ურემი
შესავალი
ურემი ხშირად არ გვხვდება ქალაქის ქუჩებში. ურემი ისე ხშირად არ გხვდება ქუჩებში, როგორც ავტომობილები. ქალაქის ქუჩებში ურემი იშვიათად დადის.
ქალაქის ქუჩებში ურემი გვხვდება მხოლოდ დღესასწაულებზე. ურემზე ხალხური ნივთებია გამოფენილი. ურემი სატრანსპორტო საშუალებაა.
1
სოფლებში ურემი დღესაც გვხვდება. ურმით გლეხი ეზიდება ტვირთს. ურმით გლეხი ძირითადად მოსავალს ეზიდება. საქართველოში რამდენიმე სახის ურემი არსებობს. მაგრამ თუ ერთი მაინც გინახავს, მას მეორედაც იცნობ.პირველი ურემი
ვინ გააკეთა პირველი ურემი, არავინ იცის. მას ერთი გამომგონებელი არ ჰყავს. ურემს ხალხურ ტრანსპორტს უწოდებენ. საქართველოში ურემში საქონელს აბამენ. საქონელს მიჰყავს ურემი. ეს საქონელი შეიძლება იყოს ხარი ან ცხენი.
2
ურემი
ზოგჯერ ურემში ორი ხარია შებმული. ხარებს კისერზე ადგათ უღელი. უღელი ხარებს ურმის გაწევაში ეხმარება. ზოგჯერ ერთი ხარი ეწევა ურემს. ასეთ ურემს „ცალუღელა“ ურემი ჰქვია.ურემი საფრანგეთშიც გვხვდება. საფრანგეთში ურემს სხვა დანიშნულება აქვს. აქაური ურემი სხვანაირად გამოიყურება. საფრანგეთში ურემი 1769 წელს გაჩნდა. ის გამოიგონა ნიკოლა კუნიომ. ამ ურემს კუნიოს ურემს ეძახიან. კუნიოს ურემი ორთქლზე მუშაობდა. ამ ურემს ხარები არ ეწეოდნენ. კუნიოს ურემს სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. ამ ურმით სამხედრო იარაღს ეზიდებოდნენ.
ურმის აღწერა
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახის ურემი არსებობს. ზოგ ურემს „საბარო“ ურემი ჰქვია. ზოგ ურემს „ხელნა ურემი“ ჰქვია, ზოგს - „საძნე ურემი“.
3
ამ ურმებს საერთო ნაწილებიც აქვთ. ყველა ურემს სამი საერთო ნაწილი აქვს. ეს ნაწილებია: ურმის უბე, ღერძ-ბორბალი და უღელი. ურმის უბეზე ტვირთი იდება. ურმის უბეზე ადამიანიც ჯდება. ადამიანს, რომელსაც ურემი მიჰყავს, მეურმე ჰქვია, მეურმე უბის წინა ნაწილზე ჯდება. უბის წინა ნაწილს ურმის კოფო ეწოდება. ურმის უბეს აქვს სპეციალური ჯოხები. ჯოხები მაგარი თოკით არის შეერთებული. თოკით ტვირთს ამაგრებენ. დამაგრებული ტვირთი გზაში არ ცვივა. ასე ტვირთი არ იკარგება.საზიდი ურემი
ურმის ბორბალი მრგვალია. ურემს ორი ბორბალი სჭირდება. ბორბლები მოძრაობენ და ხარებს ურმის გაწევაში ეხმარებიან.
4
ურმის ბორბალი
ურმის უღელი გრძელი და სქელი ხისაა, უღელს აქვს სამაგრები. სამაგრს საქონელს კისერზე ამაგრებენ. უღლით ხარები ერთად დადიან. უღელი მეურმეს ურმის წაყვანაში ეხმარება.ბოლოსიტყვაობა
ურემი არ არის რთული გასაკეთებელი. ურემი მსუბუქია. ძველად საქართველოში ურემი პოპულარული სატრანსპორტო საშუალება იყო. ამ დროს ავტომობილები არ არსებობდა. შემდეგ ავტომობილები გამოიგონეს, მაგრამ ურემს მაინც იყენებდნენ. შენ დღესაც შეგიძლია ნახო ურემი საქართველოში. ზოგ სოფელში ურმით გასეირნებაც შეგიძლია.
5