ტელესკოპი

შესავალი

როდისმე დაკვირვებიხართ ციურ სხეულებს? მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს? ისინი ხომ ძალიან პატარები მოჩანს დედამიწიდან. განსაკუთრებით - ვარსკვლავები. ზოგი ვარსკვლავი ისეთი „პატარაა“, რომ ჩვენ ვერც კი ვხედავთ.

ჩვენ გარდა, მეცნიერებიც აკვირდებიან ცას და ციურ სხეულებს. იმ მეცნიერებს, რომლებიც ცას აკვირდებიან და ციურ სხეულებს სწავლობენ, ასტრონომები ჰქვიათ. ასტრონომებს აქვთ ისეთი ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც ისინი ყველა ციურ სხეულს ხედავენ - პატარა ვარსკვლავებსაც კი. ასეთი ხელსაწყოა ტელესკოპი.

სიტყვა ტელესკოპი ლათინური ენიდან არის შემოსული: „ტელე“ ნიშნავს მორს, ხოლო „სკოპიენ“ - ყურებას. მართლაც, ტელესკოპი გარეგნულად ძალიან ჰგავს მორს, მაგრამ იგი ხის არაა. ტელესკოპს სპეციალური მინა აქვს, რომელიც ადიდებს იმ გამოსახულებას, რის დანახვაც ჩვენ გვინდა. ამიტომ იგი ძალიან ეხმარება ასტრონომებს ციური სხეულების შესწავლაში.

 

პირველი ტელესკოპი

ტელესკოპის გამოგონება უცებ არ მომხდარა. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. მეათე საუკუნეში ეგვიპტელმა ფიზიკოსმა, ალ-ჰაისამმა გამოიგონა ლინზა, სპეციალური მინა, რომელიც აქვს ტელესკოპს და რაც მისი ძირითადი ნაწილია. სწორედ ეს ლინზა ადიდებს საგნებს.

ევროპაში ლინზების გაკეთება გაცილებით გვიან, მე-13 საუკუნეში დაიწყეს, ხოლო ტელესკოპი 1608 წელს გამოიგონეს ნიდერლანდებში. ის სამმა ადამიანმა გააკეთა; ესენი იყვნენ: ჰანს ლიპერშეი, ცახარიას იენსენი და იაკობ მეტიუსი. მათ ამ გამოგონებისათვის სახელმწიფოსგან ჯილდოც მიიღეს და შემდეგაც წარმატებით მუშაობდნენ ტელესკოპებზე.

მალე ვენეციასა და ფლორენციაშიც შეიქმნა ტელესკოპი. ყველაზე საინტერესო მეცნიერის, გალილეო გალილეის ტელესკოპი იყო,რომელიც მან დახატა, მაგრამ არ აუწყვია. თუმცა მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ გალილეის ტელესკოპის ნახაზი ზუსტი იყო და მისი აწყობის შემთხვევაში, ძალიან წარმატებული ხელსაწყო იქნებოდა.

თავიდან ტელესკოპებს ჩვეულებრივი ლინზები ჰქონდათ, ისინი გამოსახულებებს ადიდებდნენ, მაგრამ არც ისე ძალიან გადიდება შეეძლოთ. ამიტომ გამომგონებელმა კეპლერმა შექმნა ისეთი ლინზა, რომელიც ბევრად უფრო ახლოს მოიტანდა გამოსახულებას.

 

თანამდროვე ტელესკოპები

დღეს ტელესკოპებს ისევ წარმატებით გამოიყენებენ ასტრონომები. ეს ხელსაწყოები ადრინდელთან შედარებით უფრო განვითარდნენ და გამოსახულებას უფრო მკვეთრად და ნათლად აჩვენებენ. დღეს უკვე სამი სახის ტელესკოპი არსებობს: ლინზიანი, სარკიანი და სარკიან-ლინზიანი. ისინი სხვადასხვა დროს გამოიყენებიან.

 

 

თანამედროვე ტელესკოპი

 

ბოლოსიტყვაობა

თვალით ნანახი ციური სამყარო ხომ ძალიან ლამაზია და ძალიან მოგწონთ. გაცილებით უფრო საინტერესო და მშვენიერია ტელესკოპით ნანახი ცა.მისი საშუალებით ცის დათვალიერება შეგიძლიათ დღისითაც და ღამითაც. მეცნიერებმა ეს მართლაც ძალიან კარგი რაღაც გამოიგონეს.