READING.GE

ნაპოლეონ ბონაპარტე

1

ნაპოლეონ ბონაპარტე საფრანგეთის იმპერატორი იყო (1804-1815). იგი კუნძულ კორსიკაზე დაიბადა. კუნძული კორსიკა ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. ნაპოლეონს ბავშვობიდან აინტერესებდა ჯარი და ჯარისკაცის ცხოვრება. ამ ინტერესის გამო იგი სასწავლებლად საფრანგეთში წავიდა. მან მთელი ცხოვრება ჯარში გაატარა. ნაპოლეონმა ჯარში დიდ წარმატებებს მიაღწია. მან მოიგო ომები, დაამარცხა მტრები. ნაპოლეონმა მიაღწია ყველაზე მაღალ სამხედრო თანამდებობას. იგი ჯერ გენერალი გახდა, შემდეგ - საფრანგეთის იმპერატორი. ნაპოლეონის სახელის გაგონებაც კი შიშს იწვევდა. თუმცა, ნაპოლეონი საინტერესო პიროვნებაც იყო. ეს ნიჭიერი ადამიანი ძლიერი მმართველი გახდა.

საინტერესო ფაქტები ნაპოლეონის შესახებ

2

ნაპოლეონს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1812 წელს იგი რუსეთში შეიჭრა. ნაპოლეონს მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა. მან ომი გამართა. ნაპოლეონს უმიზეზოდ არ დაუწყია ომი. იგი რუსეთის ჯარზე ნაწყენი იყო თურმე ახალგაზრდობაში ნაპოლეონს რუსეთის ჯარში უნდოდა მსახურობა. იმ დროს რუსეთის ჯარში ერთი წესი არსებობდა. ყველა უცხოელი ჯარისკაცი, ვინც რუსეთის ჯარში მსახურობას იწყებდა, უფრო დაბალ წოდებას ღებულობდა, ვიდრე მას თავის ჯარში ჰქონდა. ნაპოლეონს რუსეთის ჯარში მიღებაზე უარის უთხრეს. ნაპოლეონი არ დაეთანხმა უფრო დაბალი წოდების მიღებაზე. ნაპოლეონმა თქვა: „მე კაპიტნის წოდება პრუსიის მეფემ მომცა. თქვენთან უბრალო ჯარისკაცად მსახურობაზე უარს ვამბობო“. ნაპოლეონი საფრანგეთის ჯარის გენერალი გახდა. მისი ურთიერთობა რუსეთთან დაძაბული დარჩა.

3

4

[ბრძოლა ბოროდინოს ველზე. ნაპოლეონის ჯარი რუსეთის წინააღმდეგ]

ნაპოლეონი სკოლაში ცუდად სწავლობდა. მას არც ერთი საგანი არ აინტერესებდა, გარდა მათემატიკისა!

ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი იყო, თუმცა ის წარმოშობით ფრანგი არ იყო. მას იტალიელი მშობლები ჰყავდა.

მარიაუიზე

ნაპოლეონის პირველ მეუღლეს ჟოზეფინა ერქვა. მათ შვილები არ ჰყავდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ ნაპოლეონმა ცოლად ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილი მოიყვანა. ქალიშვილს მარია ლუიზე ერქვა. მარია ლუიზესა და ნაპოლეონს ერთი ვაჟი გაუჩნდათ.

5

ბოლოსიტყვაობა

ნაპოლეონმა რუსეთთან ბრძოლა წააგო. წაგებულმა ომმა მისი ძლიერება შეასუსტა. დამარცხებულ ბონაპარტს სხვა ქვეყნებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა. 1815 წელს მას პარიზი დაატოვებინეს. ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. იმპერატორი მარტოობაში ძალიან მალე გარდაიცვალა.

ნაპოლეონის შესახებ ბევრი წიგნია დაწერილი და ბევრი ფილმია გადაღებული. იგი სახელოვანი ისტორიული პირია. ნაპოლეონმა მსოფლიო ისტორია შექმნა.

6