ქარიშხალი
შესავალი
1
ძალიან მიყვარს, როცა ნიავია. ამ დროს გრილა, ხეზე ფოთლები მსუბუქად ირხევა და დღეც სასიამოვნოა, განსაკუთრებით - ზაფხულში. ნიავზე ძლიერი ქარია. ქარში გარეთ სიარული სასიამოვნო უკვე აღარაა. ქარი ძალიან ძლიერია: თუ გაბრაზდა, ხეების მოთხრაც კი შეუძლია, სახლიდან სახურავიც კი შეუძლია მოაძროს და შორს გადააგდოს...
თქვენ ყოფილხართ ქარში გარეთ? მაშინ გეცოდინებათ, როგორ ძლიერად უბერავს ქარი, თითქოს შენი აყვანაც კი შეუძლია მიწიდან და შორს გადაფრენა.
თუ ქარს იცნობთ, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება ქარიშხალი: ის უძლიერესი ქარია, ყველაზე ძლიერი ქარების ძალები რომ გააერთიანოთ, აი, ისეთი ძალა აქვს ქარიშხალს! საინტერესოა, როგორ ჩნდება ქარიშხალი, ან წლის რა დროსაა ის ყველაზე ხშირად?
ქარიშხლის წარმოქმნა
ქარიშხალი წარმოიქმნება ხმელეთზეც და წყალზეც. წყალზე და წყლის ნაპირებზე ქარიშხლის წარმოქმნა ბევრად უფრო ადვილად ხდება და უფრო დიდხანს გრძელდება.
2
ქარი ჰაერის მასების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება, რაც უფრო ძლიერი და სწრაფია მათი გადაადგილება, მით უფრო ძლიერი და ხმაურიანია ქარი. შეიძლება რამდენიმე ერთად შეკრულმა ჰაერის მასამ მოიყაროს თავი და ამით დაიწყოს ქარიშხალი. ის თავიდანვე ისეთი ძლიერი არაა, როგორც ბოლოს ხდება; ნელ-ნელა ჰაერის მასების მოძრაობის სისწრაფე იზრდება და ქარიშხალსაც ძალა ემატება.
ჰაერის მასების გადაადგილება და ქარიშხლის წარმოშობა
ქარიშხლის გავრცელების ზონები
მეცნიერები დააკვირდნენ ქარიშხალს და დაადგინეს ის ადგილები, სადაც უფრო ხშირია ქარიშხლები. მათ 7 ასეთი ადგილი გამოყვეს:
3
1. წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, სადაც ყველაზე ძლიერი ქარიშხლის სახეობა – ტაიფუნია გავრცელებული. ქარიშხლები ყველაზე ხშირია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ინდონეზიის ერთ ნაწილში.
2. წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე: აქ ძირითადად ცენტრალური ამერიკის ქვეყნები მდებარეობს და ქარიშხლის მეორე ძლიერი სახეობა ჩნდება. ამ ქარიშხალს ჰურიკანი ჰქვია.
3. ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო ნაწილი: ეს ის მხარეა, სადაც ჰურიკანი „გორდონი“ ბობოქრობს; ის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და ყველაფერს ანადგურებს.
4. ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი: აქ ციკლონია გავრცელებული და ის ყველაზე მეტად ინდოეთს, ტაილანდს, შრილანკასა და პაკისტანს ემუქრება.
5. წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთი მხარე: ამ მხარეში ქარიშხლები ძირითადად ავსტრალიას აზიანებს, შედარებით ნაკლებად – ახალ ზელანდიას.
6. ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე: ქარიშხლების გავრცელების ზონა ძირითადად ამ მხარეში ეხება დასავლეთ ავსტრალიას და ინდონეზიის ნაწილს; აქ ქარიშხლები „ვილი-ვილის“ სახელითაა ცნობილი და მას მძლავრი ქარიშხლის ერთ–ერთ სახეობად მიჩნევენ.
4
7. ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი: ამ მხარის ქვეყნებში, როგორებიცაა კენია, მადაგასკარი, მოზამბიკი – გავრცელებულია ძალიან ძლიერი ციკლონები.
მეცნიერები დაინტერესებულები არიან ქარიშხლების შესახებ ინფორმაციის გაგებით და მას სპეციალურ სადგურში იკვლევენ, რომელსაც მეტეოროლოგიური სადგური ეწოდება.
ბოლოსიტყვაობა
5
როგორც ვნახეთ, ქარიშხლის ბევრი სახეობაა და მათ თავიანთი სახელებიც კი აქვთ. ეს ძალიან საშიში და ძლიერი ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც ადამიანები ხშირად კატასტროფამდე მიჰყავს. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ძლიერი ქარიშხლები არაა გავრცელებული, რადგან ჩვენ კავკასიონის მაღალი მთები გვიცავს.