საფრანგეთის რევოლუცია

 

1

საფრანგეთის რევოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც საფრანგეთის, ასევე მთელი ევროპის ისტორიაში. რევოლუცია არის მოკლე დროში მომხდარი დიდი ცვლილებები. საფრანგეთის რევოლუცია მოხდა 1789-1799 წლებში. ამ რევოლუციის შედეგად შეიცვალა ქვეყნის მართვის ფორმა. ადრე საფრანგეთში იყო აბსოლუტური მონარქიზმი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მმართველს, ანუ მონარქს, აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება. ქვეყნის მართვა არის მხოლოდ ამ ერთი ადამიანის ხელში. რევოლუციის შემდეგ აბსოლუტური მონარქიზმი შეიცვალა რესპუბლიკით. საფრანგეთი აქამდე იყო მონარქია, სადაც ერთი ადამიანი მართავდა ქვეყანას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. რევოლუციის შემდეგ კი იგი გახდა რესპუბლიკა. რესპუბლიკაში ქვეყნის მმართველს ირჩევენ გარკვეული დროით, მთელი ძალაუფლება მხოლოდ მას არ აქვს, იგი გადანაწილებულია სხვა პოლიტიკოსებზეც.

საფრანგეთის რევოლუციის წყალობით, ქვეყანაში ძველი რეჟიმი დასრულდა და გამოცხადდა „ძალაუფლება, თანასწორობა და ძმობა“.

 

ბასტილიის აღება

ბასტილიის აღება

2

ბასტილიის ციხე საფრანგეთის ისტორიული ციხეა. მას სახელი განთქმული ჰქონდა თავისი სიმკაცრით და ცუდი პირობებით. იგი საფრანგეთის მთავარი საპყრობილე იყო, ყველაზე სახიფათო დამნაშავეებს იქ სვამდნენ.

1789 წლის 14 ივლის შეიარაღებულმა ხალხმა აიღო ბასტილიის ციხე. იგი არც ისე კარგად დაცული და შიშისმომგვრელი აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. 17 ივლისს კი იმდროინდელი საფრანგეთის მეფე ლუი XVI იძულებული გახდა, ხალხის გამარჯვება ეღიარებინა. მან პარიზი რესპუბლიკად გამოაცხადა.

 

რევოლუციის შიში ევროპაში

პარიზის რესპუბლიკად გამოცხადებისა და ხალხის გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც დაიწყო გლეხების გამოსვლები. ისინი დიდებულების სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ, მათ ოჯახებს არბევდნენ. ხალხს იმედი მიეცა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამიტომ მათი შეჩერება შეუძლებელი იყო. ევროპაში საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამ ბევრი სახელმწიფო შეაშფოთა.

3

ევროპის სახელმწიფოებში მაშინ მონარქია იყო და ქვეყნის მეთაურები შიშობდნენ, რომ მათ ძალაუფლებასაც დაემუქრებოდა საფრთხე. ამის გამო საფრანგეთის რესპუბლიკას მაშინვე ბევრი მტერი გამოუჩნდა. მათ ჩამოაყალიბეს დიდი გაერთიანება, რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა ვერანაირმა წინააღმდეგობამ ვერ შეაჩერა რევოლუციის პროცესი, ხალხს თავისუფლება სურდა და რადგან პარიზის მაგალითზე დაინახეს, რომ ეს შესაძლებელი იყო, უკვე აღარ შეჩერებულან.

 

4

საფრანგეთის რევოლუცია არ ყოფილა მშვიდობიანი და უწყინარი. მან ძალიან ბევრი სისხლი და სიკვდილი მოიტანა თან. ქვეყნის სათავეში მოვიდა დაჯგუფება, რომლის წევრებსაც იაკობინელებს ეძახდნენ. ისინი დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ 1793 წელს გამოსცეს ბრძანება საეჭვო პირების დასჯის შესახებ. თუკი რომელიმე ადამიანს ასეთად მიიჩნევდნენ, მას სიკვდილით სჯიდნენ. სიკვდილით დასჯის

გილიოტინა

ყველაზე გავრცელებული საშუალება ამ დროს იყო გილიოტინა. გილიოტინა ყველაზე საშინელი მოწყობილობა იყო, რომელიც ადამიანს წამებში კლავდა. ამ მოწყობილობით რევოლუციის პერიოდში 35 000 ადამიანი მოკლეს. საბოლოოდ, იაკობინელებიც სწორედ მათ მსგავსად დაისაჯნენ, ყოველგვარი გამოძიებისა და გასამართლების გარეშე - გილიოტინაზე.

 

ბოლოსიტყვაობა

5

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციამ სისხლისღვრა და სიკვდილიანობა მოიტანა, მან მაინც დიდი როლი ითამაშა საფრანგეთის ისტორიაში. საფრანგეთის რევოლუციამ, ასევე, ბევრ ქვეყანაში შეცვალა მონარქიული მმართველობა რესპუბლიკით, სადაც უბრალო ხალხს საბოლოოდ უფრო მეტი უფლებები და თავისუფლება მიეცა.