ფირსაკრავი

შესავალი

1

\"\" ადრე, სანამ CD-პლეიერს გამოიგონებდნენ, არსებობდა სხვა ელექტრო-მუსიკალური საკრავებიც. ასეთი იყო ფირფიტების საკრავი და პატეფონი. ფირფიტების საკრავი,როგორც სახელიდან ჩანს, ფირფიტაზე ჩაწერილ მუსიკას უკრავდა. პატეფონიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ მათ შორის იყო განსხვავება გარეგნულადაც და ტექნიკურადაც. პატეფონს აქვს ყვავილის მსგავსი მიკროფონი დამაგრებული, რაც ხმის გაძლიერების საშუალებაა. დღეს თითქმის ყველა ადამიანი პლეიერს და მუსიკალურ ცენტრს იყენებს მუსიკის მოსასმენად, თუმცა, ფირფიტების საკრავები მაინც არსებობს. ზოგიერთ მუსიკის მოყვარულს ფირფიტაზე ჩაწერილი მუსიკა ურჩევნია და პატეფონს უსმენს.

\"\" ასეთი ძველი მუსიკალური საკრავების ნახვა აგრეთვე მუზეუმებსა და ანტიკვარების მაღაზიებშიცაა შესაძლებელი.

პატეფონი

2

ვინ გამოიგონა ფირფიტების საკრავი და პატეფონი?

3

\"\" პირველად ფირფიტების საკრავი 1887 წელს შექმნა გერმანელმა გამომგონებელმა ემილ ბერლინერმა. იგი 1881 წლიდან ამერიკაში ცხოვრობდა და აქვე შექმნა პირველი გრამაფონი და ფონოგრაფი, რომლებიც ასევე ელექტრონული ხმის ჩამწერი აპარატებია. გრამაფონი მუსიკას უკრავს. ფონოგრაფს კი ხმის ჩაწერა შეუძლია, ჩაწერილი ხმა შეგიძლიათ შემდეგ ფონოგრაფითვე მოისმინოთ.

 

ფირფიტების საკრავს მუშაობისათვის ელექტროენერგია სჭირდება, ფირფიტების თეფში ეწოდება იმ ადგილს, სადაც იდება ფირფიტა. ფირფიტის დადების შემდეგ საჭიროა მას შეეხოს სპეციალური მოხრილი ნემსი, რომელიც ფირფიტის კიდეს ბრუნვის დროს ედება. სხვა შემთხვევაში საკრავი ხმას არ გამოსცემს.

\"\"

ბერლინერის პირველი ფირფიტების საკრავი

4

ფირფიტა სწრაფად ბრუნავს და მუსიკას უკრავს. ერთი სიმღერა ჩაწერილია ერთ ფირფიტაზე. თუ გინდა მეორე ფირფიტის მოსმენაც, ეს ფირფიტა უნდა აიღო და მეორე დადო ფირფიტების თეფშზე. გარკვეული ხნის შედეგ გამოიგონეს ისეთი საკრავი, რომელიც რამდენიმე ფირფიტას ერთდროულად უკრავდა. ამ საკრავს უფრო მაღალი ღერძი ჰქონდა და ზედ ემაგრებოდა ფირფიტები. როცა ერთი მორჩებოდა დაკვრას, მეორე ფირფიტა მოძვრებოდა ღერძიდან და ეცემოდა ფირფიტების თეფშზე. მაგრამ ამ გამოგონებას ცუდი მხარეც ჰქონდა. დაცემისგან ფირფიტები იკაწრებოდა და ხშირად ფუჭდებოდა.

რაც შეეხება პატეფონს, იგი ისევე მუშაობს, როგორც ფირფიტების საკრავი, მაგრამ ზოგიერთ პატეფონს გაცილებით უკეთესი და უფრო ძლიერი ხმა აქვს.

როგორც უკვე გითხარით, ფირფიტას ედება მოხრილი ნემსი, რომელიც დამზადებულია მეტალისგან, საფირონის ან ბრილიანტისაგან. თუმცა, 1990 წელს იაპონელებმა უკვე ლაზერული ფირფიტები გამოიგონეს და ფირფიტის დაფიქსირება ნემსით საჭირო აღარ იყო - ამ საქმეს ლაზერის სხივი აკეთებდა. მას შემდეგ, რაც მაგნიტოფონები და CD-პლეიერები გაჩნდა, ფირფიტების საკრავებისა და პატეფონების გაყიდვამ იკლო, ცოტა ხნის შემდეგ კი საერთოდ აღარ გაყიდულა. ამის შემდეგ მათი გაკეთება შეწყვიტეს.

 

ბოლოსიტყვაობა

5

ფირფიტების საკრავი, ისევე, როგორც პატეფონი, ძველებური, ძალიან ლამაზი მუსიკალური საკრავია. ისინი არაჩვეულებრივ ხმა გამოსცემენ და, ამავე დროს, მუსიკალური საკრავების ისტორიის ნაწილს შეადგენენ. ამიტომ ისინი ძალიან ძვირფასია დღესაც.