ქაღალდი
1
ქაღალდის გამოგონება
ქაღალდს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. ქაღალდზე ვწერთ. ქაღალდი სხვადასხვანაირია: პრიალა, სქელი, თხელი, სხვადასხვა ფერის...
წიგნები ქაღალდზე იბეჭდება. ქაღალდი ჩინელებმა გამოიგონეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 751 წელს. ჩინელებს არ სურდათ, რომ ქაღალდის შესახებ სხვებსაც გაეგოთ. ისინი ქაღალდის შექმნის ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ. საიდუმლოს ბოლომდე შენახვა მაინც ვერ შეძლეს. არაბებმა გაიგეს, რომ ჩინელები რაღაც თხელ ფირფიტებზე წერდნენ. ამ ფირფიტებს ქაღალდს ეძახდნენ. არაბებმა მოახერხეს რამდენიმე ჩინელის დაჭერა. მათ ქაღალდის დამზადება იცოდნენ. ჩინელები იძულებულები გახდნენ, გაეცათ ქაღალდის დამზადების საიდუმლო. ასე გაიგეს არაბებმა, როგორ მზადდებოდა ქაღალდი. დიდხანს ისინიც საიდუმლოდ ინახავდნენ ამ საიდუმლოს. თუმცა შემდეგ ქაღალდი ევროპაშიც გავრცელდა.
ქაღალდი ევროპაში
ევროპაში ქაღალდი პირველად ესპანეთში გააკეთეს. შემდეგ გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა სპეციალური მანქანა გამოიგონა. ამ მანქანით ის ქაღალდს უფრო სწრაფად და უფრო ბევრს აკეთებდა. გუტენბერგის გამოგონება მალე გავრცელდა მთელ ევროპაში.
2
რისგან ამზადებენ ქაღალდს?
ქაღალდს ხისგან ამზადებენ. ხის ქერქს წყალში ალბობენ რამდენიმე დღით. შემდეგ მას წყლიდან იღებენ და ბადეზე ალაგებენ. ძველი ჩინელები ქაღალდის დასამზადებლად თუთის ხის მასალას იყენებდნენ. ბადეზე ხის მასალა შრება. შემდეგ მას წნეხის ქვეშ ათავსებენ. წნეხი მასალას აბრტყელებს და ის თხელი ხდება. ბრტყელ მასალას წნეხის ქვეშ რამდენჯერმე დებენ, სანამ ის ძალიან თხელი არ გახდება. შემდეგ მას ნაჭრებად ჭრიან. დღეს ქაღალდის ფურცლებს უკვე მანქანა ჭრის. ადამიანს ამისთვის ბევრი შრომა აღარ სჭირდება.
3
რაზე წერდნენ ქაღალდის გამოგონებამდე?
4
ადამიანებმა წერა-კითხვა ქაღალდის გამოგონებამდე ისწავლეს. უძველესი ადამიანები მიწაზე წერდნენ. თუმცა ეს ნაწერი მალე იშლებოდა. მიწაზე ნაწერს ქარი და წვიმა შლიდა. შემდეგ ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა რამე უნდა მოეფიქრებინათ. გადაწყვიტეს, ქვაზე დაეწყოთ წერა. ქვაზე წვეტიანი, მაგარი საგნით წერდნენ. ქვაზე წერა რთული იყო. შუამდინარეთში ქვა თიხის ფირფიტებით შეცვალეს. სანამ თიხა სველი იყო, მასზე დაწერა ადვილად შეიძლებოდა. შემდეგ თიხის ფირფიტას აშრობდნენ და ინახავდნენ. თიხის ფირფიტები ძალიან მძიმე იყო და მის შენახვას დიდი ადგილი სჭირდებოდა. ეგვიპტელებმა დასაწერად უფრო ადვილი გზა მოძებნეს: მათ პაპირუსი გამოიგონეს.
პაპირუსი
ეგვიპტელები პაპირუსს პაპირუსის ხისგან ამზადებდნენ. პაპირუსის ხის ღეროს ჭრიდნენ და წყალში ალბობდნენ. შემდეგ ღეროს შუაგულს დანით აჭრიდნენ. ხის ქერქს ბადეზე შლიდნენ. ჯერ კიდევ ნედლ ქერქს ჩაქუჩით ტკეპნიდნენ. შემდეგ ისევ მზეზე აშრობდნენ. ბოლოს სპილოს ძვლით ან მძიმე ნიჟარით ასწორებდნენ. ისე, რომ ზედაპირი სწორი ყოფილიყო. ასე მზადდებოდა პაპირუსი. პაპირუსზე ეგვიპტელები შავი ან წითელი ფერის მელნით წერდნენ. პაპირუსზე წერა ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე ქვაზე ან თიხაზე.
5
საინტერესო ფაქტები:
თიხის წიგნები და რვეულები ძალიან მძიმე იყო. მოსწავლეებს მათი ტარება ძალიან უჭირდათ. ამიტომ მოსწავლეები შუამდინარეთის სკოლებში ადრე დილით მიდიოდნენ. იქ კი გვიანობამდე რჩებოდნენ. გაკვეთილებსაც იქვე ამზადებდნენ. წიგნები თან არ დაჰქონდათ.
სიტყვა „პაპირუსი“ ეგვიპტური სიტყვიდან „პუ-პუ-რო“ მოდის. ეს სიტყვა ქართულად „სამეფოს“ ნიშნავს! პაპირუსი მცენარეა, რომელიც მდინარის პირას იზრდება. ქართულად ამ მცენარეს ჭილსაც ეძახიან!
დღეს ყველაზე მეტ ქაღალდს სკანდინავიის ქვეყნებში, კანადასა და ბრაზილიაში ამზადებენ!
6
გამოყენებულ ქაღალდს არ ყრიან, მას აგროვებენ და აბარებენ! გამოყენებულ ქაღალდს მაკულატურა ჰქვია. მაკულატურის დამუშავების შემდეგ ისევ ახალ ქაღალდს ღებულობენ.