მთვარე

 

შესავალი

მთვარე ციური სხეულია, ისევე, როგორც ვარსკვლავები და პლანეტები. მთვარე დედამიწის მეგობარია და მის ანამგზავრს უწოდებენ მეცნიერები. დედამიწა როცა ბრუნავს, მთვარეც მასთან ერთად ბრუნავს მის გარშემო. დედამიწიდან ძირითადად ღამითაა შესაძლებელი მთვარის დანახვა, თუმცა, ხანდახან დღისითაც ჩანს.

მთვარე სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოჩანს დედამიწიდან. საინტერესოა, რატომაა ასე? ან როგორ ანათებს იგი ღამით, როდესაც ამბობენ, რომ მთვარე ყველაზე ბნელი და ცივი ციური სხეულია?

 

მთვარის შესახებ

1

მთვარეს მართლაც არ შეუძლია ნათება, იგი ცივია და ბნელი. ის, რაც ღამით ანათებს, მზიდან არეკლილი შუქია. თუმცა ეს ისე ცოტაა, რომ ყოველ ღამეც კი არ შეუძლია მას კარგად გაანათოს.

როგორც ვიცით, მთვარე დედამიწის გარშემო ისე ბრუნავს, რომ ჩვენ მხოლოდ მისი ერთი მხარის დანახვა შეგვიძლია. მეორე მხარე ბნელია და დედამიწიდან ვერ დავინახავთ. მაგრამ როდესაც ხელოვნური თანამგზავრები გამოიგონეს მეცნიერებმა, მათ შეძლეს ფრენის დროს მთვარის მეორე მხარისათვის სურათის გადაღება და დღეს უკვე ვიცით, როგორია მთვარის ბნელი მხარე.

 

21

როგორ ფიქრობთ, რატომ იცვლება მთვარის ფორმა ყოველ ღამით? რატომაა ის ხან მრგვალი, ხანაც რკალისებური, ხანაც ნახევრად წრიული? თურმე მზე არა მხოლოდ დედამიწას, მთვარესაც ანათებს და რომელ ნაწილსაც მზის შუქი მოხვდება, ჩვენც იმ ნაწილს ვხედავთ.

 

მთვარე

3

მთვარე ძალიან აინტერესებთ დედამიწაზე მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით - მეცნიერებს. მასზე გამგზავრებაც კი შეძლეს იმისათვის, რომ უფრო კარგად დაეთვალიერებინათ მთვარე ახლოდან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აქ არც წყალია და არც სასიცოცხლო ჰაერი (ატმოსფერო). აქ სიცოცხლე არ არის, მხოლოდ კლდოვანი ზედაპირია.

მთვარის ზედაპირი

 

პირველი ხელოვნური ხომალდი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა, იყო „აპოლო 11“ ამერიკიდან. იგი მთვარეზე დაჯდა 1969 წელს, ხოლო ამ ხომალდის ეკიპაჟის მეთაური იყო ნილ არმსტრონგი. „აპოლოს“ ჯგუფის წევრებმა მთვარე კარგად დაათვალიერეს და სხვადასხვა მასალა საკვლევად დედამიწაზე ჩამოიტანეს.

როგორ გაჩნდა მთვარე?

4

მეცნიერებს ძალიან აინტერესებდათ, როგორ გაჩნდა მთვარე და დიდხანს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. პასუხი დანამდვილებით არც დღეს ვიცით, მაგრამ არსებობს ერთი გავრცელებული აზრი მთვარის გაჩენის შესახებ:

5

ადრე, ძალიან ადრე, როცა დედამიწა გაჩნდა, მას დაეჯახა უზარმაზარი ასტეროიდი, პლანეტის მსგავსი სხეული. ეს შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ დედამიწა ნაწილებად დაიშალა და კოსმოსში გაიფანტა. კოსმოსში არსებობს ძალიან უცნაური მიზიდულობის ძალა, რომელსაც გრავიტაციის ძალა ეწოდება და ეს ნაწილები მისი საშუალებით ისევ ერთად მოგროვდა. თუმცა, ყველა ნაწილი ერთ მრგვალ პლანეტად ვეღარ შეიკრა. ერთ-ერთი მათგანი დედამიწის გარეთ დარჩა და სწორედ ეს არის მთვარე, რომელიც ამის შემდეგ დედამიწას „დაუმეგობრდა“ და გვერდიდან აღარ შორდება. ამ მიზეზით მას დედამიწის თანამგზავრიც უწოდეს.