ლიმონათი

ლიმონათი ტკბილი, გემრიელი და შუშხუნა სასმელია. ლიმონათი გაზიანი სასმელია. ლიმონათს შეიძლება ჰქონდეს მსხლის, ყურძნის, ლიმონის, ატმის და ბევრი სხვა ხილის გემო.

პირველი ლიმონათი

1

ლიმონათი დიდი ხნის წინ იტალიაში გამოიგონეს. რომში ძალიან უყვარდათ ეს სასმელი. რომაელები ლიმონათს წყლისგან და ძმრისგან ამზადებდნენ. ცივ წყალს ჭიქაში ასხამდნენ და ცოტა ძმარს უმატებდნენ. იმ დროს ლიმონათს გაზის გარეშე სვამდნენ. რომაელები ძმარს სხვადასხვა ხილისგან ამზადებდნენ. მათ ჰქონდათ ვაშლის, მსხლის, ატმის და ყურძნის ძმარი. თუ მსხლის ლიმონათი უნდოდათ, მას მსხლის ძმრისგან ამზადებდნენ. თუ ატმისა უნდოდათ - ატმის ძმრისგან ამზადებდნენ.

2

მალე ლიმონათის დამზადება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. პირველი გაზიანი ლიმონათი ესპანეთში გააკეთეს. გაზიანი ლიმონათი შუშხუნაა. ის ყველას ძალიან მოსწონს. ლიმონათი ბავშვების საყვარელი სასმელია.

ქართული ლიმონათი

დღეს უკვე ყველა ქვეყანაში არის ლიმონათი. მისი ყიდვა მაღაზიებში შეიძლება. საქართველოში ცნობილია ქართული ლიმონათები: „ნატახტარი“, „ყაზბეგი“, „ზედაზენი“, „ზანდუკელი“ და სხვა. ლიმონათს ქარხანაში ამზადებენ, ბოთლებში ასხამენ და გასაყიდად მიაქვთ.

ლაღიძის ლიმონათი

3

ყველაზე ცნობილი ქართული ლიმონათი არის „ლაღიძის ლიმონათი“. ლაღიძე იმ კაცის გვარია, ვინც ეს ლიმონათი გამოიგონა. ლაღიძის ლიმონათს სხვებისგან განსხვავებული გემო აქვს. თანამედროვე ლიმონათები ხილის ფხვნილებისაგან მზადდება. ლაღიძემ გადაწყვიტა, ლიმონათი ნატურალური ხილის წვენისგან დაემზადებინა. ხილის წვენი ბავშვებისათვის უფრო სასარგებლოა. თან ლაღიძის ლიმონათი უფრო გემრიელიც იყო. ქართველებს ძალიან მოსწონდათ ეს ლიმონათი. ერთხელ ლაღიძეს ჰკითხეს: „რა არის თქვენი ლიმონათის საიდუმლო?“ - მან არაფერი უპასუხა და ენა გამოყო...

თქვენ ალბათ გგონიათ, რომ ლაღიძე უზრდელი კაცი იყო?

4

სულაც არა! თურმე ადამიანები ენის მიხედვით არჩევენ გემოს. ზოგ ადამიანს სხვა გემო მოსწონს, ზოგს - სხვა. ლაღიძე ენით ხვდებოდა, რა იყო ლიმონათის კარგი გემო. ამიტომაც იყო მისი ლიმონათი ძალიან გემრიელი. დღეს ლაღიძის ლიმონათი ბევრი არ არის. ის თბილისში მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყიდება.

რამდენი ლიმონათი შეიძლება დალიოს ბავშვმა?

ლიმონათი ძალიან უყვართ ბავშვებს და უნდათ, ბევრი დალიონ. მაგრამ ბევრი ლიმონათი სასარგებლო არ არის. ბავშვებისთვის ძალიან ცივი ლიმონათიც არ შეიძლება. ლიმონათი ცოტ-ცოტა უნდა დალიოთ.

5