ჭადარი

1

\"\"

ჭადრების ხეივანი

ჭადარი ფოთოლმცვენი მცენარეა: გაზაფხულობით მწვანდება, ხოლო გვიან შემოდგომაზე გაყვითლებული ფოთლები სცვივა. იგი საკმაოდ დიდი ზომის იზრდება. მისი სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრს აღწევს, ხოლო ტანის გარშემოწერილობა - 18 მეტრს. ჭადრის ქერქი მომწვანო-ნაცრისფერია. რაც უფრო იზრდება ჭადარი, მისი ქერქი მით უფრო სკდება. ჭადარი სწრაფად იზრდება და საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს, დაახლოებით 200 წლამდე აღწევს. ჭადრის ხე ადვილი დასამუშავებელია და მისგან ხშირად ავეჯს ამზადებენ.

\"\" ჭადრის ფოთოლი და ნაყოფი

ჭადრის ფოთოლი ცხოველის თათს მოგაგონებთ, გრძელი ყუნწი აქვს და პრიალა ზედაპირი. მისი ნაყოფი მწვანე ფერისაა და დაახლოებით ალუჩისხელაა, გარედან ბუსუსებითაა დაფარული და გრძელი ყუნწით ემაგრება ტოტს. ნაყოფი შემოდგომაზე არ სცვივა, ზამთარსაც უძლებს და მომავალი გაზაფხულისთვის გასაშლელად ემზადება.

\"\" 900 წლის ჭადარი თელავში

ჭადრის თვისებები

2

ჭადარი ჰაერის ყველაზე დიდ გამწმენდად ითვლება. მას აქვს უნარი, შეიწოვოს მომწამლავი ნივთიერებების დიდი რაოდენობა და ამით ჰაერი გაწმინდოს. იგი დიდი ზომის ხეა და ასეთივე ზომის ჩრდილი აქვს, რაც ძალიან მოსახერხებელია ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილის შესანარჩუნებლად. თავისი სიდიდის გამო ჭადარი კარგად აკავებს ქარსა და ხმაურს, ამიტომ მას სანაპიროებზე რგავენ ხოლმე. გარდა ამისა, ჭადარი გარეგნულად ლამაზი ხეა, ამიტომაც ბევრ ქალაქში მათი ხეივნებია გაშენებული. მათ შორის - თბილისშიც. ჩვენს დედაქალაქში უამრავი ჭადრის ხე ხარობს. აქ ჩამოთვლილი დადებითი თვისებების გარდა, ჭადარს გააჩნია ერთი, ბევრისათვის მნიშვნელოვანი, უარყოფითი თვისებაც: იგი ალერგიული ხეა. როდესაც გაზაფხული დგება და ჭადრებს თეთრი ბუსუსები სცვივა, ზოგიერთი გარეთ გამოსვლასაც კი ერიდება. მათ ეწყებათ ალერგია - რაც ნიშნავს, რომ უძნელდებათ სუნთქვა, ეწყებათ ხველა, უცრემლიანდებათ თვალები და ა.შ ამ თვისების გამო, ბევრ ადამიანს არ უყვარს ჭადარი.

 

ჭადრის სახეობები

3

ჭადარს ბევრი სახეობა აქვს. მათგან ყველა სახეობა ჯერ შესწავლილი არ არის. საინტერესოა, ჭადრის ცნობილი სახეობებიდან რომელი სად ხარობს:

კერის ჭადარ- ეს არის ჭადრის ერთადერთი სახეობა, რომელიც მარადმწვანედა მას მხოლოდ ლაოსსა და ვიეტნამში შეხვდებით.

მექსიკური ჭადარი- რომელიც ძირითადად მხოლოდ მექსიკაში მოიპოვება.

ამერიკული ჭადარ- მას ხშირად დასავლეთის ჭადარსაც უწოდებენ, ეს სახეობა საქართველოშიც ხარობს.

აღმოსავლეთის ჭადარი- გავრცელებულია უმეტესად აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. საქართველოში კი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ეს სახეობაა.

კალიფორნიული ჭადარი- ხარობს კალიფორნიასა და მექსიკაში. იგი, სხვა ჭადრებისაგან განსხვავებით, დაბალია (15 მეტრი) და მისი ნაყოფი მოწითალო ფერისაა.

ჰიბრიდული ჭადარი- მას ხშირად ლონდონის ჭადარსაც უწოდებენ. მისი ფოთლები ძალიან ჰგავს ნეკერჩხლის ფოთლებს, რის გამოც ის ხშირად ერევათ ნეკერჩხლის ხეში. ძირითადად გავრცელებულია ევროპაში.

4