ტრაქტორი
შესავალი
ტრაქტორი სატრანსპორტო საშუალებაა. მაგრამ მას უფრო ხშირად სოფლის მეორნეობაში იყენებენ მიწის დასამუშავებლად. ტრაქტორებმა შეცვალეს ცხენისა და ხარის შრომა. ადამიანსაც გაუადვილა ტრაქტორმა მიწის დამუშავება. მისი საშუალებით მუშაობა უფრო დაჩქარდა და ხარისხიც გაუმჯობესდა.
ტრაქტორი ძალიან დაეხმარა ფერმერებს, რომ მათ მიეღოთ უფრო მეტი და უფრო კარგი მოსავალი კარგად დამუშავებული მიწიდან.
პირველი ტრაქტორი
თავიდან ტრაქტორები ორთქლის ძალაზე მუშაობდნენ - ისევე, როგორც მანქანები და მატარებლები. ორთქლზე მომუშავე ტრქტორები არც ისე მოსახერხებელი იყო ფერმერისათვის. გარდა ამისა, ადრე ტრაქტორებს, რეზინის საბურავების ნაცვლად, ჰქონდათ რკინის ბორბლები. საკმაოდ მძიმე და ხმაურიანი იყო ასეთი ტრაქტორები.
პირველი დიზელის მოტორიანი ტრაქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიგონეს 1917 წელს და იგი ფორდსონის სახელითაა ცნობილი. ტრაქტორის სახელი მისი გამომგონებლის გვარის გამო დაერქვა. გამომგონებელი იყო ავტომშენებელი ჰენრი ფორდი, რომელიც შემდეგ მსოფლიოში ცნობილი გახდა.
ფორდსონის პირველი ტრაქტორი, 1917 წელი
1927 წელს გერმანიაშიც გამოუშვეს ტრაქტორის ახალი, უფრო გაუმჯობესებული მოდელი, რომელიც პირველი ტრაქტორი იყო ევროპაში. ტრაქტორი გამოუშვა ფირმა ჰანომაგმა, ტრაქტორს კი ჰანომაგის სახელი უწოდეს.
თანამედროვე ტრაქტორები
პირველი ტრაქტორისგან განსხვავებით, თანამედროვე ტრაქტორები ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. რკინის ბორბლების ნაცვლად რეზინის რბილი საბურავები აქვთ და ქუჩაშიც უხმაუროდ დადიან. ტრაქტორს სალონში აქვს რადიო, იმისთვის, რომ მუშაობა მოსაწყენი არ გახდეს ადამიანისათვის, აგრეთვე ნავიგაციის სისტემა, რაც გადაადგილების დროს ეხმარება მძღოლს. გარდა მეურნეობისა, მას სატრანსპორტო საშუალებადაც იყენებენ. ზოგიერთ ტრაქტორს უკან საბარგული აქვს მობმული, რაც ტვირთის გადატანის კარგი საშუალებაა.
ტრაქტორები დღეს საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და, შესაბამისად, ფერმერს უღირს მისი შეძენა.
ბოლოსიტყვაობა
ტექნიკის გამოგონებამ საგრძნობლად შეამცირა ადამიანის ფიზიკური შრომა და საშუალება მისცა მას დაესვენა, ან ეფიქრა კიდევ სხვა საქმეზე. შრომა უფრო ნაყოფიერი გახდა და მოკლე დროში გაცილებით დიდი შედეგი მოიტანა. ტრაქტორიც ტექნიკის ერთ-ერთი საშუალებაა და მან ყველაზე დიდი წვლილი სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეიტანა.