ტყე
ტყეში არის ხე. ტყეში არის ბუჩქი. ტყეში არის ჩირგვი. ტყეში არის ბალახი. ტყეში არის მიწა. ტყეში არის ცხოველი, ტყეში არის ფრინველი. ტყეში არის ჰაერი. ტყეში არის სიცოცხლე.
ტყეში მცენარეები ცხოვრობენ. მცენარეების ზომის მიხედვით, ტყე სართულებად იყოფა. ტყე სამ სართულად იყოფა. ზედა სართულზე მაღალი ხეები ცხოვრობენ, შუა სართულზე ბუჩქები და დაბალი ხეები ცხოვრობენ. ქვედა სართულზე კი ბალახები, გვიმრები და ხავსი ცხოვრობენ.
1
მცენარეების გარდა, ტყეში ცხოველებიც და ფრინველებიც ცხოვრობენ. მცენარეები, ფრინველები და ცხოველები ტყეში ერთად ცხოვრობენ.
მცენარეები, ფრინველები და ცხოველები ტყეში ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებენ. მცენარეები, ფრინველები და ცხოველები ერთმანეთს კვებავენ. ისინი კვების ჯაჭვს ქმნიან.
2
ბალახები, გვიმრები, ხავსი, ყვავილები მიწიდან იკვებებიან. ბალახები, გვიმრები, ხავსი, ყვავილები - ცხოველებს კვებავენ. ირემი, ციყვი, კურდღელი, თაგვი, ვირთხა, თრია, ჩიტი და მწერი ბალახებით, გვიმრებით, ხავსითა და ყვავილებით იკვებებიან.
მელია, ბუ, დათვი, მგელი, ვეფხვი, არწივი – ცხოველებით იკვებებიან. ისინი ირემს, კურდღელს, ციყვს, თაგვს, ვირთხას და ჩიტებს მიირთმევენ.
3
ტყეში წელიწადის ოთხივე დროა. წელიწადის ოთხივე დრო განსხვავებულია ტყეში: ზაფხული განსხვავდება ზამთრისგან. გაზაფხული განსხვავდება შემოდგომისგან. ტყეში წელიწადის ოთხივე დრო ძალიან ლამაზია.
ზამთარი ძალიან ლამაზია ტყეში. მთელი ტყე თეთრად არის დაფარული თოვლით. თეთრი, სულ თეთრია ტყე. ზამთარში ძალიან ცივა ტყეში. ტყის სიმწვანე სითეთრით იცვლება. ცხოველები მიკუნჭულები არიან სოროსა თუ ბუნაგში. დათვი მთელი ზამთარი ბუნაგშია. მთელ ზამთარს ძილში ატარებს.
4
5
ირემი კი გარეთ დაეხეტება, არ სძინავს ზამთარში ირემს, არც ბუნაგშია და არც სოროშია შემალული. საკვები ძალიან ცოტაა. ხომ გახსოვთ, ირემი ბალახით, ხავსით, გვიმრებით იკვებება...
ბალახი კი აღარ არის ზამთარში. ირემს ძალიან უჭირს ზამთარში საკვების შოვნა.
6
ზამთარს გაზაფხული მოსდევს. საოცარია გაზაფხული ტყეში. ახლად დამდნარი ყინული კვებავს ბალახს, გვიმრებს, ხავსს, ცხოველებს, ფრინველებს. ახლად ამოსული ბალახი კვებავს ცხოველებსა და ფრინველებს. გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი იფოთლებიან და ყვავილებს ისხამენ. იღვიძებენ ცხოველები, ფრინველები და მცენარეები. ბუნება ისევ მწვანე და ხმაურიანი ხდება.
გაზაფხულს ზაფხული ცვლის ტყეში. ზაფხულში სულ მწვანეა არემარე. ზაფხულში უფრო მეტად ცხელა. ადამიანები ტყეს აფარებენ თავს. იქ შედარებით გრილა. დიდი ხეების ჩრდილი აგრილებს არემარეს. მიწაც და ბალახიც გრილია ზაფხულობით ტყეში. ზაფხულში ცხოველებიც აქტიურდებიან. საკვებსაც აქტიურად ეძებენ, დარბიან ტყეში, ცოცავენ ხეებზე, დაცურავენ ტყის ცივ მდინარეში.
7
8
ზაფხულს კი შემოდგომა მოსდევს. შემოდგომაზე მზე ნაკლებად მცხუნვარეა. ფოთლები საკვებს ვეღარ ამზადებენ, რადგანმზეს ნაკლები სითბო აქვს. რადგან საკვები აკლდება ფოთოლს და მცენარეებს, ისინი ყვითლდება და ნელ-ნელა მიწაზე ცვივა. ზამთარი თუ თეთრია, გაზაფხული და ზაფხული – მწვანე, შემოდგომა ყვითელია – ყვითელი ან ოქროსფერი. ტყე გაყვითლებულია. მხოლოდ მარადმწვანე მცენარეები, ნაძვი და ფიჭვი ინარჩუნებენ მწვანე ფერს. ზამთარი თუ ცივია და ზაფხული – ცხელი, შემოდგომა გრილია. შემოდგომაზე თანდათან იწყებს აციებას. ცხოველებიც ემზადებიან ზამთრისთვის შემოდგომაზე. ამზადებენ სოროებსა და ბუნაგებს. საკვებსაც შემოდგომაზე იმარაგებენ, რომ მთელი ზამთარი გამოიკვებონ.
წელიწადის ოთხივე დრო ულამაზესია ტყეში.
9