გურული მოჯირითეები ამერიკაში


 

ცოტა ხნის წინ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში უნიკალური გამოფენა გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყო ამერიკაში გურული ცხენოსნების მოგზაურობისა და წარმატებების ამსახველი მასალები. მასალებთან ერთად, გამოფენაზე გურულ ცხენოსნებზე ბევრი საინტერესო ისტორიაც მოვისმინეთ. ეს ამბავი თქვენც მოგეწონებათ.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

გურულები ამერიკაში

გურული ცხენოსნების ნიჭი და შემოქმედება ამერიკასა და ევროპაში მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.

1892 წელს ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფოს დაარსების მეასე წლისთავს ზეიმობდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ქვეყანაში უამრავი საინტერესო ღონისძიება და სანახაობა ეწყობოდა.   ცხენზე ჯირითი სანახაობებს შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო, ამიტომ სახელგანთქმული ცხენოსნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ. სწორედ ამ დროს გურული მხედრების ჯირითი საქართველოში ამერიკიდან ჩამოსულმა წარმომადგენელმა ნახა და ისე მოიხიბლა, რომ 10-კაციანი ჯგუფი ამერიკაში მიიწვია. მხედრების ჯგუფს „ჩოხაგრძელა“ ერქვა.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" გურულები ჯერ იტალიაში ჩავიდნენ და თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს, შემდეგ საფრანგეთში და ბოლოს გემით ამერიკასაც მიაღწიეს. ყველა ქვეყანაში მაყურებელი მოხიბლული იყო ქართველი

 

გურული მხედრები ამერიკის ქუჩებში

 

მხედრების ოსტატური ჯირითით, ცეკვითა და სიმღერით. „ჩოხაგრძელას“ ამერიკულ-ევროპული ტურნე 4 წელიწადს გაგრძელდა.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" შემდეგი წარმატება ამერიკის აღმოჩენის 400 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმს უკავშირდება. ამ ზეიმზე გურულ ცხენოსანთა ახალი ჯგუფი გაემგზავრა ამერიკაში. ცხენოსანთა ჯგუფს გამოცდილი მხედარი ლუკა ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა. გურულ ვაჟკაცებს არც ქალბატონები უდებდნენ ტოლს ცხენოსნობაში. ისინი დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ და განსაკუთრებულ ლაზათს ჰმატებდნენ გურულ მხედართა წარმოდგენებს.

 

ბაფალოს შოუ

გურული მხედრების წარმატება ამერიკასა და ევროპაში ბაფალოს შოუს უკავშირდება. ბაფალოს შოუს დამაარსებელი უილიამ ქოუდი იყო. ქოუდის უფრო „ბაფალო ბილის“ სახელით იცნობდნენ. ბაფალო (buffalo) ინგლისური სიტყვაა და ბიზონს ანუ გარეულ ხარს ნიშნავს. ბაფალო ბილი ამ შოუს დაარსებამდე ბიზონის ხორცით ვაჭრობდა. ამიტომაც დაარქვეს ეს მეტსახელი. იგი ამერიკის რკინიგზის მშენებლობაზე მუშებსა და ხელოსნებს ამარაგებდა ხორცით და წელიწადნახევრის განმავლობაში 4 300-ზე მეტი ბიზონი მოინადირა. ბაფალო ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა და მალე მიხვდა, რომ წარმოდგენების გამართვა უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ნადირობა და ხორცით ვაჭრობა. 1883 წელს მან საფუძველი ჩაუყარა „ბაფალო შოუს“, რომელიც სულ მალე მთელ ამერიკასა და ევროპაში გახდა ცნობილი. „ბაფალო შოუს“ ერთი წარმოდგენა 10-12 ათას მაყურებელს იტევდა. წარმოდგენები კი ცოცხალ გამოფენას ჰგავდა. აქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ეროვნული ტანსაცმლით გამოდიოდა და მაყურებელს თავისი ქვეყნის ტრადიციებს წარმოუდგენდა. რის ნახვა არ შეიძლებოდა ბაფალო შოუში! ხან ომის, ხან ნადირობის სცენები უამრავი ხალხის მონაწილეობით იმართებოდა. წარმოდგენები ინდიელების თავდასხმებს, ყაჩაღების ძარცვის სცენებს, ბიზონებზე ნადირობის, ჯირითში შეჯიბრების, მიზანში სროლისა და სხვა საინტერესო სცენებისგან შედგებოდა და 3 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ქართველი ცხენოსნები „ბაფალოს შოუს“ 1893 წელს შეუერთდნენ ინგლისში მოგზაურობის დროს და მაშინვე წარმოდგენის მთავარ გმირებად იქცნენ. 1893 წელს „ბაფალო შოუს“ ექვსი მილიონი ადამიანი დაესწრო. ასეთი წარმატება მას არასოდეს აღარ უნახავს.

„ბაფალო შოუ“ 30 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მის წარმოდგენებს დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაესწრო.

 

გურულ ცხენოსანთა წარმატებები

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" ქართველი ცხენოსნების გამოსვლა ამერიკული წარმოდგენების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა. ამ გამოსვლებში

 

ლუკა ჩხარტიშვილის გურულ ცხენოსანთა ჯგუფი

მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მაყურებლის ინტერესი გურული მოჯირითეების ხელოვნებისადმი მხოლოდ ინდიელებისა და კოვბოებისას თუ შეედრებოდა.

