ქამელეონი

 

ქამელეონი არის პატარა არსება, რომელიც ცოცავს. მცოცავ არსებებს რეპტილიებს უწოდებენ. ქამელეონი რეპტილიაა. ქამელეონი ხვლიკის ნათესავია. ქამელეონების უმეტესობა ცხოვრობს კუნძულ მადაგასკარზე, აფრიკაში და მეზობელ კუნძულებზე. ქამელეონის ბევრი სახეობა არსებობს: ზოგიერთი სახეობა ესპანეთში, სირიასა და არაბეთშიც ცხოვრობს.

1

 

ქამელეონის ცხოვრების წესი

ქამელეონები ძირითადად ხეებზე ცხოვრობენ. ისინი იშვიათად ჩამოდიან მიწაზე. არსებობს ერთი სახეობა, რომელიც მხოლოდ მიწაზე ცხოვრობს. ეს ქამელეონები ხშირად ფოთლებზე იძინებენ ან სოროებში ძვრებიან. ზოგიერთ ქამელეონს ჭიანჭველების ბუდეებში ცხოვრება მოსწონს.

 

2

 

გარეგნობა

ქამელეონს გრძელი ფეხები და კუდი აქვს. მდედრი და მამრი ქამელეონები ერთმანეთისაგან გარეგნობით განსხვავდებიან. მამრს უფრო გრძელი ფეხები აქვს.

3

ქამელეონს დიდი თვალები აქვს. ქამელეონი თვალებს 180 გრადუსით ატრიალებს. მას შეუძლია ერთ ადგილზე იდგეს, არ გაინძრეს და ყველა მხარე დაათვალიეროს. ეს მას საკვების მოპოვებაში ეხმარება.

ქამელეონს ძალიან გრძელი ენა აქვს. მისი ენა ორჯერ გრძელია მის სხეულზე. ქამელეონს შეუძლია, ენით შორ მანძილზე მისწვდეს საკვებს. ქამელეონს არ ესმის ხმა. მას მოსმენა არ შეუძლია, ის მხოლოდ ხედავს.

ცნობილია, რომ ქამელეონი ძალიან სწრაფად იცვლის ფერს. რატომ იცვლის ქამელეონი ფერს? ან რა დროს ეცვლება მას ფერი? როდესაც ქამელეონს ეშინია, ძალიან სწრაფად იცვლის ფერს. როდესაც მას საფრთხე ემუქრება, მაშინაც ფერს იცვლის და ასე ცდილობს, მტერს დაემალოს. ქამელეონები ფერს იცვლიან, როცა მათ შიათ ან სწყურიათ.

4

 

ქამელეონის მოძრაობა

ქამელეონები ძალიან ნელა მოძრაობენ. მათ სწრაფად გადაადგილება არ შეუძლიათ. ქამელეონი წყალში არ იძირება, თუმცა მან ცურვა არ იცის. ქამელეონი წყალში შეიძლება გადარჩეს, თუ მას ტალღა ნაპირისკენ გადმოაგდებს.

 

რით იკვებება ქამელეონი?

ქამელეონები მწერებით იკვებებიან. დიდ ქამელეონებს შეუძლიათ ხვლიკებისა და ჩიტების შეჭმაც. ქამელეონს სიცოცხლისთვის წყალიც სჭირდება. ის წყალს ენის საშუალებით სვამს. დილაობით, როდესაც ხის ფოთლებზე ჯერ კიდევაა ცვარი, ქამელეონი მას ენით იღებს.

 

იცოდით, რომ?...

როცა ქამელეონი ბრაზდება, ის ფერს იცვლის! რაც უფრო გაბრაზებულია ქამელეონი, მით უფრო ღია ფერისაა მისი კანი.

 

5

 

ქამელეონი წელიწადში ოთხჯერ იცვლის კანს.

6

მდედრი ქამელეონიქვსიდან ორმოცამდე კვერცხს დებს ბუდეში. ბუდის გაკეთებაში მას მამრი ქამელეონი ეხმარება.