კომბაინი

 

შესავალი

1

როდისმე გინახავთ, როგორ იღებენ სოფელში პურის მოსავალს? პური ხორბლისგან მიიღება. ხორბალი კი თავთავის ნაყოფია. როდესაც პურის თავთავები ზრდას დაასრულებენ, მას მწიფე თავთავებს ეძახიან. ამ დროს მოსავალი უნდა ავიღოთ. პურის ასაღებად ფერმერები იყენებენ დიდი ზომის მანქანას, რომელსაც კომბაინი ჰქვია.

კომბაინის გამოგონებამ ხალხს ძალიან გაუადვილა შრომა. ისინი უფრო ნაკლებად იღლებოდნენ მოსავლის აღების დროს, უფრო სწრაფად რჩებოდნენ საქმეს და კიდევ ერთხელ ასწრებდნენ პურის დათესვას.

ადრე კომბაინი ძალიან დიდი იყო და მის გადაადგილებას 16 ცხენი სჭირდებოდა. საინტერესოა, ვინ გამოიგონა ასეთი კომბაინი, ან როგორ შეეძლო ამ მანქანას პურის აღება და მისი თავთავების გამორჩევა.

 

პირველი კომბაინი

პირველად კომბაინი, როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდი იყო და იგი გამოიგონა ერთმა ამერიკელმა კაცმა - ჰირემ მურმა 1838 წელს.

2

კომბაინი შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისაგან: ეს იყო საჭრელი მანქანა, რომელიც ჭრიდა მცენარეს. მეორე ნაწილი იყო სალეწი მანქანა, რომელსაც მოჭრილი პურის თავთავი მიეწოდებოდა და იგი არჩევდა მას. მარცვლებს ცალკე ყრიდა, ხოლო თავთავისგან დარჩენილ ნაწილს, ანუ ბზეს კი - ცალკე აგროვებდა.

3

პირველი კომბაინი

საჭრელი მანქანა ძალიან ბასრია, მას ნამგალივით პირი აქვს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მცენარეს ხვდება და ძირს ზემოთ ჭრის მას. ხოლო სალეწი მანქანა იყო დიდი ვაგონის ფორმის მოწყობილობა, რომელიც მანამ ბრუნავდა და ლეწდა ხორბალს, სანამ მას მარცვლები არ გასცვივდებოდა... გამორჩეული მარცვლები ცალკე ყუთში იყრებოდა, ხოლო ის თავთავები, რომლებსაც მარცვლები არ გასცვივდათ, ისევ უკან ბრუნდებოდნენ სალეწ მანქანაში და მათ კომბაინი წვრილად აქუცმაცებდა. ეს დაქუცმაცებული მასაა ბზე, სადაც ერთმანეთში არეულია ქატო და ნამჯა.

მართალია, ადრინდელი კომბაინები ძალიან აადვილებდნენ ადამიანების მუშაობას, მაგრამ მათ მაინც სჭირდებოდათ დახმარება. ერთ კომბაინთან თავიდან 36 ადამიანი მუშაობდა, მერე ეს რიცხვი 30-მდე შემცირდა.

 

თანამედროვე კომბაინები

წლების განმავლობაში კომბაინები საგრძნობლად გააუმჯობესეს. ის ახლა მაინც საკმაოდ დიდი, მაგრამ უკვე კომფორტული მანქანაა, სადაც აღარც მტვერი შემოდის და არც მზისგან იწვება ადამიანი. უფრო მეტიც, დღეს კომბაინები სტერეოსისტემაზეა აწყობილი, მათ ასევე აქვთ კონდიციონერი და რადიო იმისათვის, რომ მუშაობა არ იყოს ძალიან დამღლელი და მოსაწყენი.

 

4

 

ბოლოსიტყვაობა

მე-19 საუკუნეში გამოგონებულმა ამ საინტერესო მანქანამ მთლიანად შეცვალა ფერმერების ცხოვრება: შეამსუბუქა მათი შრომა და მათი შემოსავალიც გაზარდა. ადრე კომბაინები ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ შემდეგ შედარებით გაიაფდა, თუმცა, დღესაც მისი ღირებულება სხვა მანქანებზე ბევრად მეტია.

5

მე მინახავს კომბაინის მუშაობა, თუ თქვენც გაინტერესებთ ამის ნახვა, შეგიძლიათ მოსავლის აღების დროს ესტუმროთ სოფელს და უყუროთ, როგორ ამუშავებს პურის თავთავებს კომბაინი.