სირაქლება

 

სირაქლემა დედამიწაზე ყველაზე დიდი ფრინველია. ის ცხენზე მაღალია.

სირაქლემას აქვს ფრთები, მაგრამ ფრენა არ შეუძლია. სირაქლემას ძალიან პატარა ფრთები აქვს. სირაქლემას აქვს ძალიან გრძელი და ღონიერი ფეხები. სირაქლემა ძალიან სწრაფად დარბის. იგი დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ფრინველია. სირაქლემას შეუძლია ირბინოს 40–50 კილომეტრი. სირაქლემას შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარით ირბინოს. სირაქლემას ნაბიჯი 3–4 მეტრია. მისი ნაბიჯი ყველაზე გრძელია მსოფლიოში.

სირაქლემას სიმაღლეა 2 მეტრი ან მეტი. მისი წონაა 135 კილო და მეტი. სირაქლემას სხეული დაფარულია შავი ან ნაცრისფერი ბუმბულით. კუდი და ფრთების ბოლოები დაფარულია თეთრი და მოკლე ბუმბულით. მას ძალიან გრძელი კისერი აქვს. მას ძალიან პატარა თავი აქვს. სირაქლემა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სულელი ფრინველია.

სირაქლემა ცხოვრობსაფრიკაში. ის ცხოვრობს უდაბნოებში. სირაქლემა ასევე ცხოვრობს ავსტრალიაში. სირაქლემები პატარა ოჯახებად ცხოვრობენ. ერთ ოჯახში ხუთი–ექვსი წევრია. ოჯახში ერთი მამალი სირაქლემაა, დანარჩენი კი - დედალი სირაქლემები. ძალიან იშვიათად სირაქლემები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ. დიდ ოჯახში ოცი-ოცდაათი წევრია. ერთი ოჯახის სირაქლემები ერთ უზარმაზარ ბუდეს აშენებენ. ამ ბუდეში დედალი სირაქლემები კვერცხებს დებენ. ერთი დედალი დებს 6–7 კვერცხს. სირაქლემას კვერცხი ძალიან დიდია. იგი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდია. სირაქლემას კვერცხი ძალიან მაგარია. ის დაფარულია მკვრივი ნაჭუჭით. სირაქლემას კვერცხი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველა მაგარია. დედალი სირაქლემები ბუდეში კვერცხებს დღისით ათბობენ. ღამით კვერცხებს მამალი ათბობს. პატარა სირაქლემები 5–6 კვირაში იჩეკებიან.

სირაქლემა იკვებება მცენარის ფოთლებით. ხანდახან სირაქლემა პატარა ცხოველებსაც ჭამს. სირაქლემა მტაცებელი ფრინველიცაა და ბალახისმჭამელიც.

ევროპაში სირაქლემების სირბილში შეჯიბრი არსებობს. გამარჯვებული სირაქლემა და მისი პატრონი ჯილდოს იღებენ. ევროპაში სირაქლემას ფერმები არსებობს. სირაქლემის ხორცი ძალიან გემრიელია. ის ევროპაში ძალიან პოპულარულია. სირაქლემის ხორცი ძალიან ძვირია. სირაქლემას ზოოპარკშიც ნახავთ. ის თითქმის ყველა ქვეყნის ზოოპარკშია.

სირაქლემას ერთი ძალიან უცნაური ჩვევა აქვს. საფრთხის დროს ის თავს ქვიშაში რგავს. დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ქვიშაში ის საფრთხეს ემალებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ასე არაა. სირაქლემას ქვიშაში მოახლოებული საფრთხის ხმა კარგად ესმის. სირაქლემა არკვევს, რამდენად ახლოსაა საფრთხე. თუ საფრთხე ახლოსაა, სირაქლემა სწრაფად გარბის.

თუმცა სირაქლემა ქვიშაში საფრთხეს არ ემალება, ადამიანებზე მაინც არსებობს გამოთქმა: „სირაქლემასავით თავს ქვიშაში რგავს“. ამას ისეთ ადამიანებზე ამბობენ, ვინც პრობლემას ემალება. ასეთ ადამიანზე კიდევ ამბობენ, რომ სირაქლემასავით იქცევა.