მაჩუ–პიქჩუ

 

შესავალი

დედამიწაზე ძალიან ბევრი ულამაზესი ადგილია, სადაც ბევრი ხალხი მიდის და ათვალიერებს მათ. ასეთი ადგილების სილამაზე ხალხს აოცებს და ხიბლავს ულამაზესი ხედებით. ერთ-ერთი ასეთი ულამაზესი ადგილია მაჩუ-პიქჩუ.

 

1

მაჩუ-პიქჩუ უძველესი ქალაქის ნანგრევებია, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში, პერუში მდებარეობს. მაჩუ-პიქჩუს ხშირად ინკების დაკარგულ ქალაქსაც უწოდებენ, რადგან ეს ქალაქი ინკების აშენებულია. საინტერესოა, ვინ იყვნენ თვითონ ინკები? ისინი სამხრეთ ამერიკელი ხალხი იყო, რომლებიც ძალიან ადრე ცხოვრობდნენ და ამბობენ, რომ ისინი ძალიან ნიჭიერი და განვითარებული ხალხი იყო. მაჩუ-პიქჩუს აგებაც ამას ადასტურებს.

მაჩუ-პიქჩუ 1430-1462 წლებში ააგეს. მისი მშენებლობა 32 წელი გაგრძელდა. ქალაქი განლაგებულია მაღალი მთის ფერდობზე, დაახლოებით 2 350 მეტრ სიმაღლეზე. საინტერესოა, როგორ ააგეს ინკებმა ამ სიმაღლეზე ასეთი ქალაქი, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა.

 

მაჩუ-პიქჩუს აგების ისტორია

მაჩუ-პიქჩუ განლაგებულია პერუს მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე, მაჩუ-პიქჩუზე. სახელიც ქალაქს სწორედ მთის გამო დაარქვეს. ინკების ქალაქით ყველა მოხიბლულია, რადგან მათ ეს ულამაზესი ნაგებობა დიდ სიმაღლეზე ააგეს და თან ისე, რომ არც გადამზიდი საშუალებები გამოუყენებიათ და არც კირი ქვების ერთმანეთთან მჭიდროდ დასამაგრებლად.

2

თურმე ინკები თვითონ ეზიდებოდნენ უზარმაზარ ლოდებს მთაზე. მათ ასევე იცოდნენ შენობების ისეთი ხერხით აგება, რომ კირით ქვების შეერთება არ სჭირდებოდათ. ის ადგილი, სადაც მაჩუ-პიქჩუა აშენებული, მიწისძვრის დროს ძალიან საშიში ყოფილა და ინკების ნაშენები კედლები კი უფრო კარგად უძლებდნენ მიწისძვრებს, ვიდრე კირის მასით შეწებებული კედლები გაუძლებდნენ.

როდესაც ინკები ქალაქის მშენებლობას მორჩნენ, დაახლოებით ასი წლის შემდეგ, ქალაქს ესპანელი დამპყრობლები შემოესივნენ. ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მათი წასვლის მიზეზი დღესაც დაუდგენელია.

მაჩუ-პიქჩუს არსებობის შესახებ მსოფლიომ 1911 წელს შეიტყო, როდესაც იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ

3

მაჩუ-პიქჩუს ქალაქის კედელი

ბინგემმა აღმოაჩინა იგი. თუმცა ბინგემი პირველი არ ყოფილა, ვინც ქალაქის არსებობის შესახებ შეიტყო. მანამდე არსებობდა ქალაქის რუკები და ვარაუდობენ, რომ ისინი ბრიტანელმა და გერმანელმა ინჟინრებმა შეადგინეს. თუმცა ბინგემმა ის მთელ მსოფლიოს გააცნო და ხალხმაც დაიწყო მაჩუ-პიქჩუს მონახულება.

 

რა დანიშნულება ჰქონდა მაჩუ-პიქჩუს?

4

მაჩუ-პიქჩუ არ ყოფილა ხალხის საცხოვრებლად განკუთვნილი ქალაქი, ის ასეთ საგანგებო ადგილას იმიტომ ააგეს, რომ ინკების პირველ იმპრატორს, პაჩაკუტის ეცხოვრა. გარდა ამისა, ქალაქში აღმოჩენილი ქანდაკებები და საკურთხევლები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქალაქს რელიგიური დანიშნულებაც ჰქონდა. ანუ აქ ინკები თავიანთ ღმერთებს თაყვანს სცემდნენ და ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მათ ეს ქალაქი ღმერთების საპატივცემულოდ ააშენეს.

 

ბოლოსიტყვაობა

მაჩუ-პიქჩუ ითვლება ინკების იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაგებობად. ეს ყველაზე პოპულარული და ცნობილი ადგილია სამხრეთ ამერიკაში, სადაც უამრავი ტურისტი მოდის და ამ ულამაზესი ქალაქის ნახვით ტკბება.

 

5