პიზის კოშკი
,,დახრილი კოშკი“ - ასე იცნობენ მსოფლიოში პიზის კოშკს. ის იტალიის ქალაქ პიზაში მდებარეობს. კოშკის შენება 1173 წელს დაიწყო და 200 წელი გრძელდებოდა. კოშკის ავტორი უცნობია.
1
2
პიზის კოშკი ტაძრის სამრეკლოა. აქვს 294 საფეხური. იგი 3.54 გრადუსითაა გადახრილი სამხრეთის მხარეს. თავიდან ეგონათ, რომ კოშკის გადახრა მშენებლობის გეგმაში ჩაიფიქრეს. შემდეგ დადგინდა, რომ კოშკი მშენებლობისას თავისით გადაიხარა. გადახრა მესამე სართულის აშენების შემდეგ დაუწყია.გადახრის მიზეზად ითვლება შეცდომები მშენებლობისას: სამმეტრიანი ფუნდამენტის რბილ ნიადაგზე ჩაყრა, შენების დროს კოშკის ქვეშ ნიადაგის ჩამორეცხვა...
3
უცნაური მდგომარეობის გამო კოშკი დღემდე ყურადღებას იპყრობს. მას ამასთანავე წაქცევის საფრთხეც ემუქრებოდა. ამიტომ ადრიდანვე ცდილობდნენ მის გამაგრებას: მრავალჯერ გამოცვალეს კოშკის დაშლილი კოლონები, გაამყარეს საძირკველი... რადგან გარეგანი საყრდენები კოშკის იერსახეს დაამახინჯებდა, მის გასამაგრებლად სხვა ხერხს მიმართეს: ჯერ საძირკველი გაუმაგრეს ტყვიის მძიმე ლოდებით, შემდეგ ჩრდილოეთიდან ცოტაოდენი მიწა გამოაცალეს, რადგან კოშკი სამრეთ მხარისკენაა გადახრილი. ამით კოშკი ოდნავ გაასწორეს. ამ სამუშაოებმა დახრილობა ნახევარი გრადუსით შეამცირა. კოშკი ოდნავ უკან, ჩრდილოეთისაკენ გადმოიხარა და მიწაში მყარად ჩაჯდა.მანამდე იგი ყოველ წელიწადში 1 მმ-ით მაინც იხრებოდა.
4
2001 წლის დეკემბერში პიზის კოშკი ტურისტებისათვის გაიხსნა.
2008 წელს კი მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ პიზის კოშკს წაქცევის საფრთხე აღარ ემუქრება.
პიზის კოშკს მსოფლიოს უამრავი ტურისტი ათვალიერებს.
5
ეს საინტერესოა: თურმე იტალიელი ფიზიკოსი გალილეო გალილეი პიზის კოშკიდან ცდებს ატარებდა: მაღლიდან ყრიდა სხვადასხვა წონის საგნებს. მეცნიერი ასე ადარებდა ერთმანეთს მძიმე და მსუბუქი საგნების ვარდნის სიჩქარეს.
6