად ამისა, ყოველი წლის 15 აგვისტოს აქ მოდიან სალოცავად ქართველები, არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც.

\"\"

7

E ახალციხიდან სამხრეთით, 6 კილომეტრში, მეორე შესანიშნავი მონასტერია - საფარა. რა დიდებული მონასტერი იყო წინათ საფარა, ჩანს იქიდან, რომ მასში აქამდე თორმეტი ეკლესიის ნაგებობაა შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე დიდია წმიდა საბას ეკლესია. ეს ეკლესია ძალიან ჰგავს გელათის ტაძარს. მონასტერი ტყიან ადგილასაა, მთაში. აქ სუფთა და საღი ჰაერი და ცივი წყაროებია. აქაურ მთავრებსჯაყელებს სწორედ საფარაში ჰქონდათ საზაფხულო რეზიდენცია.

 

8