მატარებელი

შესავალი

მატარებელი ბავშვების საყვარელი ტრანსპორტია. ერთმანეთზე გადაბმული ვაგონები რიტმულად მისდევენ უკან თავის წინამძღოლს - ორთქლმავალს.

ხომ იცით ორთქლმავალი რომელია? - აი, რაც მატარებლის პირველი, წინა ნაწილია, საიდანაც ორთქლი და კვამლი ამოდის. აქ ზის მემანქანე და მიჰყავს მატარებელი. მას კიდევ უკან მისდევენ დამწკრივებული ვაგონები. ვაგონებს გზაში სიმღერა უყვართ. თქვენც ხომ იცით ეს სიმღერა? `ჩუქ-ჩუქ-ჩუქ-ჩუქ“...

1

ადრე სულ მაინტერესებდა, რატომ არ ცვიოდნენ ვაგონები ლიანდაგებიდან. ან ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ეს ტრანსპორტი გამოიგონა..

ერთად ვნახოთ, როგორი იყო პირველი მატარებელი, ვინ გააკეთა ის, ან რით სჯობს თანამედროვე მატარებლები ადრინდელს.

პირველი მატარებელი

2

ტრევითიკის ორთქლის ლოკომოტივი

რკინიგზის გამოგონება ინგლისელებისა და შოტლანდიელების დამსახურებაა. მათ გამოიგონეს რკინის ლიანდაგები. ადრე რომშიც არსებობდა ლიანდაგები, მაგრამ ის ხის იყო და მალე ფუჭდებოდა, ინგლისში კი მე-18 საუკუნეში რკინის ლიანდაგები გამოიგონეს, რომლებიც ბევრად უფრო გამძლე იყო. ძირითადად ამ გზას ურიკების გადასაგორებლად იყენებდნენ. ამ ურიკებით ტვირთი გადაჰქონდათ და ხელით მიაგორებდნენ. ისინი ძალიან შველოდათ, რკინის ლიანდაგებზე ურიკის ბორბლები კარგად მიცურავდა და ადამიანებს ტვირთის წაღება უადვილდებოდათ.

3

ინგლისელებმა გადაწყვიტეს, ისეთი რამე მოეფიქრებინათ, რომ ტვირთი თვითონ წაეღო და მათი დახმარება აღარ ყოფილიყო საჭირო. 1797 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა რიჩარდ ტრევითიკმა გამოიგონა ორთქლის მანქანა, რომელიც ორთქლის ძალით დადიოდა. სწორედ ეს იყო პირველი მატარებელი, რომელმაც წარმატებით იმუშავა.

თანამედროვე მატარებლები

მას შემდეგ, რაც პირველმა ორთქლმავალმა წარმატებით გაიარა რკინიგზა, დაიწყეს ფიქრი მის გაუმჯობესებაზე. მალე რკინიგზები გაიხსნა სამხრეთ ევროპასა და აზიაში, ამერიკაში... ერთ ორთქლმავალს უკან მოაბეს ვაგონები, იმიტომ, რომ ხალხს ძალიან მოეწონა მატარებლით მგზავრობა. ის უფრო სწრაფად მიდიოდა და უფრო ადვილად აღწევდნენ დანიშნულების ადგილს.

4

დღეს უკვე ძალიან კომფორტული მატარებლები არსებობს. ზოგ ადამიანს მანქანით მგზავრობას მატარებლით მგზავრობაც კი ურჩევნია, მით უმეტეს, როდესაც შორს მიდის. არსებობენ აგრეთვე განსაკუთრებით სწრაფი მატარებლები, რომლებიც ჩვეულებრივ მატარებლებზე ბევრად სწრაფად მოძრაობენ. ყველაზე სწრაფი მატარებელი ჩინეთში გამოიგონეს და მას „ჰარმონიის ექსპრესი“ ჰქვია.

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებელი

ბოლოსიტყვაობა

5

მატარებელი ძალიან სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტია, მასში არის პატარა ოთახები, სადაც ადამიანებს დაძინებაც კი შეუძლიათ. მე ძალიან მიყვარს, როცა მატარებლით მივემგზავრები. იქნებ თქვენც სცადოთ, ძალიან სახალისოა!