ნაყინი

 

 

ნაყინისტორია

არავინ იცის ზუსტად, სად და როდის შეიქმნა ნაყინი. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელი ნაყინს მიირთმევდა ინდოეთსა და სპარსეთში ლაშქრობისას.

1

ევროპაში ნაყინი მარკო პოლომ შემოიტანა ჩინეთიდან მეთოთხმეტე საუკუნეში.

პირველად ევროპაში ნაყინი იტალიელმა მზარეულებმა დაამზადეს. კერძოდ, კუნძულ სიცილიაზე.

ხოლო ისეთი ნაყინი, როგორსაც დღეს მივირთმევთ, პირველად საფრანგეთის კაფე „ტორტონიში“ დამზადდა.

 

დღესდღეობით ყველაზე მეტ ნაყინს ამერიკელები ჭამენ. 1984 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ივლისი ნაყინის თვედ გამოაცხადა.

 

2

 

ნაყინის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნაყინს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ნაყინის დადებითი მხარეა ის, რომ ბევრ ცილებს შეიცავს და ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის საფრთხეს.

უარყოფითი მხარე არის ის, რომ დიდი რაოდენობით ცხიმს და შაქარს შეიცავს. ცხიმი და შაქარი კი გასუქებას უწყობს ხელს და არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის.

ხილის ნაყინი

3

პირველი ხილის ნაყინი შემთხვევით შეიქმნა 1905 წელს. 11 წლის ფრენკ ეფერსონი გაზიან ტკბილ წყალს ამზადებდა წყლით და არომატული ფხვნილით. წყალს და არომატულ ფხვნილს ფრენკ ეფერსონი ჯოხით ურევდა. ერთ ღამეს მას გარეთ დარჩა ტკბილი წყლის დასამზადებელი ხელსაწყოები. მეორე დილით ფრენკმა ნახა, რომ ჯოხი ტკბილი ყინულით იყო დაფარული. ეს პირველი ხილის ნაყინი იყო.

18 წლის შემდეგ ფრენკ ეფერსონმა ხილის ნაყინის გამოშვება დაიწყო.

 

გიგანტური ნაყინის ტორტი

ნაყინისგან უგემრიელესი ტორტი მზადდება. ფოტოზე ხედავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაყინის ტორტს.

 

4

ეს ტორტი კანადაში დაამზადეს ერთ-ერთი სანაყინის მზარეულებმა. ნაყინის მოსამზადებლად მზარეულები დღე და ღამე მუშაობდნენ.

გიგანტური ნაყინის ტორტის მოსამზადებლად მზარეულებმა 9000 კილოგრამზე მეტი ნაყინი გამოიყენეს.

 

უცნაური ნაყინი

ეს უცნაური ნაყინი ერთ-ერთმა ფირმამ დაამზადა. ნაყინს სხვადასხვა ფორმა აქვს.

 

ამ ნაყინს ანიმაციური გმირისმიკი მაუსის ფორმა აქვს. ეს ნაყინი მანგოს არომატით არის. მანგო ტკბილი ტროპიკული ხილია.

5

 

 

ეს ნაყინი კი ცნობილი ამერიკელი მსახიობისმერლინ მონროს გამოსახულებითაა.

ამ ნაყინს მარწყვის და ნაღების გემო აქვს.

 

 

ეს იხვი დონალდია. იხვი დონალდი დისნეის ანიმაციური ფილმების პერსონაჟია.

ნაყინ დონალდს ბანანის და შოკოლადის გემო აქვს.

 

6

 

ნაყინი და ცხოველები

ნაყინი არა მხოლოდ ადამიანებს უყვართ. ნაყინს ცხოველებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში ზაფხულობით, როდესაც ძალიან ცხელა, ცხოველებს ნაყინს აჭმევენ.

 

7

 

როგორ მოვამზადოთ ნაყინი?

 

იტალიური ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 500 გრამი ნაღები, 180 გრამი შაქრის პუდრა, 5 ცალი კვერცხი, 70 გრამი შავი შოკოლადი.

კვერცხის გული და შაქრის პუდრა კარგად უნდა ავთქვიფოთ, რომ გათეთრდეს.

8

კვერცხის ცილა ერთ მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ, სანამ ქაფი არ გამაგრდება.

ცალკე ავთქვიფოთ ნაღები. ბოლოს მთელი ათქვეფილი მასა ნელ-ნელა შევურიოთ ერთმანეთს და დავამატოთ გახეხილი შოკოლადი.

9

ჩადეთ ნაყინი კონტეინერში და შედეთ საყინულეში სულ ცოტა ორი საათით.