ტბები

 

შესავალი

მე ძალიან მიყვარს ზაფხული და წყალი. ზღვაც მიყვარს და ტბაც. თქვენ რომელი გირჩევნიათ? მათ შორის რა განსხვავებაა, ალბათ იცით.

 

1

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ზღვასა და ტბას შორის განსხვავება არის მათ სიდიდეში. ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ზღვა უფრო დიდი და ღრმაა, ვიდრე ტბა. თქვენ ნამდვილად სწორი ხართ! ხშირად ეს მართლაც ასეა, მაგრამ არსებობენ ისეთი ტბებიც, რომლებიც დიდიცაა და ღრმაც. მაგალითად, კასპიის ზღვა, რომელსაც ზღვას იმიტომ ეძახიან, რომ დიდია, თორემ სინამდვილეში იგი ტბაა.

კასპიის ზღვა/ტბა

როდისმე გაგისინჯავთ ზღვის წყალი? შეიძლება ის ბანაობისას შემთხვევით ჩაგეყლაპათ... თუ გახსოვთ, ის წყალი ძალიან მარილიანი იყო. ამიტომაც ამბობენ, რომ ზღვის წყალი უფრო მარილიანია, ვიდრე ტბისაო. მაგრამ აქაც არის გამონაკლისები. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ისეთი მარილიანი ტბა, რომ მასში თევზებიც კი ვერ ჩერდებიან.

ხედავთ, თურმე არც ისე მარტივი ყოფილა ზღვისა და ტბის გარჩევა ერთმანეთისგან! მთავარი განსხვავება არის მათ შორის კავშირი: ზღვები ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდებიან. თქვენ რომ მოინდომოთ შავი ზღვიდან გემით ყველა ზღვის მონახულება, ამას ადვილად შეძლებთ, ერთიდან მეორისკენ გაცურავთ. ტბები კი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ და ერთი ტბიდან მეორეში, თუ ხმელეთზე არ გადახვედით, ვერ მოხვდებით.

 

2

 

ტბების წარმოშობა

3

ტბა ძალიან ლამაზი ბუნებრივი მოვლენაა. ის ხმელეთზე, ჩაღრმავებულ ადგილზე დაგროვებული წყალია. ეს წყალი ხან ერთი მიზეზით გროვდება, ხანმეორით. ტბის გაჩენა შეიძლება ვულკანის ამოფრქვევის შემდეგაც, ასეთ ტბას ვულკანური წარმოშობის ტბას ეძახიან. ზოგჯერ მყინვარების დადნობისას ჩნდება ტბები და მათ „მყინვარულ ტბებს“ უწოდებენ. ძირითადად ტბები წყალს ატმოსფერული ნალექებისგან, თოვლისა და წვიმისგან იღებენ.

4

მართალია, ტბა ბუნებრივად ჩნდება ხმელეთზე, მაგრამ არსებობს ხელოვნურად დაგუბებული ტბებიც. მას ისეთ ადგილებში აკეთებენ, სადაც ძალიან ცოტა წყალია და მცენარეების მოსარწყავად არ ჰყოფნით. შემდეგ ასეთი ტბებიდან არხებით წყლები გაჰყავთ და მინდვრებსა და ყანებს რწყავენ.

 

მსოფლიოში ცნობილი ტბები

ტბები ყველა ზომის არსებობს, პატარაც და დიდიც, ღრმაც და საშუალო სიღრმისაც. მსოფლიოში ცნობილია უდიდესი ტბები. ყველაზე დიდი ტბა არის კასპიის ზღვა, იგი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. სიდიდით მეორე ტბა არის კანადაში და მას ზემო ტბას ეძახიან.

ზემო ტბა ჩრდილო-ამერიკაში

 

ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში არის ბაიკალის ტბა და იგი რუსეთშია. ხოლო ყველაზე პატარა ტბა ცნობილი არაა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პატარა ტბა არსებობს დედამიწაზე.

ბაიკალის ტბა რუსეთში

ბოლოსიტყვაობა

დედამიწაზე ძალიან ბევრი ლამაზი ტბაა, იქ ხალხი არა მარტო იმისთვის მიდის, რომ იბანაოს და დაისვენოს. ზოგჯერ მათ მოსანახულებლად ექსკურსიებსაც აწყობენ ხოლმე.

5

ევროპაში არსებობს ძალიან ლამაზი ბოდენის ტბა, რომელიც სამ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან და სამივეს ეკუთვნის; ეს ქვეყნებია: გერმანია, ავსტრია და შვეიცარია. ამ ტბას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს, მან ეს ქვეყნები ომის დროს დანგრევას გადაარჩინა. ხალხი ამ ტბის მოსანახულებლად ხშირად ჩადის.

საქართველოშიც გვაქვს ისტორიული ტბები, ერთ–ერთი ასეთია ბაზალეთის ტბა, მასზე ბევრი ლეგენდა არსებობს და ხალხიც ხშირად სტუმრობს.

6

თქვენც შეგიძლიათ მოინახულოთ ტბები, დაათვალიეროთ და დატკბეთ მათი სილამაზით.