რიხტერის სკალა
რიხტერის სკალა საზომი სკალაა. რიხტერის სკალა გამოიგონა ამერიკელმა მეცნიერმა ჩარლზ რიხტერმა. რიხტერის სკალით იზომება მიწისძვრის სიძლიერე სეისმოგრაფზე. სეისმოგრაფი მიწისძვრის სიძლიერის საზომი ხელსაწყოა.
რიხტერის სკალით ხვდებიან, რამდენად ძლიერი იყო მიწისძვრა. რიხტერის სკალა შედგება 9 ერთეულისაგან. რიხტერის სკალის საზომი ერთეულია მაგნიტუდა.
1 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - ადამიანები მას ვერ გრძნობენ. მხოლოდ სეისმოგრაფებს შეუძლიათ მისი ჩვენება. 2 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - მხოლოდ მაღალ შენობებში შეიძლება იგრძნოს ადამიანმა მსუბუქი რხევა. 3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - ადამიანები გრძნობენ რხევას. ნგრევა მიწისძვრას არ მოჰყვება. 4 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - დაკიდებული ნივთები ირხევიან. ზოგიერთი ძველი შენობა შეიძლება დაზიანდეს. 5 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. რხევა იგრძნობ შენობებშიც და გარეთაც. ფანჯრები ზანზარებს. ხშირად შენობები ზიანდება. 6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - ძლიერი მიწისძვრა - კედლებს ბზარები უჩნდება, ძველი შენობების უმეტესობა ინგრევა, შესაძლოა, დაზიანდეს ახალი შენობებიც. 7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - ძალიან ძლიერი მიწისძვრა - ბზარები ჩნდება მიწაზე და კლდეებზე, სახლები ინგრევა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრას დამანგრეველი ძალა გააჩნია, ინგრევა შენობები, იბზარება მიწა. ჩნდება ზვავები და ტბები. 9 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა - ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, მიწა იწყებს ტალღების მსგავსად ქანაობას, იკარგება სოფლები, ჩნდება ახალი გზები და წყლები. შესაძლოა ამოიფრქვეს ვულკანიც. ყველა შენობა ინგრევა. |
ხშირად მიწისძვრის სიმძლავრის საზომ ერთეულად გამოიყენებენ ბალს. ბალი სიმძლავრის საზომი ერთეული არ არის. ბალით იზომება მიწისძვრის მოქმედება ადამიანზე, შენობებზე და გარემოზე. მიწისძვრის სიმძლავრეს კი გამოსახავს მაგნიტუდა. სეისმოგრაფი მიწისძვრის დროს აღნიშნავს, რამდენი მაგნიტუდა სიმძლავრისაა მიწისძვრა. ამის შემდეგ კი ხდება ცნობილი, რამდენად დაზარალდა ხალხი, შენობები ამ მიწისძვრით. მიწისძვრის შედეგების მიხედვით მის სიმძლავრეს კი ბალებით ზომავენ.
სწორია გამოთქმა: „მოხდა 4 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა რიხტერის სკალის მიხედვით“. არასწორია გამოთქმა: „მოხდა 4 ბალი სიმძლავრის მიწისძვრა რიხტერის სკალის მიხედვით“. |
4