გურულები 30 წელიწადზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ამერიკულ და ევროპულ სცენებზე. მათ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს და საყოველთაო აღიარება მოიპოვეს. გურულების ჯირითმა დიდი გავლენა მოახდინა კოვბოების საცხენოსნო ხელოვნებაზე. მოგვიანებით მსგავსი ილეთები, „თავზეხელაღებული“ ჯირითი და ჰაერში ტრიალი კოვბოების საცხენოსნო ილეთებშიც აისახა.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" გურული მხედრების ხელოვნება იმდენად ცნობილი გახდა ევროპაში, რომ ინგლისში ისინი დედოფალმა ვიქტორიამ სასახლეში მიიწვია. დედოფალი იმდენად ნასიამოვნები დარჩა ამ სანახაობით, რომ გურულებს საკუთარი ხელით გადასცა მათივე ფოტოსურათებით სავსე მოოქროვილი ალბომი. ინგლისურმა პრესამ კი უამრავი სტატია დაწერა მხედრების ხელოვნებაზე და მადლობის წერილები გამოაქვეყნა. ასევე წარმატებით იასპარეზეს გურულმა ცხენოსნებმა საფრანგეთშიც.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" გურული ცხენოსნების გამოსვლებს ამერიკაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები - უილსონი და თეოდორ რუზველტიც დაესწრნენ. რუზველტი ისე აღფრთოვანდა მოჯირითე გიორგი ჩხაიძის ოსტატობით, რომ მას სამახსოვროდ ოქროს ბეჭედი და ლანგარი გადასცა, რომელზეც ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტი იყო გამოსახული..

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" მიუხედავად იმისა, რომ გურული ცხენოსნების მოგზაურობის შესახებ ბევრი მასალა განადგურებულია, დღემდე არსებობს 1905 წლის აფიშა. აფიშაზე მხედარი და ჯგუფის მეთაური - ლუკა ჩხარტიშვილია გამოსახული.

 

გურული მხედრების ცხოვრება ამერიკაში

გურული მხედრები შოუს სხვა მონაწილეებთან მეგობრობდნენ. განსაკუთრებით ინდიელებთან ჰქონდათ თბილი ურთიერთობა. გურულები და ინდიელები ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. აი, რა სწერია ერთი უცნობი გურული მოჯირითის წერილში:

„ფილადელფიაში ჩავედით მეორეჯერ. იქ ბევრი ნაცნობი ვნახეთ. ერთი იტალიელი გადამეკიდა და ჩხუბი გამიმართა. ჩხუბში სხვა იტალიელებიც ჩაერთვნენ. ბედად, იქვე შოუს მონაწილე ორი მექსიკელი და ინდიელი აღმოჩნდნენ. ისინიც ჩაერთვნენ ჩხუბში. დავჩაგრეთ იტალიელები. ერთმანეთს ძლივს მოგვაშორეს.“

\"\\"\\\\"\\\\"\\"\" ამერიკული გაზეთი კი 1901 წელს წერდა: „პრინც ლუკას ბრწყინვალე ჯირითი ბაფალო შოუს მთავარი სანახაობაა. პრინცი ჩამოვიდა ბათუმიდან. იგი შოუს 9 წლის წინ შეუერთდა. ლუკამ გვითხრა, რომ პრინცი მას მეგობრებმა შეარქვეს, ისევე, როგორც ინდიელები არქმევენ თავიანთ ბელადებს უცნაურ სახელებს. მთელ შოუში არ მოიძებნება პრინც ლუკაზე უფრო ამაყი ადამიანი. მისი ყველაზე დიდი მეგობარი კი ინდიელთა ბელადი „შავი მელია“ არის“.

ამერიკულ გაზეთებში გურულებისა და ინდიელების მადის შესახებაც წერდნენ. ბაფალო ბილის შოუს მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: „ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 1000-მდე კატლეტს... ო, ეს მხედრები კი კატლეტის ნამდვილი მტრები არიან! მათ ხორცი დღეში სამჯერ უნდათ, თუმცა კიდევაც იმსახურებენ!“

გურულების შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია დაბეჭდა ამერიკულმა გაზეთმა: „თავისუფალ დროს მოჯირითეები ინდიელებთან ერთად თამაშობდნენ ბანქოს, მაგიდის ჩოგბურთს და, რა თქმა უნდა, სვამდნენ. ამერიკაში დაარსდა ყველაზე უცნაური გოლფ-კლუბი, სადაც გაერთიანებული იყო ბაფალო შოუს 9 წევრი: ინდიელები, იაპონელები, მექსიკელები და ამერიკელი კოვბოები. კლუბის პრეზიდენტად კი არჩეულია პრინცი ლუკა. ასე რომ, გურულები სპორტის ამ სახეობასაც მშვენივრად ფლობენ.“

ამერიკასა და ევროპაში გურული მხედრების წარმოდგენები 1917 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში 150-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მაყურებლის წინაშე. რამდენიმე გურული მხედარი ამერიკაშია დაკრძალული.