მთები

 

შესავალი

თუ როდისმე ლაშქრობებზე წასულხართ, მაშინ თქვენ უკვე გცოდნიათ, რა ლამაზია მთები... ლაშქრობებზე ხომ ძირითადად მთებში დადიან. ეს სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სპორტია. გარდა ამისა, ლაშქრობის დროს თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ მსოფლიოს ულამაზესი მთები, ფეხით შემოიაროთ მათი ფერდობები და ახვიდეთ მწვერვალზეც კი.

\"\" ჩვენ ყველას გვინახავს, როგორ გამოიყურება მთა. ზოგი მთაზე ყოფილა კიდეც, ზოგს ის ტელევიზორში უნახავს. საინტერესოა, როგორ ჩნდება ის, რომელია ყველაზე დიდი მთა ან რა ნაწილებისგან შედგება იგი.

მთა

 

1

მთების აღწერილობა

\"\" მთები დედამიწაზე ბუნებრივად ჩნდება. მთა დიდი ზომის ამართული სიმაღლეა და სწორი ზედაპირისგან გამოკვეთილია. მთებს სხვადასხვა წარმოშობა აქვთ; არსებობენ ტექტონიკური მთები, ისინი დედამიწის ქანების მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება, აგრეთვე ცნობილია ვულკანური წარმოშობის მთები, რომლებიც ვულკანების ამოფრქვევის შემდეგ ჩნდებიან.

ყველა მთა სხვადასხვა ფორმისაა და თავისებურად ლამაზია. თუმცა, მთებს აქვთ სამი საერთო რამ: მწვერვალი - მთის უმაღლესი წერტილი. ძირი - ადგილი, საიდანაც მთა იწყება და კალთები - მთის მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობები.

2

\"\" მთები სამი სახისაა: მაღალი (მათ ალპურ მთებსაც ეძახიან), საშუალო და დაბალი სიმაღლის მთები. მაღალ მთებს უფრო ვიწრო და წაწვეტებული მწვერვალები აქვთ, ასეთ მთებზე მცენარეები ვერ ხარობს და არც ცხოველები ბინადრობენ. საშუალო და დაბალი სიმაღლის მთებს უფრო მომრგვალებული მწვერვალები აქვთ, ასეთ მთებზე მცენარეებიც ხარობს და ცხოველებიც ცხოვრობენ, იმიტომ, რომ აქ ნიადაგი უფრო ნაყოფიერია.

ზოგჯერ ერთი დიდი მთა გვხვდებაცალკე მდგომი, ზოგჯერ ორი ან მეტი ერთად დგას. მაგრამ არსებობენ ისეთი მთებიც, სადაც ძალიან ბევრი მთა ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას და ისინი ერთმანეთზე გადაჯაჭვულები არიან. ასეთ მთებს მთის ქედები ეწოდებათ.

\"\" მაგალითად, საქართველოში არის ასეთი მთების ქედი - კავკასიონის მთები, ყველაზე ცნობილი კი ალპებია ევროპაში.

3

ალპები რუკაზე

მსოფლიოში უდიდესი მთა არის ევერესტი, იგი ტიბეტში მდებარეობს. მთის სიმაღლე ზღვის დონიდან იზომება და ამ მთის სიმაღლე შეადგენს 8.848 მეტრს.

\"\"

 

ევერესტი.ინეთი/ტიბეტი

 

ბოლოსიტყვაობა

4

მთები, თავიანთი ბუნებრივი წარმოშობის მიხედვით, მდიდარია სასარგებლო მინერალებით; მთის ნიადაგიდან ამოედინება წყაროები, წყალი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, მით უმეტეს, სასარგებლოა ბუნებრივი მინერალებით მდიდარი წყლები. გარდა ამისა, მთაში გამონაბოლქვისაგან თავისუფალი, სუფთა ჰაერია. ამიტომაც მთებს დედამიწაზე და ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში.