საავიაციო კატასტროფები


 

შესავალი

თვითმფრინავი ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტია, მაგრამ თვითმფრინავით ფრენა ყოველთვის უსაფრთხო არ არის. ზოგჯერ თვითმფრინავი ფრენას წყვეტს და მიწაზე ეშვება. ასეთი დაშვება სახიფათოა და ხშირად მისი დაღუპვით მთავრდება ხოლმე. ასეთ შემთხვევას საავიაციო კატასტროფა ეწოდება.

1

საავიაციო კატასტროფები ძირითადად შეუმოწმებელ თვითმფრინავებს მოსდით, ან იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მფრინავი შეცდომას უშვებს ფრენის დროს.

ძალიან რთული საქმეა თვითმფრინავის მიწაზე დასმა. შეიძლება მან ძალიან კარგად იფრინოს ჰაერში, მაგრამ მიწაზე დაჯდომის დროს მოხდეს ავარია. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ხმელეთიდან მიღებული მითითებები, თუ სად და როგორ დაჯდეს თვითმფრინავი, ზუსტი იყოს და ეს მითითებები მფრინავმაც ზუსტად შეასრულოს.

 

2

 

ყველაზე ცნობილი საავიაციო კატასტროფები

1. ტენერიფას ტრაგედია - მოხდა 1977 წლის მარტში, კანარის კუნძულზე, ტენერიფაზე. ამერიკის საბრძოლო თვითმფრინავი და დანიის სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამ შეჯახებისას 583 ადამიანი დაიღუპა და ეს ტრაგედია ყველაზე დიდ საავიაციო ტრაგედიად ითვლება.

 

2. იაპონური ბოინგის ტრაგედია - 1985 წელს მოხდა ტოკიოში. თვითმფრინავი ტექნიკურად კარგად არ იყო შემოწმებული და აფრენისთანავე იგი ჰაერში აფეთქდა. ამ აფეთქების შედეგად 520 ადამიანი დაიღუპა.

3

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი

 

3. შეჯახება ნიუ-დელიში - ნიუ-დელის აეროპორტთან ახლოს ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა ყაზახეთისა და საუდის არაბეთის თვითმფრინავები. შეჯახების მიზეზი იყო დელიდან მოფრენილი თვითმფრინავის დასმისათვის საჭირო არაზუსტი ინფორმაცია. ასევე, ყაზახი მფრინავების ინგლისური ენის არცოდნა. მათ კარგად ვერ გაიგეს ის მითითებები, რომლებსაც ღებულობდნენ ხმელეთიდან. ყაზახეთის თვითმფრინავიდან არც ერთი მგზავრი არ გადარჩენილა, ხოლო საუდის არაბეთის თვითმფრინავიდან მხოლოდ 2 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. სულ ამ კატასტროფის დროს 349 ადამიანი დაიღუპა.

 

4. კატასტროფა პარიზთან ახლოს - 1974 წელს პარიზის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა თურქული ავიახაზების თვითმფრინავი. მიზეზი კი ფრენის დროს ღიად დარჩენილი ასაწევი ბორტი იყო. თვითმფრინავის ყველა მგზავრი, სულ 346 ადამიანი დაიღუპა.

 

4

5. ინდოეთის თვითმფრინავის აფეთქება - 1985 წელს, როდესაც ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი ატლანტიკის ოკეანის თავზე მიფრინავდა, ჰაერში აფეთქდა. ამის მიზეზი იყო ტერორისტების მიერ დამონტაჟებული ბომბი რადიოში. როგორც კი ბომბი აფეთქდა, თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველა მგზავრი - სულ 329 ადამიანი - მაშინვე დაიღუპა.

 

6. ცეცხლი თვითმფრინავის შიგნით - 1980 წელს საუდის არაბეთის თვითმფრინავში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი მოედო თვითმფრინავის სალონს და მფრინავის კაბინას. თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა და მგზავრების ჩამოყვანაც ვერ მოახერხეს მაშველებმა. ამ კატასტროფის დროს 301 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი დღესაც უცნობია.

5

 

7. ამერიკელების შეცდომა - 1988 წელს ირანის სამგზავრო თვითმფრინავს ამერიკის საბრძოლო თვითმფრინავმა ესროლა და ჩამოაგდო. სინამდვილეში მათი სამიზნე ეს თვითმფრინავი არ ყოფილა, მათ შეეშალათ თვითმფრინავი და საბრძოლო ბოინგის ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამ ტრაგედიის დროს 290 ადამიანი დაიღუპა.

 

ბოლოსიტყვაობა

საავიაციო კატასტროფები ხშირად არ ხდება, მაგრამ როცა თვითმფრინავი ვარდება, იქ ძალიან ცოტა ადამიანი გადარჩება ხოლმე. ამის გამო ძალიან საშიშია თვითმფრინავის ჩამოვარდნა. თუ თვითმფრინავი შემოწმებულია და მფრინავიც ყურადღებით მართავს თვითმფრინავს, მაშინ საჰაერო მგზავრობა მოხერხებული და უსაფრთხოა.

 

6